კურსის შესახებ
როგორც გვახსოვს, სათავგადასავლო ტურზე გამყოლზე და მის სტუმრებზე მუდმივად ზემოქმედებენ ობიექტური და სუბიექტური საფრთხეები. მათთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების ამოცნობა, შეფასება და მათი მინიმიზაცია გამყოლის მომავალეობებიდან უმთავრესია. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ამინდი სათავგადასავლო ტურზე ყველაზე ხშირი და რისკების მთავარი განმაპირობებლი ობიექტური საფრთხეა. იმისთვის, რომ ამინდის, როგორც რისკ ფაქტორის შეფასება და მისი შესაძლო ზეგავლენის სიმძიმის შემცირება შეძლოს, გამყოლმა უნდა შეისწავლოს მეტეოროლოგიის საფუძვლები, შეძლოს ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და აწარმოოს რუტინული პროცედურები. ამ თავში ჩვენ თანმიმდევრულად გავეცნობით მეტეოროლოგიის საფუძვლებს და ამ ცოდნის გამოყოენების მეთოდოლოგიას რეალურ გარემოში. დღეს ღია წყაროებში არსებული საინფორმაციო რესურსი უნიკალური შესაძლებლობას იძლევა დაინტერესებული მოყვარულისთვის თუ პროფესიონალისთვის სიღრმისეულად გაეცნოს ამინდის ფენომენების ახსნის და განმარტების როგორც მეცნიერულ, ისე პოპულარულ ლიტერატურას.
You can also join this program via the mobile app. Go to the app