top of page
საცხენოსნო ტურის გამყოლი

საცხენოსნო ტურის გამყოლი

საცხენოსნო ტურის გამყოლი
საცხენოსნო ტურის გამყოლი

საცხენოსნო ტურის გამყოლი

 პროფესიული გადამზადების პროგრამა 

კურსზე მსმენელთა რაოდენობა:

12 მსმენელი

კურსის ჩატარების პერიოდი: 

20 ოქტომბერი  2023 – 20 ივლისი 2024

(კურსის დაწყების და მსვლელობის თარიღებთან დაკავშირებით რეგისტრირებული მსურველები დამატებით მიიღებენ ინფორმაციას)

ხანგრძლივობა:

პროგრამა ხორციელდება 10 თვის განმავლობაში. საერთო ხანგრძლივობა - 10 კვირა (360 სთ)

ლოკაციები:

წალენჯიხა

განმახორციელებელი პარტნიორები:

საცხენოსნო ტურის გამყოლი

ი/მ კორნელი შეროზია

პროგრამის ღირებულება: 

სწავლის საფასური დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ. კურსზე ჩარიცხული მსმენელი ვალდებული იქნება დაფაროს საკუთრი ტრანსპორტირების, კვების და ცხოვრების ხარჯი;  იქონიოს პირადი აღჭურვილობა.

საცხენოსნო ტურის გამყოლი

პროგრამის შესახებ

პროგრამა გათვალისწინებულია პრაქტიკოსი გამყოლებისთვის, რომელთაც გააჩნიათ ცხენთან და საცხენოსნო ტურებზე მუშაობის გამოცდილება. პროგრამა ასწავლის: მეცხენეობის საფუძვლებს (ცხენის შენახვა - მოვლა, ცხენის ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური თავისებურებანი, ცხენის ურთიერთობა ჯოგში და ადამიანთან, ა.შ.); სათავგადასავლო ტურიზმის საკვანძო კომპეტენციებს (ტურის დაგეგმვა, სტუმარზე ზრუნვა, ორიენტირება და ნავიგაცია, რისკების მართვა, ინციდენტებზე რეაგირება); და საცხენოსნო ტურების და ექსპედიციების დაგეგმვას და განხორციელებას.

 

სწავლება ძირითადად ხორციელდება ველზე, პრაქტიკული გაკვეთილების და დავალებების სახით პედაგოგის დაკვირვებით და ხელმძღვანელობით. ზოგიერთი საკითხი ისწავლება ელექტრონული ფორმით.  პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ერთდღიანი და მრავალდღიანი სასწავლო საცხენოსნო ტურები. 

პროგრამის დამთვრების შემდეგ მსმენელი შეძლებს გაუძღვეს ტურისტს/ტურისტების ჯგუფს ნებისმიერი სირთულის და ხანგრძლივობის საცხენოსნო ტურისტულ მარშრუტებზე, გაუკვალავ და მონიშნულ ბილიკებზე და თოვლიან ზედაპირზე, იქ სადაც გამორიცხულია ზვავსაშიშროება. საცხენოსნო ტურის გამყოლის საქმიანობა იზღუდება მყინვარებზე. 

 

პროგრამის თემატურ საკითხებს გაუძღვებიან შესაბამისი პროფილის პედაგოგები და ექსპერტები.

#გახდისაცხენოსნოგამყოლი

სწავლის შედეგები და თემატიკა

 სწავლის შედეგი 1  

პირველადი გადაუდებელი დახმარება

 სწავლის შედეგი 2 

ცხენის ანატომიურ-ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური თავისებურებების

 სწავლის შედეგი 3 
ცხენთან კომუნიკაცია
 

 სწავლის შედეგი 4 
ცხენის სვლა - ტარება

First Aid Kit
საცხენოსნო ტურის გამყოლი
საცხენოსნო ტურის გამყოლი
საცხენოსნო ტურის გამყოლი

 სწავლის შედეგი 5 
ცხენის შენახვა და მოვლა ღია სადგომზე

საცხენოსნო ტურის გამყოლი

 სწავლის შედეგი 6 
ცხენის შენახვა და მოვლა ველზე (ვრანგლერი)

საცხენოსნო ტურის გამყოლი

 სწავლის შედეგი 7 
საცხენოსნო ტურის დაგეგმვა

საცხენოსნო ტურის გამყოლი

 სწავლის შედეგი 8 
ორიენტირება და ნავიგაცია

საცხენოსნო ტურის გამყოლი

 სწავლის შედეგი 9 
ტურისტზე ზრუნვა და რისკების მართვა საცხენოსნო ტურზე

საცხენოსნო ტურის გამყოლი

 სწავლის შედეგი 10 
ერთდღიანი საცხენოსნო ტურის გაძღოლა სხვადასხვა სირთულის მარშრუტებზე

საცხენოსნო ტურის გამყოლი

 სწავლის შედეგი 11 
ექსპედიციური საცხენოსნო ტურების გაძღოლა ცხენის საშუალო დატვირთვით

საცხენოსნო ტურის გამყოლი

 სწავლის შედეგი 12 
ექსპედიციური საცხენოსნო ტურების გაძღოლა ცხენის მძიმე დატვირთვით

საცხენოსნო ტურის გამყოლი

კვირა:


ლოკაცია:

ქუთაისი. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი

სწავლების მეთოდი:

პრაქტიკული მეცადინეობა, სავარჯიშო, დემონსტრირება

თემატიკა:

პირველადი დახმარების მნიშვნელობა და პოზიციები; გულის გაჩერება და გულ-ფილტვის რეანიმაცია; სასუნთქი გზების უცხო სხეულით დახშობა; სისხლდენის შეჩერება; გადაუდებელი ტრავმის საბაზისო მართვა და ნახვევების დადება; ჭრილობების, დამწვრობის, მართვა; სითბური დაკვრის, მოყინვის, ჰიპოთერმიის შემთხვევის მართვა; ცხოველების ნაკბენების მართვა;

კვირა:

I


ლოკაცია:

წალენჯიხის რაიონი, სოფ. ჩქვალერი

სწავლების მეთოდი:

პრაქტიკული მეცადინეობა, სავარჯიშო, დემონსტრირება​

თემატიკა:

ცხენის ანატომია, ფიზიოლოგია, გრძნობათა ორგანოები (ანალიზატორები), ცხენის ქცევა - უმაღლესი ნერვული მოქმედება; მხედველობა, სმენა, შეხების შეგრძნება, სხეულის ენა და ხმოვანი კომუნიკაცია; სოციალური სტრუქტურა, ცხენის ქცევა; ცხენის თვითგადარჩენის განმაპირობებელი ბუნებრივი 

თვისებები; დომინირებადი ფსიქოტიპი; ცხენის „ენა“: სოციალური ურთიერთობები და კომუნიკაციის ენა ჯოგში; ცხენის ჯიშები; ცხენის ექსტერიერი;

კვირა:

II


ლოკაცია:

წალენჯიხის რაიონი, სოფ. ჩქვალერის შემოგარენი

სწავლების მეთოდი:

პრაქტიკული მეცადინეობა, სავარჯიშო, დემონსტრირება​

თემატიკა:

ცხენის ჯიშები, მათი თვისებურებები და შესაბამისი ფუნქციონალური გამოყენება; ტურიზმში გამოსაყენებელ ცხენებზე წაყენებული მოთხოვნები; ტურიზმში გამოსაყენებელი ცხენის თვალზომითი შეფასება; ნიშნების მიხედვით ცხენის შერჩევა; ცხენის სხეულის ნაწილების შესწავლა და მათი დახასიათება; ცხენის ფერი და ნიშნები; თმოვანი საფარველის კავშირი ცხენის კონსტიტუციურ თვისებურებებთან, ჯიშურ კუთვნილებასთნ, ასაკთან, სქესთან და სხვა ფაქტორებთან; აგრეთვე შენახვის პირობებთან, კლიმატთან, წელიწადის დროსთან და ა.შ. 

კვირა:

III


ლოკაცია:

წალენჯიხის რაიონი, სოფ. ჩქვალერი

სწავლების მეთოდი:

პრაქტიკული მეცადინეობა, სავარჯიშო, დემონსტრირება​

თემატიკა:

ცხენის სვლის სახეობები; ცხენით სვლის ტექნიკა და წესდება საველე პირობებში; 

ცხენის მოძრაობის ტექნიკა აღმართზე/დაღმართზე; ცხენთან დაკავშირებული „ინდუსტრიული“ 

ტერმინოლოგია; ცხენის მართვასთან დაკავშირებული მიღებული ტერმინოლოგია;

კვირა:

I


ლოკაცია:

წალენჯიხის რაიონი, სოფ. ჩქვალერი

სწავლების მეთოდი:

დემონსტრირება, პრაქტიკული დავალება

შეფასება:

გამოყენებული საკვები; საკვების კალორიები; ცხენების შენახვა სადგომზე; ცხენების სადგომზე მუშაობის წესები; უსაფრთხოების წესების დაცვა; ვეტერინარული კონკტროლი და გარემოს დაცვა; ცხენის მოვლა, სანიტარული დასუფთავება; ცხენის დაჭედვა.

კვირა:

V


ლოკაცია:

წალენჯიხის რაიონი, სოფ. ჩქვალერი

სწავლების მეთოდი:

დემონსტრირება, პრაქტიკული დავალება

თემატიკა:

ვრანგლერი და მისი როლი საცხენოსნო ტურზე; დაბმის წესები; ველზე ცხენებთან მუშაობა; საცხენოსნო ტურის ზეგავლენა ეკოლოგიაზე; ცხენის აფთიაქი;

კვირა:

VI


ლოკაცია:

წალენჯიხის რაიონი, სოფ. ჩქვალერი

სწავლების მეთოდი:

პრაქტიკული მეცადინეობა, სავარჯიშო, დემონსტრირება​

თემატიკა:

საცხენოსნო ტურის სავალდებულო მოთხოვნები; ცხენის შერჩევა და ტურისტის/ტურისტული  ჯგუფის ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით საცხენოსნო მარშრუტის  

(სვლაგეზის შედგენა); საცხენოსნო  ტურის  აღჭურვილობა; საცხენოსნო ტურზე ტურისტების კვების დაგეგმვა; 

ცხენის სამუშაოები ტურისტულ მარშრუტზე, შრომის და დასვენების რეჟიმები; საცხენოსნო ტურზე ცხენის 

კვების დაგეგმვა; საცხენოსნო ტურზე  არსებული საფრთხეები და დაბრკოლებები; საცხენოსნო ტურის 

გასწვრივ არსებული საჭირო ინფრასტრუქტურა; ტურის სავარაუდო ბიუჯეტის შედგენა;

კვირა:

VII


ლოკაცია:

წალენჯიხის რაიონი, სოფ. ჩქვალერი

სწავლების მეთოდი:

ემონსტრირება, პრაქტიკული დავალება

შეფასება:

ბუნებრივი სანავიგაციო ორიენტირები; სანავიგაციო ორიენტირების კლასიფიკაცია; ტოპოგრაფიული რუკა; სვლა-გეზზე არსებული საფრთხეების ;  სანავიგაციო ინსტრუმენტების გამოყენებით სვლა-გეზის შედგენა; საფრთხეებისა და საჭირო ინფრასტრუქტურის გადატანა ტოპოგრაფიულ რუკაზე; სანავიგაციო ინსრტუმენტები და პროგრამები; სვლა-გეზის უშეცდომოდ ატვირთვა GPS ნავიგატორში; 

კვირა:

VII


ლოკაცია:

წალენჯიხის რაიონი, სოფ. ჩქვალერი

სწავლების მეთოდი:

დემონსტრირება, პრაქტიკული დავალება

შეფასება:

ტურისტთან/ტურისტულ ჯგუფთან მუშაობის პრიორიტეტები; ტურისტის /ტურისტთა ჯგუფის კომფორტის უზრუნველყოფა; საფრთხეების გამოვლენა და ანალიზი; რისკების მინიმიზაცია; რეაგირება ინციდენტზე; ამინდის ცვლილების შეფასება ბუნებრივი ინდიკატორებით ; სიტუაციური ანალიზი სამაშველო ოპერაციის დაწყებამდე;

კვირა:

VIII


ლოკაცია:

წალენჯიხის რაიონი, სოფ. ჩქვალერი

სწავლების მეთოდი:

დემონსტრირება, პრაქტიკული დავალება

თემატიკა:

გაძღოლა სხვადასხვა ტიპის საცხენოსნო ტურის მარშრუტებზე; ცხენთან მუშაობა; ცხენის ფლობის ტექნიკა სხვადასხვა რელიეფზე; ცხენების მომზადება ტურისთვის; ტურის მსვლელობის კონტროლი; სახიფათო მონაკვეთების გავლა; ტურის დასრულების შემდგომი სამუშაოები; ტურისტების ინსტრუქტირება; ცხენის შერჩევა ტურისტისთვის; აკაზმვა; ცხენის მართვა და დამორჩილება; ბუნებრივი და ადამიანური საფრთხეები; ცხენის გადაუდებელი დახმარება საცხენოსნო ტურიზე;

კვირა:

IX


ლოკაცია:

წალენჯიხის რაიონი, სოფ. ჩქვალერი

სწავლების მეთოდი:

დემონსტრირება, პრაქტიკული დავალება

შეფასება:

სამარქაფო ცხენის მომზადება; სამარქაფო ცხენის მართვა; ღამისთევის, (ბანაკის, თავშესაფრის) მოსაწყობად ხელსაყრელი ადგილის შერჩევა; ტურისტისა და გამყოლის საექსპედიციო აღჭურვილობა: უსაფრთხოების საშუალებები და აღჭურვილობა; გამყოლის დისციპლინა; ოპერატიულობა, აღჭურვილობის მოვლა, ჩაცმა და პირადი ჰიგიენა, გრაფიკის დაცვა, თავდაჭერილობა სტუმრებთან, სტრესული და კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირება;

კვირა:

X


ლოკაცია:

წალენჯიხის რაიონი, სოფ. ჩქვალერი

სწავლების მეთოდი:

დემონსტრირება, პრაქტიკული დავალება

შეფასება:

ალპურ ზონაში საცხენოსნო ექსპედიციური ტურის საორგანიზაციო სპეციფიური მოთხოვნები; ვრანგლერის ამოცანები; ალპურ ზონაში ცხენებზე ზრუნვის სპეციფიური მოთხოვნები; გადაადგილება ალპური ზონისთვის დამახასიათებელ სპეციფიურ რელიეფზე; საცხენოსნო ტურის გამყოლის კომპეტენციების დემონისტრირება ინდივიდუალურად და რიგრიგობით მონაწილეების მიერ:

მიღების წინაპირობები:

  • პირადი აღჭურვილობა;

  • გასაუბრება: მოტივაცია, პროფესიული გამოცდილება, საკომუნიკაციო უნარები. 

  • კურსზე დაშვების საკონკურსო ტური: მხედრობის უნარები

  • საცხენოსნო ტურიზმში/საცხენოსნო სპორტში პრაქტიკული გამოცდილება, დადასტურებული სპორტული ორგანიზაციის და/ან კორპორატიული, ასევე ინდივიდუალური დამსაქმებლის მიერ (მინიმუმ 1 წელი);

 

საცხენოსნო ტურის გამყოლის პროგრამის მსმენელის პირადი აღჭურვილობა:

  • თავლაში და ცხენთან მუშაობის შესაბამისი ფეხსაცმელი (ბოტები) და ტანსაცმელი; 

  • ველზე ცხენთან მუშაობის შესაბამისი ფეხსაცმელი (ჩექმა, დამცავი გამაში);

  • ველზე მუშაობისთვის შესაბამისი ტანსაცმელი (ქარგაუმტარი, წყალგაუმტარი ქურთუკი)

  • გრძელი საწვიმარი-ლაბადა;

  • A ან B კატეგორიის საფეხმავლო ფეხსაცმელი

  • ჩაფხუტი

  • მზის დამცავი, თასმიანი სათვალე

  • თხელი, მყარი მასალის ხელთათმანი

  • წელის ჩანთა

  • ზურგჩანთა პირადი ნივთებისთვის

  • ნივთების სატარებელი წყალგაუმტარი ჩანთა-ბაული (Duff Bag)

  • 8 მილიმეტრინი დიამეტრის თოკი 6 მეტრი

  • ცელოფანი 2 X 2 მეტრი

  • პირადი აფთიაქი

  • მულტიტული/დანა

სათვგადასავლო 
ტურიზმის
სკოლა

„სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“ დაარსდა 2016 წელს საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის, განათლების სამინისტროსა და მთის ტრასების სააგენტოს მიერ. სრულად დაფინანსებულ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მრავალფეროვან პროგრამებს უძღვებიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტები და აქ სწავლა თავისთავად განუმეორებელი თავგადასავალია. თქვენ თავისუფალი, შემოქმედებითი გარემო და დაუვიწყარი შეკრებები გელოდებათ. შედეგად კი ტურიზმის ყველაზე მზარდი, მოთხოვნადი და პერსპექტიული კარიერის სრულიად ახალ საფეხურზე გადახვალთ. შემოუერთდი თავგადასავალს!

პროგრამები ავტორიზებულია განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ. მათ უძღვებიან სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ექსპერტები - შესაბამის დარგში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი სერტიფიცირებული გამყოლები. სადიპლომო კურსებზე სწავლა ფინანსდება განათლების სამინისტროს ვაუჩერებით, ხოლო მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამები უნარების სააგენტოს მომზადება-გადამზადების პროგრამის ფარგლებში.

2021 წლიდან სკოლის დიპლომირებულ სამთო გამყოლებს და GMGA წევრებს ენიჭებათ სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMGA) წევრობა და შეუძლიათ პროფესიული საქმიანობა კავშირის 25 ქვეყანაში. მთის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციების კავშირში (UIMLA) გაწევრიანების პროცესი დაწყებულია საფეხმავლო გამყოლის პროგრამისთვისაც.

საცხენოსნო ტურის გამყოლი
საცხენოსნო ტურის გამყოლი

გამყოლთა მარათონი

„მთა-მთა გამყოლთა მარათონი“ არის პირველი მასშტაბური სათავგადასავლო ღონისძიება ტურიზმის პროფესიონალებისთვის. 2024 წლის მაისში, 2 ქალი და 2 კაცი სერტიფიცირებული გამყოლისგან შემდგარი 5 გუნდი გაემგზავრება 7-დღიან ექსპედიციაში, გზად მათ უნდა გადალახონ გამოწვევები სხვადასხვა სათავგადასავლო დისციპლინებში, მოახდინონ საკვანძო პროფესიული საგამყოლო უნარების დემონსტრირება და წარმოაჩინონ საქართველოს საუკეთესო სათავგადასავლო აქტივობები.

საცხენოსნო ტურის გამყოლი
საცხენოსნო ტურის გამყოლი

პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით

bottom of page