top of page
კანიონინგის გამყოლი

კანიონინგის გამყოლი

კანიონინგის გამყოლი
კანიონინგის გამყოლი

კანიონინგის
გამყოლი

 პროფესიული გადამზადების პროგრამა 

კურსზე მსმენელთა რაოდენობა:

6 მსმენელი

კურსის ჩატარების პერიოდი: 

15 ოქტომბერი 2024 – 30 ივლის 2025
(კურსის დაწყების და მსვლელობის თარიღებთან დაკავშირებით რეგისტრირებული მსურველები დამატებით მიიღებენ ინფორმაციას)

ხანგრძლივობა:

პროგრამა ხორციელდება 9 თვის განმავლობაში. საერთო ხანგრძლივობა - 7 კვირა (110 სთ)

ლოკაციები:

კანიონები - თხოპრა, ძმუისი, სოფო, ღვირიში, შქმერი, გვალაშარა

განმახორციელებელი პარტნიორები:

საქართველოს კანიონერთა ეროვნული ფედერაცია

პროგრამის ღირებულება: 

სწავლის საფასური დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ. კურსზე ჩარიცხული მსმენელი ვალდებული იქნება დაფაროს საკუთრი ტრანსპორტირების, კვების და ცხოვრების ხარჯი;  იქონიოს პირადი აღჭურვილობა.

კანიონინგის გამყოლი

პროგრამის შესახებ

პროგრამა მიზნად ისახავს კანიონინგის გამყოლად დასაქმების მსურველების პროფესიულ მომზადებას. სასწავლო პროცესი მოიცავს, როგორც კანიონინგის ზოგად ნაწილს (ინვენტარი და აღჭურვილობის ტიპები და მათი მომზადება ექსპლუატაციისთვის,    ჩანჩქერიდან დამშვები სისტემის სახეობები, მიმღები სადგურის ტიპები და მათი მომზადება ექსპლუატაციისთვის;  კანიონის სახეობები, ამინდის შეფასება და რისკების განსაზღვრა; სადგურებისა და ორ-სამ წერტილოვანი მიმღები სისტემების აწყობა კანიონში და სხვ.) ასევე, სათავგადასავლო ტურიზმის ძირითად კომპეტენციებს (ტურის დაგეგმვა, სტუმარზე ზრუნვა, რისკების მართვა და ინციდენტებზე რეაგირების პრინციპები, ორიენტირება-ნავიგაცია, პირველადი გადაუდებელი დახმარება). 

პროგრამა ხორციელდება სპეციფიურ გარემოში, კანიონებში და მათ მისადგომებთან. პროგრამით გათვალისწინებული თეორიული ნაწილიც ისწავლება საველე პირობებში ინსტრუქტაჟის გზით, მაგრამ ასევე შესაძლებელია განხორციელდეს ონლაინ, ელექტრონული სწავლების ფორმით. პროგრამის ფარგლებში, ექსპერტების მუდმივი დაკვირვებით და ხელმძღვანელობით,  დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ( იმერეთი, სამეგრელო, რაჭა, აჭარა) განხორციელდება სხვადასხვა სირთულის და ხანგრძლივობის კანიონინგის ტურები. 

პროგრამის ხანგრძლივობაა 7 კვირა, 280 საათის მოცულობით.  

პროგრამის თემატურ საკითხებს გაუძღვებიან შესაბამისი პროფილის პედაგოგები და ექსპერტები.

პროგრამის დამთვრების შემდეგ, კურსდამთავრერბულებს ეცოდინებათ ვიზიტორებთნ მუშაობის წესები და კომუნიკაციის ფორმები; სალაშქრო ამინდის სწორად შერჩევა და მოსალოდნელი რისკების განსაზღვრა; სხვადასხვა სიტუაციის მიხედვით, კანიონში დამშვები სისტემების აწყობა; კანიონში სწორად გადაადგილება; თოკთან მუშაობა; კრიტიკული სიტუაციების მართვა; მთის მდინარისა და დინებების გადაკვეთა; საჭირო ინვენტარის და აღჭურვილობის ტიპების აღწერა, მათი მოვლა-ექსპლუატაცია და გამოყენების წესები. ასევე კანიონების სტრუქტურული სახეობები, მათი დონეების, წყლის, ქანების და ხეობების მიხედვით შესწავლა.

კურსდამთვრებულები შეძლებენ გაუძღვნენ ტურისტს/ტურისტების ჯგუფს ნებისმიერი სირთულის კანიონინგისთვის წინასწარ ინფრასტრუქტურულად მომზადებულ მარშრუტებზე.

T91_a_group_of_high_school_kids_boys_and_girls_canyong_waterfal_007ade2a-d534-439a-82aa-d0

#გახდიკანიონინგისგამყოლი

სწავლის შედეგები და თემატიკა

 სწავლის შედეგი 1  

პირველადი გადაუდებელი დახმარება

 სწავლის შედეგი 2 

შესავალი სათავგადასავლო ტურიზმში

 სწავლის შედეგი 3 
 ინვენტარი და აღჭურვილობის ტიპები და მათი მომზადება
     ექსპლუატაციისთვის

 სწავლის შედეგი 4 
ჩანჩქერიდან დამშვები სისტემის სახეობები, მიმღები სადგურის ტიპები და მათი მომზადება ექსპლუატაციისთვის

First Aid Kit
კანიონინგის გამყოლი
კანიონინგის გამყოლი
კანიონინგის გამყოლი

 სწავლის შედეგი 5  
კანიონის სახეობები, ამინდის შეფასება და რისკების განსაზღვრა

კანიონინგის გამყოლი

 სწავლის შედეგი 6 
სადგურებისა და ორ-სამ წერტილოვანი მიმღები სისტემების აწყობა კანიონში

კანიონინგის გამყოლი

 სწავლის შედეგი 7 
მთის მდინარეებში ფეხით გადაადგილება

კანიონინგის გამყოლი

 სწავლის შედეგი 8 
წყალუხვი მდინარეების ცურვით გადაკვეთა

კანიონინგის გამყოლი

 სწავლის შედეგი 9 
ინცინდენტის დროს სამაშველო ოპერაციის განხორციელება

კანიონინგის გამყოლი

 სწავლის შედეგი 10 

ტურის დაგეგმვა კანიონის სტრუქტურული ანახაზის გათვალისწინებით

კანიონინგის გამყოლი

 სწავლის შედეგი 11  
კანიონში ჯგუფთან მუშაობა, მათთვის დაცვების მომზადება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა

კანიონინგის გამყოლი

 სწავლის შედეგი 12 
ღამის პირობებში ღრმა აუზიანი და უხვწყლიანი კანიონის გავლა

კანიონინგის გამყოლი

 სწავლის შედეგი 13 
მღვიმოვანი კანიონის გავლა

კანიონინგის გამყოლი

 სწავლის შედეგი 14 
უხვწყლიანი და მაღალჩანჩქეროვანი კანიონის გავლა

კანიონინგის გამყოლი

 სწავლის შედეგი 15 
მაღალჩანჩქეროვანი, მრავალკასკადოვანი და დაბალწყლიანი კანიონის გავლა

კანიონინგის გამყოლი

 სწავლის შედეგი 16 
ჩქარი და უხვწყლიანი კანიონის გავლა

კანიონინგის გამყოლი

კვირა:


ლოკაცია:

ქუთაისი. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი

სწავლების მეთოდი:

პრაქტიკული მეცადინეობა, სავარჯიშო, დემონსტრირება

თემატიკა:

პირველადი დახმარების მნიშვნელობა და პოზიციები; გულის გაჩერება და გულ-ფილტვის რეანიმაცია; სასუნთქი გზების უცხო სხეულით დახშობა; სისხლდენის შეჩერება; გადაუდებელი ტრავმის საბაზისო მართვა და ნახვევების დადება; ჭრილობების, დამწვრობის, მართვა; სითბური დაკვრის, მოყინვის, ჰიპოთერმიის შემთხვევის მართვა; ცხოველების ნაკბენების მართვა;

კვირა:

I


ლოკაცია:

სოფ. ალპანა

სწავლების მეთოდი:

ინტერაქციული ლექცია; დემონსტრირება, პრაქტიკული მეცადინეობა

თემატიკა:

სტუმარზე ზრუნვა სათავგადასავლო ტურზე; რისკების მართვის და ინციდენტებზე რეაგირების პრინციპები; ტურის დაგეგმვა; ორიენტირება და ნავიგაცია.

კვირა:

II


ლოკაცია:

კანიონები - თხოპრა, ძმუისი, სოფო, ღვირიში, შქმერი, გვალაშარა

სწავლების მეთოდი:

ინსტრუქტაჟი დემონსტრირება პრაქტიკული სავარჯიშო პრაქტიკული მეცადინეობა

თემატიკა:

აღჭურვილობის ტიპები და მათი საჭიროებისამებრ შერჩევა (თერმოკოსტუმი, ჩაფხუტი, დაცვის ქამარი, დამშვები მექანიზმები, კარაბინები, ნახევრად სტატიური თოკი და სხვ.); ტექნიკური ინვენტარის გაცნობა, მათი შერჩევა და ექსპლუატაციისთვის მომზადება.

კვირა:

II


ლოკაცია:

თხოპრა, ძმუისი, სოფო, ღვირიში, შქმერი, გვალაშარა

სწავლების მეთოდი:

ინსტრუქტაჟი დემონსტრირება პრაქტიკული სავარჯიშო პრაქტიკული მეცადინეობა

თემატიკა:

მიმღები სადგურებისა და დამშვები სისტემის ტიპები და მათი გამოყენება სიტუაციის მიხედვით; თოკზე დამშვები მექანიზმების მონტაჟი და დაცვების მომზადება; უხვწყლიან კანიონში კონტროლირებადი დაშვების სისტემის მონტაჟი.

კვირა:

III 


ლოკაცია:

თხოპრა, ძმუისი, სოფო, ღვირიში, შქმერი, გვალაშარა

სწავლების მეთოდი:

ინსტრუქტაჟი დემონსტრირება პრაქტიკული სავარჯიშო პრაქტიკული მეცადინეობა

თემატიკა:

უხვწყლიანი და დაბალ წყლიანი კანიონები, ვიწროხეობიანი და მაღალჩანჩქეროვანი კანიონები, მღვიმოვანი კანიონი; • ამინდის პროგნოზის მიხედვით მომავალი დღის დაგეგმვა, მიმდინარე დღის ამინდის ცვალებადობის განსაზღვრა ღრუბლების სახეობების (ფორმის, მოხაზულობის) და ფერის მიხედვით; • წყლის დონის მიხედვით, რისკების განსაზღვრა; დაშვების დაწყებამდე ჩანჩქერის აუზის შემოწმება; უხვწყლიან და დაბალ წყლიან კანიონებში მუშაობის სპეციფიკაციები.

 

კვირა:

III


ლოკაცია:

თხოპრა, ძმუისი, სოფო, ღვირიში, შქმერი, გვალაშარა

სწავლების მეთოდი:

ინსტრუქტაჟი დემონსტრირება პრაქტიკული სავარჯიშო პრაქტიკული მეცადინეობა

თემატიკა:

აღჭურვილობის ორგანიზება კანიონში; სხვადასხვა სიტუაციებში და რელიეფზე საჭირო სადგურის შერჩევა, ორ და სამ წერტილოვანი სისტემების მონტაჟი და დემონტაჟი.

კვირა:

IV


ლოკაცია:

თხოპრა, ძმუისი, სოფო, ღვირიში, შქმერი, გვალაშარა

სწავლების მეთოდი:

ინსტრუქტაჟი დემონსტრირება პრაქტიკული სავარჯიშო პრაქტიკული მეცადინეობა

თემატიკა:

 მთის მდინარეებში გადაადგილებისთვის უსაფრთხოების წესები; მდინარის ფონის სწორად შერჩევა, მდინარეში ქვებსა და ლოდებზე უსაფრთხოდ გადაადგილება, ბუნებრივი დაბრკოლებების გადალახვა.

კვირა:

IV


ლოკაცია:

თხოპრა, ძმუისი, სოფო, ღვირიში, შქმერი, გვალაშარა.

სწავლების მეთოდი:

ინსტრუქტაჟი დემონსტრირება პრაქტიკული სავარჯიშო პრაქტიკული მეცადინეობა

თემატიკა:

წყალუხვი მდინარის ცურვით გადაკვეთისას სწორი ტრაექტორიის შერჩევა, თოკის გატანა- გამოყენება და ვიზიტორის უსაფრთხოდ გადაყვანა მეორე ნაპირზე

კვირა:

IV


ლოკაცია:

თხოპრა, ძმუისი, სოფო, ღვირიში, შქმერი, გვალაშარა

სწავლების მეთოდი:

ინსტრუქტაჟი დემონსტრირება პრაქტიკული სავარჯიშო პრაქტიკული მეცადინეობა

თემატიკა:

საევაკუაციო გეგმის შედგენა; სამაშველო, სასროლი თოკის გამოყენება ინციდენტის დადგომის შემთხვევაში; წყალქვეშ თოკის გადაჭრის ტექნიკა; დაზარალებულის წყლიდან გამოყვანა, სიღრმეზე ყვინთვის უნარ - ჩვევების და ტექნიკების დახვეწა; დაზარალებულის ჩანჩქერიდან თოკით გამოყვანა; პოლისპასტის ტექნოლოგიის გამოყენება სამაშველო ოპერაციის დროს.

კვირა:

V


ლოკაცია:

თხოპრა, ძმუისი, სოფო, ღვირიში, შქმერი, გვალაშარა

სწავლების მეთოდი:

ინსტრუქტაჟი დემონსტრირება პრაქტიკული სავარჯიშო პრაქტიკული მეცადინეობა

თემატიკა:

სტრუქტურული ანახაზების მიხედვით სიმაღლეთა სხდომების, ჩანჩქერების რაოდენობის და მათი სიმაღლეების, წყლის დებეტისა და აუზების სიღრმეების დადგენა და ტურში ამ ინფორმაციის გამოყენება შესაბამისი აღჭურვილობის შერჩევისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

კვირა:

V


ლოკაცია:

თხოპრა, ძმუისი, სოფო, ღვირიში, შქმერი, გვალაშარა

სწავლების მეთოდი:

ინსტრუქტაჟი დემონსტრირება პრაქტიკული სავარჯიშო პრაქტიკული მეცადინეობა

თემატიკა:

ჯგუფის მიღება და კომუნიკაცია; მცირე და დიდ ჯგუფებთან მუშაობის თავისებურებები; ჯგუფისთვის კანიონის სირთულისა და ტექნიკური ინფორმაციის მიწოდება; კანიონში გასვლამდე უსაფრთხოების წესებისა და აღჭურვილობასთან მუშაობის წესების გაცნობა; სხვადასხვა სირთულისა და რელიეფის კანიონში ვიზიტორებთან მუშაობის სპეციფიკა, მათთვის დაცვების მომზადება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სისტემამდე მისასვლელი გზახიდების მონტაჟი; კანიონში ჯგუფის გადაადგილების უზრუნველყოფა და მართვა.

კვირა:

VI


ლოკაცია:

ძმუისის კანიონი

სწავლების მეთოდი:

ინსტრუქტაჟი დემონსტრირება პრაქტიკული სავარჯიშო პრაქტიკული მეცადინეობა

შეფასება:

ღრმა აუზიანი და უხვწყლიანი კანიონის გავლა ღამის პირობებში ( ძმუისის კანიონი) - ბუნებრივი დაბრკოლებების გადალახვა ტექნიკური ინვენტარის დახმარებით, ორ-სამ წერტილოვანი სადგურებისა და დამშვები სისტემების აწყობა, ღრმაწყლოვანი აუზების ცურვით გადალახვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

კვირა:

VI


ოკაცია:

შქმერის კანიონი

სწავლების მეთოდი:

ინსტრუქტაჟი დემონსტრირება პრაქტიკული სავარჯიშო პრაქტიკული მეცადინეობა

შეფასება:

მღვიმოვანი კანიონის გავლა ( შქმერის კანიონი ) - ბუნებრივი დაბრკოლებების გადალახვა ტექნიკური ინვენტარის დახმარებით, ორ-სამ წერტილოვანი სადგურებისა და დამშვები სისტემების აწყობა, მღვიმეში გადაადგილება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. 

კვირა:

VI


ლოკაცია:

ღვირიშის კანიონი

სწავლების მეთოდი:

ინსტრუქტაჟი დემონსტრირება პრაქტიკული სავარჯიშო პრაქტიკული მეცადინეობა

შეფასება:

უხვწყლიანი და მაღალჩანჩქეროვანი კანიონის გავლა (ღვირიშის კანიონი) - ბუნებრივი დაბრკოლებების გადალახვა ტექნიკური ინვენტარის დახმარებით, ორ-სამ წერტილოვანი სადგურებისა და დამშვები სისტემების აწყობა, მაღალ ჩანჩქერებზე შუალედური სადგურების მოწყობა და ჯგუფის მიღება, ღრმაწყლოვანი აუზების ცურვით გადალახვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

კვირა:

VII


ლოკაცია:

თხოპრას კანიონი

სწავლების მეთოდი:

ინსტრუქტაჟი დემონსტრირება პრაქტიკული სავარჯიშო პრაქტიკული მეცადინეობა

შეფასება:

 მაღალჩანჩქეროვანი, მრავალკასკადოვანი და დაბალწყლიანი კანიონის გავლა ( თხოპრას კანიონი ) ბუნებრივი დაბრკოლებების გადალახვა ტექნიკური ინვენტარის დახმარებით, ორ-სამ წერტილოვანი სადგურებისა და დამშვები სისტემების აწყობა, მაღალ ჩანჩქერებზე შუალედური სადგურების მოწყობა და ჯგუფის მიღება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. 

კვირა:

VII


ლოკაცია:

გვალაშარას კანიონი

სწავლების მეთოდი:

ინსტრუქტაჟი დემონსტრირება პრაქტიკული სავარჯიშო პრაქტიკული მეცადინეობა

შეფასება:

ჩქარი და უხვწყლიანი კანიონის გავლა (გვალაშარას კანიონი) - ბუნებრივი დაბრკოლებების გადალახვა ტექნიკური ინვენტარის დახმარებით, ორ-სამ წერტილოვანი სადგურებისა და დამშვები სისტემების აწყობა, ვიწრო ხეობებში გადაადგილება მაღალი წყლის დონის პირობებში ღრმაწყლოვანი აუზების ცურვით გადალახვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

 სწავლის შედეგი 17 

ვიწროხეობიანი, მაღალჩანჩქეროვანი და მრავალკასკადოვანი კანიონის გავლა

კანიონინგის გამყოლი

კვირა:

VII


ლოკაცია:

სოფოს კანიონი

სწავლების მეთოდი:

ინსტრუქტაჟი დემონსტრირება პრაქტიკული სავარჯიშო პრაქტიკული მეცადინეობა

შეფასება:

ვიწროხეობიანი, მაღალჩანჩქეროვანი და მრავალკასკადოვანი კანიონის გავლა (სოფოს კანიონი) ბუნებრივი დაბრკოლებების გადალახვა ტექნიკური ინვენტარის დახმარებით, ორ სამ წერტილოვანი სადგურებისა და დამშვები სისტემების აწყობა, ვიწრო ხეობებში გადაადგილება, მაღალ ჩანჩქერებზე შუალედური სადგურების მოწყობა და ჯგუფის მიღება, და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

მიღების წინაპირობები:

მიღების წინაპირობები:

ასაკი: 21 წელი
ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100)
განათლება: საბაზო
ცურვის სრულფასოვნად ცოდნა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა: გასაუბრება პროფესიის მოსინჯვის მეთოდით


პირადი აღჭურვილობა.

სათვგადასავლო 
ტურიზმის
სკოლა

„სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“ დაარსდა 2016 წელს საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის, განათლების სამინისტროსა და მთის ტრასების სააგენტოს მიერ. სრულად დაფინანსებულ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მრავალფეროვან პროგრამებს უძღვებიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტები და აქ სწავლა თავისთავად განუმეორებელი თავგადასავალია. თქვენ თავისუფალი, შემოქმედებითი გარემო და დაუვიწყარი შეკრებები გელოდებათ. შედეგად კი ტურიზმის ყველაზე მზარდი, მოთხოვნადი და პერსპექტიული კარიერის სრულიად ახალ საფეხურზე გადახვალთ. შემოუერთდი თავგადასავალს!

პროგრამები ავტორიზებულია განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ. მათ უძღვებიან სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ექსპერტები - შესაბამის დარგში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი სერტიფიცირებული გამყოლები. სადიპლომო კურსებზე სწავლა ფინანსდება განათლების სამინისტროს ვაუჩერებით, ხოლო მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამები უნარების სააგენტოს მომზადება-გადამზადების პროგრამის ფარგლებში.

2021 წლიდან სკოლის დიპლომირებულ სამთო გამყოლებს და GMGA წევრებს ენიჭებათ სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMGA) წევრობა და შეუძლიათ პროფესიული საქმიანობა კავშირის 25 ქვეყანაში. მთის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციების კავშირში (UIMLA) გაწევრიანების პროცესი დაწყებულია საფეხმავლო გამყოლის პროგრამისთვისაც.

კანიონინგის გამყოლი
კანიონინგის გამყოლი

გამყოლთა მარათონი

„მთა-მთა გამყოლთა მარათონი“ არის პირველი მასშტაბური სათავგადასავლო ღონისძიება ტურიზმის პროფესიონალებისთვის. 2024 წლის მაისში, 2 ქალი და 2 კაცი სერტიფიცირებული გამყოლისგან შემდგარი 5 გუნდი გაემგზავრება 7-დღიან ექსპედიციაში, გზად მათ უნდა გადალახონ გამოწვევები სხვადასხვა სათავგადასავლო დისციპლინებში, მოახდინონ საკვანძო პროფესიული საგამყოლო უნარების დემონსტრირება და წარმოაჩინონ საქართველოს საუკეთესო სათავგადასავლო აქტივობები.

კანიონინგის გამყოლი
კანიონინგის გამყოლი

პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით

bottom of page