top of page

სათავგადასავლო ტურის დაგეგმვა და ოპერირება

  • 14 Days
  • 7 Steps

კურსის შესახებ

შესავალი: სათავგადასავლო მოგზაურობის მარშრუტის დაგეგმვა საინტერესოც არის და ამავდორულად, ძალიან რთულიც - არჩევანის სიმარავლის და კომპლექსური ამოცანების გათვალისწინებით. როგორც წესი, გამოცდილ მოგზაურებსაც კი ხშირად ესაჭიროებათ კვალიფიცირებული დახმარება არჩევანის გაკეთებაში, რომ არაფერი ვთქვათ ახალბედებზე, რომელთა წარმოდგენა სათავგადასავლო ტურზე და მის პერიპეტიებზე მხოლოდ ზედაპირულია და ეკრანებზე ნანახის განცდით შემოიფარგლება. პროფესიონალი სათავგადასავლო გამყოლის საქმიანობა, როგორც ჩვენ ეს წინა თავებში (სწავლის შედეგი #2 - შესავალი სამთო-საგამყოლო საქმეში) ვისწავლეთ, კომპლექსურია და არ შემოიფარგლება მხოლოდ მარშრუტზე ლიდერობით, სტუმარზე ზრუნვასა და რისკების მართვით. თანამედროვე ტურიზმის ინდუსტრია, განსაკუთრებით კი ინდივიდუალი მოგზაურების (Foreign Independent Travellers) გამყოლებისან მოითხოვენ მომსახურების სრულ პაკეტს. ასევე, გამყოლებისთვის თავიანთი მომსახურების ჩამონათვალის გაფართოება სპეციფიკური საგამყოლო ფუნქციების მიღმა საუკთესო შესაძლებლობაა ტურისტული ინდუსტრიაში წარმატებული ტურ-ოპერატორული ბიზნესის წამოწყებისთვის. კურსის გავლის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ ამ თავში ჩვენ გავეცნობით სათავგადასავლო მოგზაურობის დაგეგმვის ეტაპებს. კურსის გავლის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ ტურის შედგენის თამიმდევრობა და თუ რა საკვანძო საკითხების დაგეგმვა არ უნდა გამოგრჩეთ იმისთვის, რომ შექმნათ უსაფრთხო და სასიამოვნო მოგზაორობის გეგმა. კურსის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ კურსის გავლის შემდეგ თქვე შეძლებთ სტუმრების პროფილიდან და გამოცდილებიდან, წლის პერიოდიდან და ამინდის პირობებიდან გამომდინარე სწორად შეარჩიოთ მარშრუტი, სწორად დაგეგმოთ ტურის ბიუჯეტი და მოამზადოთ და გაავრცელოთ მარკეტინგული მასალები სოციალური მედიის თუ პირადი კომუნიკაციის მეშვეობით.

You can also join this program via the mobile app. Go to the app

სარჩევი

bottom of page