ველო ტურის გამყოლი
ველო ტურის
გამყოლი
პროფესიული გადამზადების პროგრამა
კურსზე მსმენელთა რაოდენობა:
26 მსმენელი: 13 სვერი / 13 მესტია
კურსის ჩატარების პერიოდი:
მესტია: ოქტომბერი 2023 - ოქტომბერი 2023
სვერი: ნოემბერი 2023 - ნოემბერი 2023
(კურსის დაწყების და მსვლელობის თარიღებთან დაკავშირებით რეგისტრირებული მსურველები დამატებით მიიღებენ ინფორმაციას)
ხანგრძლივობა:
პროგრამა ხორციელდება 2 თვის განმავლობაში
თითოეული ჯგუფის სწავლის საერთო ხანგრძლივობა - 3 კვირა (110 სთ)
ლოკაციები:
მესტია / სვერი
განმახორციელებელი პარტნიორები:
ა(ა)იპ კავკასიის ველო ქსელი
შპს ჰიპო ველო
პროგრამის ღირებულება:
სწავლის საფასური დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ. კურსზე ჩარიცხული მსმენელი ვალდებული იქნება დაფაროს საკუთრი ტრანსპორტირების, კვების და ცხოვრების ხარჯი; იქონიოს პირადი აღჭურვილობა.
პროგრამის შესახებ
პროგრამა გათვალისწინებულია პრაქტიკოსი გამყოლებისთვის, რომელთაც გააჩნიათ ველოტურიზმში მუშაობის გამოცდილება. მსმენელები შეისწავლიან ველოტურიზმის საფუძვლებს (ველოსიპედის სახეობები და ტექნიკური მახასიათებლები, ველოსიპედის სვლის ნაირსახეობები, რისკები და საგზაო უსაფრთხოების წესები, ველოსიპედის ტექნიკური გაუმართაობის აღმოფხვრა და ა.შ.); სათავგადასავლო ტურიზმის საკვანძო კომპეტენციებს (ტურის დაგეგმვა, სტუმარზე ზრუნვა, ორიენტირება და ნავიგაცია, რისკების მართვა, ინციდენტებზე რეაგირება) და გამყოლობას ველოტურზე.
სწავლება მიმდინარეობს საველე სახელოსნოში, სასწავლო მოედანზე, საერთო სარგებლობის გზებზე და ველურ ბუნებაში, პრაქტიკული გაკვეთილების და დავალებების სახით, პედაგოგების დაკვირვებით და ხელმძღვანელობით. ზოგიერთი საკითხი ისწავლება ელექტრონული ფორმით. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ერთდღიანი და მრავალდღიან სასწავლო ველოტურები.
პროგრამის დამთავრების შემდეგ მსმენელი შეძლებს დაგეგმოს და გაუძღვეს ტურისტს/ტურისტების ჯგუფს სხვადასხვა სირთულის და ხანგრძლივობის ველოტურისტულ მარშრუტებზე, საერთო სარგებლობის გზებზე, სპეციალურად მონიშნულ ბილიკებზე და უგზოო მონაკვეთებზე, სადაც შესაძლებელია ველოსიპედით გადაადგილება, ასევე მთაგორიან რელიეფზე, სადაც შესაძლებელია რელიეფის სირთულის გამო (დახრა, საფარი) საჭირო გახდეს ველოსიპედიდან ჩამოსვლა და ფეხით სიარული მოკლე დისტანციებზე. ველოტურის გამყოლის საქმიანობა იზღუდება მყინვარებზე.
პროგრამის თემატურ საკითხებს გაუძღვებიან შესაბამისი პროფილის პედაგოგები და ექსპერტები.
#გახდიველოტურისგამყოლი
სწავლის შედეგები და თემატიკა
სწავლის შედეგი 1
პირველადი გადაუდებელი დახმარება
სწავლის შედეგი 2
შესავალი
სათავგადასავლო ტურიზმში
სწავლის შედეგი 3
ველოსიპედის სახეობები და ტექნიკური მახასიათებლები
სწავლის შედეგი 4
ველოსიპედის სვლის ნაირსახეობები
სწავლის შედეგი 5
რისკები და საგზაო უსაფრთხოების
წესები
სწავლის შედეგი 6
ველოსიპედის
ტექნიკური
გაუმართავობის
აღმოფხვრა
სწავლის შედეგი 7
ველოტურის
დაგეგმვა
სწავლის შედეგი 8
ველოტურის განხორციელება
კვირა:
I (40 საათი)
ლოკაცია:
ქუთაისი. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი
სწავლების მეთოდი:
პრაქტიკული მეცადინეობა, სავარჯიშო, დემონსტრირება
თემატიკა:
პირველადი დახმარების მნიშვნელობა და პოზიციები; გულის გაჩერება და გულ-ფილტვის რეანიმაცია; სასუნთქი გზების უცხო სხეულით დახშობა; სისხლდენის შეჩერება; გადაუდებელი ტრავმის საბაზისო მართვა და ნახვევების დადება; ჭრილობების, დამწვრობის, მართვა; სითბური დაკვრის, მოყინვის, ჰიპოთერმიის შემთხვევის მართვა; ცხოველების ნაკბენების მართვა.
კვირა:
I
ლოკაცია:
მესტია / სვერი
სწავლების მეთოდი:
პრაქტიკული მეცადინეობა, სავარჯიშო, დემონსტრირება
თემატიკა:
სტუმარზე ზრუნვა სათავგადასავლო ტურზე; რისკების მართვის და ინციდენტზე რეაგირების პრინციპები; ტურის დაგეგმვა; ორიენტირება და ნავიგაცია;
კვირა:
II
ლოკაცია:
მესტია / სვერი
სწავლების მეთოდი:
პრაქტიკული მეცადინეობა, სავარჯიშო, დემონსტრირება
თემატიკა:
ველოსიპედის ძირითადი სახეობები; „ინდუსტრიული“ ტერმინოლოგია. ველოსიპედის სწორად ტრანსპორტირება; ველოსიპედის უსაფრთხოდ ტრანსპორტირება; Bikepacking; სხვადასხვა კატეგორიის ველოსიპედის ტექნიკური აგებულების მიმოხილვა და შედარება; ველოსიპედის
ინდივიდუალურად მორგება; გრუნტისთვის შესაბამისი ველოსიპედის შერჩევა; სეზონის, სხვადასხვა სირთულისა და კატეგორიის მარშრუტისთვის შესაბამისი აქსესუარის შერჩევა და გამოყენება;
კვირა:
II
ლოკაცია:
მესტია / სვერი
სწავლების მეთოდი:
პრაქტიკული მეცადინეობა, სავარჯიშო, დემონსტრირება
თემატიკა:
მოძრაობის ტექნიკა აღმართზე/დაღმართზე/სწორ გზაზე ველოსიპედისტის სიმძიმის ცენტრის გადანაწილება აღმართზე/ დაღმართზე/სწორ გზაზე; რისკების შეფასება და უსაფრთხოების წესები; საგზაო უსაფრთხოების რეგულაციები:
კვირა:
VI (40 საათი)
ლოკაცია:
მესტია / სვერი
სწავლების მეთოდი:
დემონსტრირება, პრაქტიკული დავალება
შეფასება:
რისკების შეფასება ველომარშრუტის სირთულისა და კატეგორიის მიხედვით: ამინდის ცვალებადობა, ადამიანებისა და ცხოველებისგან მოსალოდნელი საფრთხეების, გათვალისწინება, რელიეფის
შეფასება და რისკების მინიმალიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები. საგზაო უსაფრთხოების რეგულაციები.
კვირა:
III
ლოკაცია:
მესტია / სვერი
სწავლების მეთოდი:
პრაქტიკული მეცადინეობა, სავარჯიშო, დემონსტრირება
თემატიკა:
დისკის გასწორება, საბურავის შეკეთება; ჯაჭვის გაწმენდა და დაზეთვა; სატერფულის მოხსნა-დაყენება; სიჩქარეების რეგულირება; მუხრუჭების გასწორება; რკალური მუხრუჭის დარეგულირება პრობლემის დიაგოსტიკა; ხუნდების გამოცვლა მუხრუჭზე;
კვირა:
III
ლოკაცია:
მესტია / სვერი
სწავლების მეთოდი:
პრაქტიკული მეცადინეობა, სავარჯიშო, დემონსტრირება
თემატიკა:
ველოტურის ბიუჯეტის შედგენა; დასვენების და განთავსების ლოკაციების დაგეგმვა,
კვების დაგეგმვა; საკვებისა და წყლის რაოდენობის განსაზღვრა.ველოტურის შედგენა სეზონის, დასაფარი
მარშრუტის (სვლა - გეზის), ტურში მონაწილე პირთა ასაკის, ფიზიკური მდგომარეობის და ინტერესთა სფეროს გათვალისწინებით; სახიფათო მონაკვეთების იდენტიფიცირება; რელიეფის და ბუნებრივი პირობების შესაბამისად დღიური საათობრივი დატვირთვის განსაზღვრა; მარშრუტის სირთულიდან გამომდინარე, ტურში, ველოსიპედის შესაკეთებელად წასაღები ხელსაწყოების განსაზღვრა;
კვირა:
III
ლოკაცია:
მესტია / სვერი
სწავლების მეთოდი:
დემონსტრირება, პრაქტიკული დავალება
შეფასება:
ველოტურის გამყოლის კომპეტენციების დემონსტრირება ინდივიდუალურად და
რიგრიგობით; ბანაკის ორგანიზება; ტურის დასრულების შემდგომი სამუშაოები.
მიღების წინაპირობები:
-
ასაკი 18 +
-
პირადი ველოსიპედი და აღჭურვილობა;
-
გასაუბრება: მოტივაცია, პროფესიული გამოცდილება, კომუნიკაციური უნარები;
-
კურსზე დაშვების საკონკურსო ტური;
დარგში ან სფეროში მოღვაწეობის ( სპორტსმენი, მწვრთნელი, გიდი) მინიმუმ 1 წელი, დადასტურებული ცნობით ან რეკომენდაციით დამსაქმებლისგან, დარგობრივი ასოციაციისგან ან ფედერაციისგან ან სერთიფიკატი, დიპლომი, სიგელი ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი დარგში სწავლის, მუშაობის და მიღწეული წარმატების შესახებ.
მსმენელის პირადი აღჭურვილობა:
კურსზე დასასწრებად აპლიკანტი/მსმენელი ვალდებულია იქონიოს:
-
საკუთრი ველოსიპედი
-
ჩაფხუტი
-
ველო ხელთათმანი
-
სათვალე
-
წინა და უკანა განათება
-
ტუმბო ველოსთვის
-
სათვალე ველოსთვის
-
ინდივიდუალური ხელსაწყოების ნაკრები
სათვგადასავლო
ტურიზმის
სკოლა
„სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“ დაარსდა 2016 წელს საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის, განათლების სამინისტროსა და მთის ტრასების სააგენტოს მიერ. სრულად დაფინანსებულ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მრავალფეროვან პროგრამებს უძღვებიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტები და აქ სწავლა თავისთავად განუმეორებელი თავგადასავალია. თქვენ თავისუფალი, შემოქმედებითი გარემო და დაუვიწყარი შეკრებები გელოდებათ. შედეგად კი ტურიზმის ყველაზე მზარდი, მოთხოვნადი და პერსპექტიული კარიერის სრულიად ახალ საფეხურზე გადახვალთ. შემოუერთდი თავგადასავალს!
პროგრამები ავტორიზებულია განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ. მათ უძღვებიან სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ექსპერტები - შესაბამის დარგში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი სერტიფიცირებული გამყოლები. სადიპლომო კურსებზე სწავლა ფინანსდება განათლების სამინისტროს ვაუჩერებით, ხოლო მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამები უნარების სააგენტოს მომზადება-გადამზადების პროგრამის ფარგლებში.
2021 წლიდან სკოლის დიპლომირებულ სამთო გამყოლებს და GMGA წევრებს ენიჭებათ სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMGA) წევრობა და შეუძლიათ პროფესიული საქმიანობა კავშირის 25 ქვეყანაში. მთის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციების კავშირში (UIMLA) გაწევრიანების პროცესი დაწყებულია საფეხმავლო გამყოლის პროგრამისთვისაც.
გამყოლთა მარათონი
„მთა-მთა გამყოლთა მარათონი“ არის პირველი მასშტაბური სათავგადასავლო ღონისძიება ტურიზმის პროფესიონალებისთვის. 2024 წლის მაისში, 2 ქალი და 2 კაცი სერტიფიცირებული გამყოლისგან შემდგარი 5 გუნდი გაემგზავრება 7-დღიან ექსპედიციაში, გზად მათ უნდა გადალახონ გამოწვევები სხვადასხვა სათავგადასავლო დისციპლინებში, მოახდინონ საკვანძო პროფესიული საგამყოლო უნარების დემონსტრირება და წარმოაჩინონ საქართველოს საუკეთესო სათავგადასავლო აქტივობები.
პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით