top of page
ექსტრემალური სპელეოტურის გამყოლი

ექსტრემალური სპელეოტურის გამყოლი

ექსტრემალური სპელეოტურის გამყოლი
ექსტრემალური სპელეოტურის გამყოლი

ექსტრემალური სპელეოტურის გამყოლი

 პროფესიული გადამზადების პროგრამა 

კურსზე მსმენელთა რაოდენობა:

8 მსმენელი

კურსის ჩატარების პერიოდი: 

15 ოქტომბერი 2024 – 30 მაისი 2025

(კურსის დაწყების და მსვლელობის თარიღებთან დაკავშირებით რეგისტრირებული მსურველები დამატებით მიიღებენ ინფორმაციას)

ხანგრძლივობა:

6 კვირა - კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა: 40

ლოკაციები:

წყალტუბოს რ-ნი; პრომეთეს მღვიმე, ბღერის მღვიმე, მელოურის მღვიმე

განმახორციელებელი პარტნიორები:

(ა)იპ ქართველ სპელეოლოგთა კლუბი

პროგრამის ღირებულება: 

სწავლის საფასური დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ. კურსზე ჩარიცხული მსმენელი ვალდებული იქნება დაფაროს საკუთრი ტრანსპორტირების, კვების და ცხოვრების ხარჯი;  იქონიოს პირადი აღჭურვილობა.

ექსტრემალური სპელეოტურის გამყოლი

პროგრამის შესახებ

ექსტრემალური სპელეოტურის გამყოლის პროფესიული მომზადების პროგრამა ხორციელდება მღვიმეში. აქტივობების დროს ექსპერტისა და მსმენელთა თანაფარდობა უნდა იყოს 1/4-ზე. პროგრამით გათვალისწინებული თეორიული ნაწილიც ისწავლება საველე პირობებში ინსტრუქტაჟის გზით, რომელიც ასევე, შესაძლებელია განხორციელდეს ონლაინ, ელექტრონული სწავლების ფორმით. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 6 კვირას, კვირაში 40 საათის ოდენობით, ჯამში 240 სთ. პროგრამა განხორციელდება ორ გეოგრაფიულ არეალში, ორ ეტაპად: პირველი სამი

კვირა - წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (სოფ. ყუმისთავის მიმდებარე ტერიტორია); მეორე სამი კვირა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში (მიგარიის მასივი). სწავლებისთვის შერჩეულია სამი ჰორიზონტალური (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) და ორი ვერტიკალური (ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი) მღვიმე.

სწავლების პირველ ეტაპზე, მსმენელები დაეუფლებიან ჰორიზონტალურ მღვიმეებში მუშაობის უნარ-ჩვევებს, ჯგუფების გაძღოლის მეთოდოლოგიას, ვერტიკალურ მღვიმეებში სამუშაოდ საჭირო აღჭურვილობის გამოყენებას, ერთი თოკის ტექნიკის პრინციპებს და დეტალებს. სწავლების მეორე ეტაპი მთლიანად დაეთმობა მეცადინეობებს ვერტიკალურ მღვიმეებში. მსმენელები შეისწავლიან ვერტიკალურ მღვიმეებში გადაადგილების მეთოდებს, თვით-შველის და დაზარალებული პირის თოკიდან ჩამოხსნის და უსაფრთხო ადგილზე განთავსების ტექნიკას.


კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი და შეეძლებათ დასაქმდნენ ექსტრემალური სპელეოტურის გამყოლებად ტურისტულ კომპანიებში, ასევე შესაძლებელია თვითდასაქმებაც.

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია ექსტრემალური სპელეოტურის გამყოლად დასაქმების მსურველების პროფესიული მომზადება, რომლებიც შემდგომში, როგორც კომპეტენტური გამყოლები გაუძღვებიან ტურისტს/ტურისტების ჯგუფს ინფრასტრუქტურულად მოწყობილ ექსტრემალურ სპელეო ტურისტულ მარშრუტზე, როგორც ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალურ მღვიმეებში. კერძოდ, მსმენელები დაეუფლებიან სათავგადასავლო ტურიზმის საფუძვლებს, პირველადი გადაუდებელი დახმარების საკითხებს, ვიზიტორებთან მუშაობის და კომუნიკაციის ფორმებს, მღვიმის თვისებურებების აღწერას, სპელეოტურის დაგეგმვას, უსაფრთხოების წესების დაცვით და სპელეო აღჭურვილობის გამოყენებით მღვიმეში თოკით დაშვება - ამოსვლას, სპელეო ტურის გაძღოლას მღვიმეში.

ექსტრემალური სპელეოტურის გამყოლი

#გახდისპელეოტურისგამყოლი

სწავლის შედეგები და თემატიკა

სასწავლო კვირა: 1  

First Aid Kit

კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა:

40

სწავლის შედეგები:

1. პირველადი გადაუდებელი დახმარება.

2. შესავალი სათავგადასავლო ტურიზმში.

სწავლის მეთოდი:

ინსტრუქტაჟი; დემონსტრირება; პრაქტიკული სავარჯიშო; პრაქტიკული მეცადინეობა.

შეფასების მეთოდები:

პრაქტიკული დავალება დაკვირვებით

თემატიკა:

პირველადი გადაუდებელი დახმარება პირველადი დახმარების მნიშვნელობა და პოზიციები; გულის გაჩერება და გულფილტვის რეანიმაცია; სასუნთქი გზების უცხო სხეულით დახშობა; სისხლდენის შეჩერება; გადაუდებელი ტრავმის საბაზისო მართვა და ნახვევების დადება; ჭრილობების მართვა; დამწვრობის მართვა; წყალში დახრჩობა; ნარკოტიკებით ზედოზირების მართვა; ანაფილაქსია; კრუნჩხვა, გულის წასვლა; თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა (ინსულტი); გულ-მკერდის ტკივილი; ელექტრო ტრავმის მართვა; სითბური დაკვრის, მოყინვის, ჰიპოთერმიის შემთხვევის მართვა; ცხოველების ნაკბენების მართვა. შესავალი სათავგადასავლო ტურიზმში სტუმარზე ზრუნვა სათავგადასავლო ტურზე მიზანს და რისკებს შორის მისაღები ბალანსი; ტურისტთან/ტურისტულ ჯგუფთან მუშაობის პრიორიტეტები: უსაფრთხოება-კომფორტი-მიზნის მიღწევა; უსაფრთხოების უზენაესობა; ტურისტების და გამყოლის ამბიციების დათმობა; ტურისტის /ტურისტთა ჯგუფის კომფორტის უზრუნველყოფა: ჯგუფის მოძრაობის ტემპის შერჩევა, კომუნიკაცია ტურისტთან / ტურისტთა ჯგუფთან, პრობლემური სიტუაციების მართვა; ჯგუფის კონტროლი: ფარული ლიდერების კონტროლი; ირიბი, პირდაპირი, ფიზიკური კონტროლის მეთოდები; ჯგუფის წევრთა მხარდაჭერა, საყვედურები, გაღიზიანებული ტონით საუბარი, ყურადღებით მოსმენა, მხარდაჭერის გამოხატვა, პირადული ტონით, კლიენტზე ორიენტირებული გულწრფელი და ავტორიტეტული საუბარი, დამშვიდება - პრობლემის გადაჭრა. საფრთხეების გამოვლენა: ადამიანისგან მომავალი საფრთხეები, გარემოსგან მომავალი საფრთხეები; საფრთხეების ანალიზი: სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, რისკის მიმღებლობის დონე; რეაგირება ინციდენტზე: ინციდენტზე რეაგირების წესები, ინციდენტის ზეგავლენის მინიმიზაცია ადამიანზე; სიტუაციური ანალიზი სამაშველო ოპერაციის დაწყებამდე: რადიო სიგნალის გადაცემა სავარაუდო კოორდინატების მითითებით, მაშხალის გაშვება; საკუთარი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება; ჯგუფის რესურსის განსაზღვრა, დამხმარე ძალის შერჩევა, ჯგუფის წევრების უსაფრთხოდ ევაკუაცია დაცულ ადგილას; ადიდებული მდინარე და ზოგადად მდინარეზე გადასვლის ორგანიზება. ტურის დაგეგმვა ტურის სავალდებულო მოთხოვნები: ტურისტთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების დაცვის უზრუნველყოფა, გარემოს დაცვა. ტურის რეკომენდირებული მოთხოვნები: დანიშნულებასთან შესაბამისობა, შესრულების სიზუსტე, მომსახურების ეთიკურობა, კომფორტულობა, ესთეტიურობა, ერგონომიულობა, ოპერატიულობა; ტურისტული ჯგუფის სეგმენტაცია სქესის, ასაკის, საცხოვრებელი ადგილის, ოჯახური მდგომარეობის, მატერიალური შესაძლებლობის, განათლების, ინტერესების, ამა თუ იმ ტიპის გაერთიანებას მიკუთვნებულობის მიხედვით; ტურისტული ჯგუფის ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით მარშრუტის (სვლაგეზის შედგენა); მანძილის, მარშრუტის სირთულის, ჯგუფის წევრთა მონაცემების, მეტეოროლოგიური პროგნოზის გათვალისწინებით ტურის ხანგრძლივობის, საკვებისა და წყლის რაოდენობის განსაზღვრა; რუკის ელემენტები, ლეგენდები, მათი გამოყენებით რუკაზე სვლაგეზის გადატანა; ადგილის კოორდინატები, ნავიგატორი, მისი გამოყენება. მარშრუტზე არსებული ბუნებრივი და ანთროპოგენული მატერიალური ძეგლების და საჭირო ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მოპოვება; კვების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ჭურჭელი, მათი ფორმა და მასალა. ტურის სავარაუდო ბიუჯეტის შედგენა (ტურისტთა რაოდენობის, ტრანსპორტის მომსახურების, საკვებისა და წყლის რაოდენობის, სხვადასხვა მომსახურების ხარჯების გათვალისწინებით; ნაღდი ფულით ოპერირების წესები; ხარჯთაღრიცხვის წარმოება; ანგარიშგების დოკუმენტები, ანგარიშგების გაწეული ხარჯები, სტანდარტული ფორმები. ნაღდი ფულის მოთხოვნის ფორმა; ხარჯთაღრიცხვის ფორმები, ჩეკი, მიღება-ჩაბარების აქტი, ვაუჩერი, ხელწერილი).

სასწავლო კვირა: 2  

Speleo-turi-3.jpg

კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა:

40

სწავლის შედეგები:

3. მღვიმის თვისებურებების აღწერა.

4. სპელეო ტურის დაგეგმვა.

5. ჰორიზონტალურ მღვიმეში ჩასვლა და ამოსვლა სპელეო აღჭურვილობის გამოყენებით.

სწავლის მეთოდი:

ინსტრუქტაჟი; დემონსტრირება; პრაქტიკული სავარჯიშო; პრაქტიკული სავარჯიშო.

შეფასების მეთოდები:

პრაქტიკული დავალება დაკვირვებით

თემატიკა:

მღვიმის თავისებურებების აღწერა მღვიმე: მისი წარმოშობა, მღვიმის თავისებურებანი; კარსტული მღვიმეები და მისი ქვეტიპები, ვულკანური მღვიმეები და მისი ქვეტიპები, სუფოზიური მღვიმეები და მისი ქვეტიპები; ნაირგვაროვან წყებებში, გამოფიტვით წარმოქმნილი მღვიმეები. თოვლმყინვარული - მყინვარული გვირაბები; ნაზვავთა გვირაბები. სპელეო ტურის დაგეგმვა ტურის სირთულე, რისკების ანალიზი; მეტეოროლოგიული პირობები მღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე; ინფორმაცია მიმდებარე ტერიტორიაზე: სამშენებლო და საწარმოო ობიექტების შესახებ, უახლოეს დასახლებულ პუნქტში მდებარე სამედიცინო ამბულატორიის, სამაშველო სამსახურის და პოლიციის მდებარეობის შესახებ; მღვიმისთვის შესაბამისი აღჭურვილობის განსაზღვრა. შესვლამდე გადაადგილების წესები; ჰორიზონტალურ მღვიმეში გადაადგილების წესები, სვლაგეზის მონიშვნის წესები და მეთოდები, ვიწრო ადგილებში გადაადგილების მეთოდები, სრიალა ზედაპირებზე და მიწისქვეშა მდინარეებზე(ში) გადაადგილების წესები და მეთოდები; სახიფათო ადგილებში დაცვის უზრუნველყოფის მეთოდები და აღჭურვილობა: მოაჯირები(თოკი,სპიტები, ქამრების დამცავი სისტემა), კიბე, ხიდი დაცვით. პირველადი დახმარების გაწევა მღვიმეში, საკაცე და მისის გამოყენება. წყლის მოდიდების შემთხვევაში მოქმედების წესები. განათების ხელსაწყოების მართებული გამოყენება. აღჭურვილობის ჩაცმა და მორგება; მღვიმეში ჩასასვლელად და ამოსასვლელად თოკების სისტემის უსაფრთხოდ აწყობა; თოკების გამოყენება და კვანძების გაკეთება; დასაშვები თოკების უსაფრთხოების შემოწმების წესი; თოკების გამოყენებით ჰორიზონტალურ ღვიმეში დაშვება, მღვიმის შესწავლა / დათვალიერება და უსაფრთხოდ ამოსვლა მღვიმიდან

სასწავლო კვირა: 3  

tetra-cave4.jpg

კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა:

40

სწავლის შედეგები:

5. ჰორიზონტალურ მღვიმეში ჩასვლა და ამოსვლა სპელეო აღჭურვილობის გამოყენებით.

6. ჯგუფის გაძღოლა ჰორიზონტალურ მღვიმეში.

სწავლის მეთოდი:

ინსტრუქტაჟი; დემონსტრირება; პრაქტიკული სავარჯიშო; პრაქტიკული მეცადინეოა.

შეფასების მეთოდები:

პრაქტიკული დავალება დაკვირვებით

თემატიკა:

ვერტიკალურ მღვიმეებში სამუშაოდ საჭირო აღჭურვილობის და ტექნიკის შესწავლაგამოყენება: აღჭურვილობის შემოწმების წესი, ინდივიდუალური აღჭურვილობა, თოკების სახეობები და მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება, თოკებით დაცვის სისტემების მოწყობა, ერთი თოკის ტექნიკით ბილიკის მოწყობა და მასზე გადაადგილება, საჭირო ინსტრუმენტები, მათი დანიშნულება და გამოყენება. ტვირთის გადაადგილება თოკის საშუალებით, თვით გადარჩენა და თოკიდან დაზარალებულის ჩამოხსნა და უსაფრთხო ადგილზე ტრანსპორტირება. ჯგუფის გაძღოლა ჰორიზონტულ მღვიმეში: უსაფრთხო გადაადგილება, მცირე სიმაღლის ვერტიკალურ მონაკვეთებზე შესაბამისი უსაფრთხოების თოკების სისტემის უზრუნველყოფა, დასვენება, კვება, მოცემული მღვიმის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ჯგუფის წევრებისთვის, პირველადი დახმარების გაწევა, სამაშველო ჯგუფის გამოძახების უზრუნველყოფა, ბანაკში დაბრუნება, ტურის ანალიზი.

სასწავლო კვირა: 4  

146.jpg

კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა:

40

სწავლის შედეგები:

7. ვერტიკალურ მღვიმეში ჩასვლისთვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება.

8. ვერტიკალურ მღვიმეში გადაადგილება ინსტრუქტორის ჩართულობით.

სწავლის მეთოდი:

ინსტრუქტაჟი; დემონსტრირება; პრაქტიკული სავარჯიშო; პრაქტიკული მეცადინეოა.

შეფასების მეთოდები:

პრაქტიკული დავალება დაკვირვებით

თემატიკა:

საბაზო ბანაკის ადგილის შერჩევა: გზასთან სიახლოვე, სასმელი წყალი, მუშაობისთვის და დასვენებისთვის ხელსაყრელი პირობები (საკმარისი მზე, ჩრდილი), შესაბამისი ტრანსპორტის, ფიჭური კავშირის და რადიო კავშირის ხელმისაწვდომობა, ბანაკის მოწყობისთვის საჭირო ინვენტარის სამუშაო იარაღების და აღჭურვილობის (კარავი საცხოვრებელი, კარვები პროდუქტის და საერთო აღჭურვილო ბის შესანახად, ტენტი სამზარეულოს, სასადილოს და დასასვენებელი ადგილის მოსაწყობად, შესაბამის კვების მენიუ, ტენტი აბანოს და საპირფარეშოს შესაფუთად) საჭიროებისამებრ განსაზღვრა და მომზადება; საბაზო ბანაკის მოწყობა: კარვების გაშლა, სამზარეულოს, სასადილოს, დასასვენებელი და თავშეყრის ადგილების, აბაზანის და საპირფარეშოს მოწყობა, მორიგეობა ბანაკში, აღჭურვილობის და პროდუქტის განთავსება და აღრიცხვა; ერთი თოკის ტექნიკის გამოყენების სრულყოფა: რისკების შეფასება, საჭირო აღჭურვილობის დამოუკიდებლად შერჩევა, ვერტიკალურ და დახრილ კედლებზე გადასაადგილებლად საჭირო თოკის ბილიკების მონტაჟი, დაზღვევის სისტემა, მოდების წერტილების შერჩევა და მოწყობა, თოკზე დაუბრკოლებლივ გადაადგილება, თვით შველა თოკზე, თოკზე მყოფი დაზარალებულისთვის დახმარების გაწევა, პირველადი დახმარება; სწავლისთვის შერჩეული მღვიმეების ჩასასვლელების მოწყობა თოკის სისტემებით, უსაფრთხოების ზომები, გადაადგილება მღვიმეში. დახმარების მიღების უზრუნველყოფა: ბანაკის ადგილის, ბანაკიდან მღვიმემდე მისასვლელი ბილიკის და მღვიმის ჩასასვლელის კოორდინატების დაფიქსირება, შენახვა და შესაბამისი დანიშნულებით გადაგზავნა; საგანგებო სიტუაციებში დროული დახმარების მიღების უზრუნველყოფა (ფიჭური კავშირი, რადიო კავშირი, კურიერი). ვერტიკალურ მღვიმეში ჩასვლა და ამოსვლა სპელეო აღჭურვილობის გამოყენებით

სასწავლო კვირა: 5  

p65-1.jpg

კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა:

40

სწავლის შედეგები:

9. მოქმედებები ვერტიკალურ მღვიმეში ექსტრემალურ და საგანგებო სიტუაციებში.

სწავლის მეთოდი:

ინსტრუქტაჟი; დემონსტრირება; პრაქტიკული სავარჯიშო; პრაქტიკული მეცადინეოა.

შეფასების მეთოდები:

პრაქტიკული დავალება დაკვირვებით

თემატიკა:

თოკის სისტემების მოწყობა, მოდების წერტილების შერჩევა, თოკის დაკიდება, შუალედური სადგურების მოწყობა და შემოწმება; გადაადგილება რიგითობის წესით; სისტემების მეშვეობით გადაადგილება, თვით შველა და თოკზე დაზარალებულის დახმარება. იმიტირებულ საგანგებო სიტუაციაში დაზარალებულის დახმარება, ჯგუფის უსაფრთხო ადგილზე განთავსება და დროული დახმარების მიღების უზრუნველყოფა.

სასწავლო კვირა: 6  

153227335622268A5124 - Copy.jpg

კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა:

40

სწავლის შედეგები:

10. დამოუკიდებლად გადაადგილება ვერტიკალურ მღვიმეში.

11. ჯგუფის გაძღოლა ვერტიკალურ მღვიმეში.

სწავლის მეთოდი:

ინსტრუქტაჟი; დემონსტრირება; პრაქტიკული სავარჯიშო; პრაქტიკული მეცადინეოა.

შეფასების მეთოდები:

პრაქტიკული დავალება დაკვირვებით

თემატიკა:

საბაზო სადგურის მოწყობა, თოკების დაკიდება, მღვიმეში მოდების წერტილებზე თოკების სისტემის მონტაჟი, ჯგუფის გაძღოლა მღვიმეში.

მიღების წინაპირობები:

სპელეო გამყოლის კურსის მონაწილის სავალდებულო პირადი აღჭურვილობა

 

  • სპელეოჩანთა  – 1 ცალი;

  • რეზინის ბოტი

  • ჩაფხუტი

  • თავფანარი (ელემენტებზე)- 2 ცალი

  • ხელის ფანარი - 1 ცალი

  • სპელეო კომბინიზონი

  • სამუშაო ხელთათამანები

  • სპელეო ქამარი საზურგით

  • სპელეო ულვაში(უსიკი)

  • ჟუმარი პედლით

  • კროლი

  • დესანტიორი

  • მეილონ რაპიდი

  • ოვალური კარაბინი მუფტით- 8ცალი

  • სპიტის ჩაქუჩი 

  • მექანიკური ბურღის პირები

  • პლანკა - 10 ცალი

  • სპიტი - 10 ცალი

  • ანკერი- 10 ცალი

  • თოკი სტატიური (10,5მმ)- 50 მეტრი

  • პირველადი დახმარების აფთიაქი (იყიდება ქსელურ აფთიქებში, სუპერმარკეტებსა და ზოგიერთ მინი მარკეტში);

  • საშლელიანი ფანქარი

  • კალამი

  • ბლოკნოტი ჩანაწერებისთვის;

  • GPS (სასურველია, არა სავალდებულო) 

სპელეო გამყოლის გადამზადების სასერთიფიკატო კურსი

საგამოცდო ტურის შეფასების კრიტერიუმები

 

შესავალი

საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის  ამოცანაა საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმის საერთაშორისო პროფესიული სტანდარტების შესაბამისი კადრების მომზადება და საქართველოს სათავგადსავლო ტურიზმის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაზრდა. საგამოცდო ტური ემსახურება საუკეთესო კანდიდატების გამოვლენას, რომლებიც გახდებიან არა მარტო სასწავლო პროგრამის ბენეფიციარები, არამედ ამ ინსტიტუციური და ინდუსტრიული განვითრების პროცესის აქტიური თანამონაწილეებიც. 

 

როგორ ფასდება კანდიდატი?

 

კანდიდატის შეფასება ხდება 4 კრიტერიუმის შესაბამისად

  1. აღჭურვილობა

  2. მოტივაცია

  3. გამოცდილება

  4. ექსპერტის შეფასება

 

გთავაზობთ თითოეული კრიტერიუმის მოკლე მიმოხილვას:


 

1. აღჭურვილობა

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სპელეო აღჭურვილობა. 


 

აღჭურვილობა ფასდება 10 ქულიანი სისტემით. 

 

2. მოტივაცია

კანდიდატის მოტივაციაში ჩვენ ვეძებთ დადასტურებას, რომ ის რესურსი, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის გამოყოფილი სწორად იქნება ინვესტირებული მასში და რომ ჩვენი არჩევანი საუკეთესოდ პასუხობს პროგრამის მიზნებს - მოამზადოს სათავგადასავლო ტურიზმში ჩართული პროფესიონალი კადრები და ამით ხელი შეუწყოს მათ დასაქმებას, უკეთესი დასაქმების მიღწევას, შემოსავლის გაზრდას, ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის გაზრდას; უპირატესობა ენიჭებათ იმ კანდიდატებს, ვინც მიისწრაფვის პროფესიული განვითარებისკენ, აქვს კონკრეტული ხედვა და მიზნები; 

 

კანდიდატის მოტიცაცია ფასდება 10 ქულიანი სისტემით, მინიმუმ ორი ექსპერტის მიერ. ქულები ჯამდება გამოცდის ბოლოს.

 

3. გამოცდილება

ამ კომპონენტის ამოცანაა დავადგინოთ კანდიდატის პრაქტიკული გამოცდილება სათავგადასავლო ტურიზმის ინდუსტრიაში. უპირატესობა ენიჭება იმ კანდიდატებს, რომელთაც გააჩნიათ გამყოლობის გამოცდილება ტურისტულ ჯგუფებთან. 

 

კანდიდატის მოტიცაცია ფასდება 10 ქულიანი სისტემით, მინიმუმ ორი ექსპერტის მიერ. ქულები ჯამდება გამოცდის ბოლოს.

 

4. ექსპერტის შეფასება

ექსპერტის შეფასება ეყრდნობა ექსპერტის გამოცდილებას. ინტერვიუს პერიოდში ექპსერტი აკეთებს კანდიდატის ზოგად შეფასებას. ექსპეტის შეფასებას გადამწყვეტი ხმა აქვს თანაბარი ქულების კანდიდატებს შორის არჩევანის დადგომის შემთხვევაში.

სათვგადასავლო 
ტურიზმის
სკოლა

„სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“ დაარსდა 2016 წელს საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის, განათლების სამინისტროსა და მთის ტრასების სააგენტოს მიერ. სრულად დაფინანსებულ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მრავალფეროვან პროგრამებს უძღვებიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტები და აქ სწავლა თავისთავად განუმეორებელი თავგადასავალია. თქვენ თავისუფალი, შემოქმედებითი გარემო და დაუვიწყარი შეკრებები გელოდებათ. შედეგად კი ტურიზმის ყველაზე მზარდი, მოთხოვნადი და პერსპექტიული კარიერის სრულიად ახალ საფეხურზე გადახვალთ. შემოუერთდი თავგადასავალს!

პროგრამები ავტორიზებულია განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ. მათ უძღვებიან სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ექსპერტები - შესაბამის დარგში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი სერტიფიცირებული გამყოლები. სადიპლომო კურსებზე სწავლა ფინანსდება განათლების სამინისტროს ვაუჩერებით, ხოლო მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამები უნარების სააგენტოს მომზადება-გადამზადების პროგრამის ფარგლებში.

2021 წლიდან სკოლის დიპლომირებულ სამთო გამყოლებს და GMGA წევრებს ენიჭებათ სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMGA) წევრობა და შეუძლიათ პროფესიული საქმიანობა კავშირის 25 ქვეყანაში. მთის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციების კავშირში (UIMLA) გაწევრიანების პროცესი დაწყებულია საფეხმავლო გამყოლის პროგრამისთვისაც.

ექსტრემალური სპელეოტურის გამყოლი
ექსტრემალური სპელეოტურის გამყოლი

გამყოლთა მარათონი

„მთა-მთა გამყოლთა მარათონი“ არის პირველი მასშტაბური სათავგადასავლო ღონისძიება ტურიზმის პროფესიონალებისთვის. 2024 წლის მაისში, 2 ქალი და 2 კაცი სერტიფიცირებული გამყოლისგან შემდგარი 5 გუნდი გაემგზავრება 7-დღიან ექსპედიციაში, გზად მათ უნდა გადალახონ გამოწვევები სხვადასხვა სათავგადასავლო დისციპლინებში, მოახდინონ საკვანძო პროფესიული საგამყოლო უნარების დემონსტრირება და წარმოაჩინონ საქართველოს საუკეთესო სათავგადასავლო აქტივობები.

ექსტრემალური სპელეოტურის გამყოლი
ექსტრემალური სპელეოტურის გამყოლი

პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით

bottom of page