სათავგადასავლო ტურიზმის ლიდერი
პროფესიის შესავალი კურსი
ლოკაცია:
დასავლეთ საქართველო
ხანგრძლივობა:
7 დღე
დონე:
მიღება შესაძლებელია 8-დან 12 კლასამდე სკოლის მოსწავლისთვის
სერტიფიცირება:
შესავალი კურსის სერტიფიკატი
კურსის შესახებ
სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში დასაქმებული კადრების - საფეხმავლო, ალპური, სათხილამურო, სამთო, საცხენოსნო, ჯომარდობის, ველოტურიზმის და ა.შ. გამყოლების პროფესიული მომზადების საფუძველში დევს აიზო 21102 საერთაშორისო სტანდარტი - სათავგადასავლო ტურიზმის ლიდერები - პერსონალის კომპეტენხია, რომელიც განსაზღვრავს იმ მინიმალურ მოთხოვნებს რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სათავგადასავლო ტურიზმში დასაქმებული ნებისმიერი პირი. მათ შორისაა რისკების მართვა, სტუმარზე ზრუნვა, ორგანიზაციული უნარები, პუნქტუალურობა და ა.შ.
ამავდროულად, სათავაგადასავლო ტურიზმის ყოველი პროფესიულ მიმართულება ეყრდნობა კონკრეტულ ფიზიკურ, ტექნიკურ უნარებს და გამოცდილებას სხვადასხვა სამთო, საწყალოსნო და ა.შ. სპორტებში. სპეციალიზაციის მიხედვით, ამ უნარჩვევების გამომუშავების საწინდარია სხვადსახვა სპორტული (ლაშქრობები, მეკლდეურობა, სამთო თხილამურები, ალპინიზმი, ა.შ.), შემეცნებითი (ბუნებისმეტყველება, ეთნოგრაფია, ა.შ.), სოციალური და ეკონომიკური (ოჯახურ ბიზნესში დახმარება) აქტივობები. ზოგიერთ პროფესია მოითხოვს პიროვნების მომზადებას რამოდენიმე სპორტიულ დისციპლინაში (მაგ. სამთო გამყოლი თანაბრად მომზადებული უნდა იყოს სამივე სამთო სპორტის სახეობაში - კლდეზე ცოცვა, ალპინიზმი, სამთო თხილამურები). ზემოთაღწერილი სპციფიკიდან გამომდინარე, სათავგადასავლო ტურიზმის პროფესიებში შესავალი სასკოლო პროგრამების ამოცანაა მოსწავლეებს თვალნათლად აჩვენოს სათავგადასავლო ტურიზმის ლიდერის პერსონალური კომპეტენციების კონტურები, „დააგემოვნებინოს“ ტექნიკური კომპენტენიების მაქსიმალური რაოდენობა, დაანახოს ერთის მხირვ ამ პროფესიების შესწავლის სირთულე და მეორეს მხრივ ის სოციალური და ეკონომიკურ სარგებელი რაც მათ დაუფლებას მოაქვს.
თანამშრომლობა
მუნიციპალიტეტებთან
-
პროექტი ხორციელდება დასავლეთ საქართველოს მასშტაბით;
-
ყველა სკოლის მოსწავლეს შეუძლია პრგრამაში მონნაწილეობა;
-
სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა მუნიციპალიტეტებთანნ თანნამშრომლობით უზუნნველყოფს სკოლის მოსწავლეების მომზადებას;
-
ჩვენი სკოლა ექვემდებარევა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;
-
პროგრამა ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, უნარების სააგენტოს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და USAID-ის თანნადგომით;
-
პროექტის ფარგლებში მიმდინნარეობს მოლაპარაკებები შემდეგ მუნიციპალიტეტებთან:
წალენჯიხა
წყალტუბო
ლენტეხი
ამბროლაური
ონი
მარტვილი
#გახდიგამყოლი
კურსის მიზნები
-
საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების წარმატების გაზიარება და პერსეპქტივის ჩვენება;
-
სათავგადასავლო ტურიზმის საფუძვლების გაცნობა;
-
სათავგადასავლო ტურიზმის ლიდერის საბაზისო უნარ-ჩვევების
გამომუშავება;
-
სათავგადასავლო ტურიზმის სამთო მიმართულების ზაფხულის საბაზისო
კომპეტენციის - სალაშქრო უნარებისა და უსაფრთხოების მეთოდიკის
პირველი საფეხურის გავლა;
-
მოსწავლეების მოტივირება რათა მათ აირჩიონ პროფესიული განათლების გზა
როგორც უმოკლესი გზა შემოსავლამდე და კარგი საფუძველი უმაღლესი განთლებისთვის;
პროგრამა შედგება სამი კომპონენტისგან
პირველი კომპონენტი (თეორია)
მეორე კომპონენტი (პრაქტიკული კონცენტრაცია)
მესამე კომპონნენტი (პრაქტიკული ნაწილი)
პირველი კომპონენტი (თეორია): „პროფესია - სათავგადასავლო ტურიზმის ლიდერი. შესავალი კურსი“. ეს კომპონენტი საერთოა ყველა სათვგადასავლო პროფესიული მიმართულებისთვის და მოიცავს ფუნდამენტური უნარ-ჩვევების საფუძვლების სწავლებას. პროგრამის თეორიული ნაწილი ჩატარდება სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის საწვრთნელი ცენტრში.
მეორე კომპონენტი (პრაქტიკული კონცენტრაცია) მომავალი პროფესიების, ასევე, რეგიონის სპეციფიკის შესაბამისი პრე-კვალიფიკაციური აქტივობები. გარემო პირობების და ინფრასტრუქტურის შესაბამისად, კოლეჯი მოსწავლეებს გააცნობს რამოდენიმე სათვგადასავლო აქტივობა. აქტივობების პარალელურად მოსწავლეები გაეცნობიან თანმდევ რისკებს. პროგრამის
პრაქტიკული ნაწილი ჩატარდება სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის საწვრთნელი ცენტრის მიმდებარე საველე პირობებში.
კურსის სწავლის შედეგები და მათი მოკლე აღწერილობა
-
კურსის დამთავრების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:
-
- აღწეროს სათავგადასავლო ტურიზმის ლიდერის ძირითადი უნარ-ჩვევები;
-
- აღწეროს საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმის სახეობები;
-
- შეარჩიოს საველე აღჭურვილობა;
-
- იზრუნოს გარემოს დაცვაზე საფეხმავლო ტურის განმავლობაში;
-
- საბაზისო სალაშქრო უნარების და უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების
-
გამოვლენა.
-
- უსაფრთხოდ ყოფნა ზაფხულის კლიმატში საველე პირობებში პედაგოგის
-
მეთვალყურეობის ქვეშ;
#გახდიგამყოლი
მიიღე მეტი ინფორმაცია
შემოგვიერთდი და გაიგე მეტი ჩვენი პროგრამების შესახებ!