top of page

#გახდიგამყოლი

შემოუერთდი თავგადასავალს

ჩვენს სკოლას 400-მდე კურსდამთავრებული ჰყავს სათავგადასავლო ტურიზმის სხვადასხვა დისციპლინაში, სამთო გამყოლთა ასოციაცია და კლასტერებიც 100-ზე მეტ წევრს ითვლის - იმოგზაურეთ ადგილობრივ გამყოლთან ერთად მშვიდად, თავისუფლად და უსაფრთხოდ.

დაუვიწყარია თავისუფლების შეგრძნება, რომელსაც საქართველოს მთებში აღმოაჩენ და შეუცვლელია ადგილობრივი გამყოლის როლი, რომელიც გეხმარება სრულად და უპირობოდ განიცადო ეს ემოცია.

ATS

სათავგადასავლო

ტურიზმის სკოლა

#გახდიგამყოლი

Mountain Range

სადიპლომო & სასერთიფიკატო პროგრამები

ჩვენი პროგრამები აღიარებულია სახელმწიფოს მიერ და მათ უძღვებიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო კვალიფიკაციის ექსპერტები. სადიპლომო პროგრამები (IV საფეხური, 12-36 თვე) ფინანსდება განათლების სამინისტროს ვაუჩერით, ხოლო მოკლევადიანი სასერთიფიკატო კურსები (III-IV საფეხური, 12 თვემდე) კი „უნარების სააგენტოს“ მომზადება-გადამზადების პროგრამის თანადაფინანსებით და პარტნიორი ორგანიზაციების ხელშეწყობით.

Fog and Nature

WEST POINT

პროგრამები

West Point Programs
West Point Logo
Partner Logos

პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით.

18  პროგრამის ავტორიზაცია

48  სასწავლო კურსის ჩატარება

48  სასწავლო კურსის ჩატარება

კურსების მიწოდება 12 ლოკაციაზე 

700 სტუდენტის გადამზადება

200 სკოლის მოსწავლის გადამზადება

#ძალაუნარებშია

summerschool
Anchor 1

რატომ უნდა გახდე სერტიფიცირებული გამყოლი?

სათავგადასავლო ტურიზმი პოსტ-კოვიდ სამყაროში ყველაზე პოპულარული და მზარდი მიმართულებაა, სადაც პროფესიონალი გამყოლი საკვანძო როლს ასრულებს. დღეს-დღეობით მისი შრომა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადია, თუმცა ამ სფეროს კვალიფიციური კადრები მაინც აკლია. ეს კი უნიკალური შესაძლებლობაა შენთვის! თუკი ფიქრობდი რომ ბუნებასთან სიახლოვე, მოგზაურობა, ახალი ადამიანები და თავგადასავლები მხოლოდ ოცნებაში შეიძლება ყოფილიყო ნამდვილი პროფესია, მაშინ გეტყვით, რომ სათავგადასავლო გამყოლის ცხოვრება სწორედ ასეთია - საინტერესო, მრავალმხრივი და სიახლეებით სავსე. ეს პროფესია გაძლევს საშუალებას აკეთო ის, რაც განიჭებს სულიერ სიამოვნებას, ფიზიკურ ჯანმრთელობასა და ფინანსურ თავისუფლებას.

 

როგორც ყველა საქმეში აქაც მთავარი სურვილი, მონდომება და თანმიმდევრულობაა, და თუ ამას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის კვალიფიკაციასაც დავუმატებთ, მაშინ წარმატება გარდაუვალია. „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში“ მიღებული გამოცდილება დაგეხმარება შეიძინო ცოდნა, საჭირო უნარები და მეგობრები, გახდე საერთაშორისო პროფესიული ქსელის წევრი, განვითარდე პროფესიულად და დასაქმდე წამყვან ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებში.

ჩვენი ღირებულებები

ტურიზმი არის პოზიტიური ცვლილებების ძლიერი კატალიზატორი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს თანაბარი შესაძლებლობები, ღირსეული ანაზღაურება და საყოველთაო კეთილდღეობა.

#გახდიგამყოლი

დარეგისტრირდი სიახლეების მისაღებად

პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით სამუშაო დღეებში. თავგადასავალი იწყება აქ !

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის

bottom of page