top of page
Anna Duralidze - 12_edited.jpg

კლდეზე ცოცვის
გამყოლი

gogita (2).jpeg

კლდეზე ცოცვის გამყოლი

 პროფესიული გადამზადების პროგრამა 

კურსზე მსმენელთა რაოდენობა:

8 მსმენელი

მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფში 8

მსმენელთა მინიმალური რაოდენობა ჯგუფში 5

კურსის ჩატარების პერიოდი: 

2024 - 2025   მაისი

(კურსის დაწყების და მსვლელობის თარიღებთან დაკავშირებით რეგისტრირებული მსურველები დამატებით მიიღებენ ინფორმაციას)

ხანგრძლივობა:

პროგრამა ხორციელდება 8 კვირის მანძილზე

კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა: 40 საათი

ლოკაციები:

საქართველო - ჭიათურა, სოფელი კაცხი, სვერი, მათი მიმდებარე კლდოვანი მასივები 
თურქეთი - გეიკბაირი- Geyikbayir

პროგრამის ღირებულება: 

სახელმწიფოს თანადაფინანსებით სწავლის ღირებულება შეადგენს

600  ლარს; მსმენელი ვალდებულია დაფაროს საკუთარი ტრანსპორტირების, ცხოვრებისა და კვების ხარჯები და იქონიოს პირადი აღჭურვილობა. 

​საფეხმავლო  გამყოლის სასერტიფიკატო პროგრამა
Anchor 2

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია გადაამზადოს კლდეზე ცოცვის პრაქტიკოსი გამყოლები, რომლებსაც ექნებათ საფუძვლიანი ცოდნა-უნარები, რომ სხვადასხვა სირთულის და დისციპლინის კლდის მარშრუტებზე სტუმრებს გაუწიონ გამყოლობა. პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ ველურ ბუნებაში უსაფრთხოდ გადაადგილება-ნავიგაციას, კლდეზე ცოცვის ტურების დაგეგმვას და მის უსაფრთხოდ ჩატარებას, კლდეზე ცოცვისთვის აუცილებელი სხვადასხვა აღჭურვილობის გამოყენებას, დაეუფლებიან კლდეზე ცოცვის სხვადასხვა ტექნიკებს. ისინი მომზადებული იქნებიან როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური გამოწვევებისთვის, რაც კლდეზე ცოცვის გამყოლის პროფესიისთვის არის დამახასიათებელი; ასევე შეძლებენ ნებისმიერ კლდოვან რელიეფზე სამაშველო ოპერაციების ჩატარებას.

პროგრამის აღწერა

პროგრამა ხორციელდება საველე პირობებში, სხვადასხვა ქანისა და რელიეფის ბუნებრივ კლდეებზე. სწავლების პროცესი მიმდინარეობს ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის შემცველ პირობებში და მოითხოვს შესაბამისი უსაფრთხოების ზომების დაცვას. აქტივობების დროს შეზღუდულია ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა: ექსპერტისა და მსმენელთა თანაფარდობა უნდა იყოს 1/4-ზე. სწავლების თეორიული და პრაქტიკული კომპონენტები ხორციელდება ერთდროულად, შერეული ფორმით. მიმდინარე შეფასება ყოველ მეცადინეობაზე განხორციელდება, განმსაზღვრელი შეფასება (გამოცდა) კი

ჩატარდება სწავლის ბოლოს და შეფასდება მსმენელების თეორიულ ცოდნა და პრაქტიკული უნარები. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 8 კვირას, 320 საათის მოცულობით, რომელიც გადანაწილებულია ერთ სასწავლო წელზე, ოთხივე სეზონის სპეციფიკის გათვალისწინებით. პროგრამით გათვალისწინებული მეხუთე და მეექვსე კვირა ხორციელდება თურქეთის პროვინცია გეიკბაირში. სწავლების დამთავრების შემდეგ კურსდამთვრებულს შეეძლება ორიენტირება და ნავიგაცია გარემოში, კლდეზე ცოცვის ტურის დაგეგმვა, კლდეზე საცოცი მარშრუტის შერჩევა, უსაფრთხოების ნორმების დაცვა, ტექნიკური უსაფრთხოების დაცვა, კლდეზე ცოცვა ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენებითა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, მობილური დაცვის აღჭურვილობით შუალედური დაცვების გამზადება, დაცვის სადგურების ორგანიზება, საცოც მარშუტებზე სამაშველო ოპერაციების დაგეგმვა და განხორციელება, On sight, Flash და Red point ცოცვის სტილით ცოცვა, ხელოვნურ კედელზე ცოცვის სწავლება დამწყები მეკლდეურებისთვის, ხელოვნურ კედელზე საცოცი მარშრუტების აწყობის სწავლება.

Carbine and Rope

#გახდიკლდეზეცოცვისგამყოლი

სწავლის შედეგები და თემატიკა

 სასწავლო კვირა I  

First Aid box on pink BG

კვირა:

ლოკაცია:

სასწავლო გარემო C​

სწავლების მეთოდი:

დემონსტრირება ინსტრუქტაჟი
პრაქტიკული მეცადინეობა

სწავლის შედეგი:

1. პირველადი გადაუდებელი დახმარება.
2. შესავალი სათავგადასავლო ტურიზმში.

ემატიკა:

პირველადი გადაუდებელი დახმარება

• პირველადი დახმარების მნიშვნელობა და პოზიციები; • გულის გაჩერება და გულ-ფილტვის რეანიმაცია;
• სასუნთქი გზების უცხო სხეულით დახშობა;
• სისხლდენის შეჩერება;

• გადაუდებელი ტრავმის საბაზისო მართვა და ნახვევების დადება; • ჭრილობების მართვა;
• დამწვრობის მართვა;
• წყალში დახრჩობა;

• ნარკოტიკებით ზედოზირების მართვა;
• ანაფილაქსია;
• კრუნჩხვა, გულის წასვლა;
• თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა (ინსულტი); • გულ-მკერდის ტკივილი;

• ელექტრო ტრავმის მართვა;
• სითბური დაკვრის, მოყინვის, ჰიპოთერმიის შემთხვევის მართვა; • ცხოველების ნაკბენების მართვა

შესავალი სათავგადასავლო ტურიზმში

სტუმარზე ზრუნვა სათავგადასავლო ტურზე მიზანსა და რისკებს შორის მისაღები ბალანსი; ტურისტთან/ტურისტულ ჯგუფთან მუშაობის პრიორიტეტები: 

უსაფრთხოება-კომფორტი-მიზნის მიღწევა; უსაფრთხოების უზენაესობა; ტურისტების და გამყოლის ამბიციების დათმობა;
ტურისტის/ტურისტთა ჯგუფის კომფორტის უზრუნველყოფა: ჯგუფის მოძრაობის ტემპის შერჩევა, კომუნიკაცია ტურისტთან/ტურისტთა ჯგუფთან, პრობლემური სიტუაციების მართვა;
ჯგუფის კონტროლი: ფარული ლიდერების კონტროლი; ირიბი, პირდაპირი, ფიზიკური კონტროლის მეთოდები; ჯგუფის წევრთა მხარდაჭერა საყვედურების, გაღიზიანებული ტონით საუბრის ყურადღებით მოსმენა, მხარდაჭერის გამოხატვა, პირადული ტონით, კლიენტზე ორიენტირებული გულწრფელი და ავტორიტეტული საუბარი, დამშვიდება - პრობლემის გადაჭრა

რისკების მართვის და ინციდენტზე რეაგირების პრინციპები
რისკების მართვა, RAMER ფორმულა - საფრთხეების გამოვლენა

ადამიანისგან მომავალი საფრთხეები, გარემოსგან მომავალი საფრთხეები; 
საფრთხეების ანალიზი: სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, რისკის მიმღებლობის დონე;
რეაგირება ინციდენტზე: ინციდენტზე რეაგირების წესები, ინციდენტის ზეგავლენის მინიმიზაცია ადამიანზე;
სიტუაციური ანალიზი სამაშველო ოპერაციის დაწყებამდე: რადიოსიგნალის გადაცემა სავარაუდო კოორდინატების მითითებით, მაშხალის გაშვება; საკუთარი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება; ჯგუფის რესურსის განსაზღვრა, დამხმარე ძალის შერჩევა, ჯგუფის წევრების უსაფრთხოდ ევაკუაცია დაცულ ადგილას; ადიდებული მდინარე და ზოგადად მდინარეზე გადასვლის ორგანიზება.

ტურის დაგეგმვა ტურის სავალდებულო მოთხოვნები

ტურისტთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების დაცვის უზრუნველყოფა, გარემოს დაცვა.
ტურის რეკომენდირებული მოთხოვნები: დანიშნულებასთან შესაბამისობა, შესრულების სიზუსტე, მომსახურების ეთიკურობა, კომფორტულობა, ესთეტიურობა, ერგონომიულობა, ოპერატიულობა; ტურისტული ჯგუფის სეგმენტაცია სქესის, ასაკის, საცხოვრებელი ადგილის, ოჯახური მდგომარეობის, მატერიალური შესაძლებლობის, განათლების, ინტერესების, ამა თუ იმ ტიპის გაერთიანებას მიკუთვნებულობის მიხედვით; ტურისტული ჯგუფის ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით მარშრუტის
(სვლაგეზის შედგენა); მანძილის, მარშრუტის სირთულის, ჯგუფის წევრთა მონაცემების, მეტეოროლოგიური პროგნოზის გათვალისწინებით ტურის ხანგრძლივობის, საკვებისა და წყლის რაოდენობის განსაზღვრა; რუკის ელემენტები, ლეგენდები, მათი გამოყენებით რუკაზე სვლაგეზის გადატანა; სვლაგეზის კოორდინატების ატვირთვა ნავიგატორში. მარშრუტზე არსებული ბუნებრივი და ანთროპოგენული მატერიალური ძეგლების შესახებ ინფორმაციის მოპოვება. მარშრუტზე არსებული საჭირო ინფრასტრუქტურა: საავტომობილო და არასაავტომობილო, სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ხიდი,
გვირაბი, საბაგირო, საავადმყოფო, მედპუნქტი, სამაშველო სამსახური; კვების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ჭურჭელი, მათი ფორმა და მასალა. ტურის სავარაუდო ბიუჯეტის შედგენა (ტურისტთა რაოდენობის, ტრანსპორტის მომსახურების, საკვებისა და წყლის რაოდენობის, სხვადასხვა მომსახურების ხარჯების გათვალისწინებით); ნაღდი ფულით ოპერირების წესები, ხარჯთაღრიცხვის წარმოება, ანგარიშგების დოკუმენტები: ანგარიშგების გაწეული ხარჯები: სტანდარტული ფორმები. ნაღდი ფულის მოთხოვნის ფორმა; ხარჯთაღრიცხვის ფორმები, ჩეკი, მიღება-ჩაბარების აქტი, ვაუჩერი, ხელწერილი.

ორიენტირება და ნავიგაცია

გარემო ჩვენს გარშემო, ბუნებრივი გარემოს კლასიფიკაცია, სხვადასხვა გარემოს სპეციფიკური მახასათებლები, ტყე, ნახევრადუდაბნო, უდაბნო, სტეპი, სუბალპური, ალპური ზონა, მაღალმთიანი გარემო, თოვლიანი რელიეფი, გარემოში არსებული ბუნებრივი სანავიგაციო ორიენტირები; სანავიგაციო ორიენტირების კლასიფიკაცია; ტოპოგრაფიული რუკა, რუკის ლეგენდა, რუკის ლეგენდის ელემენტები, მათი აღმნიშვნელი სიმბოლოები, იზოხაზები, კროკები, გარემოსა და რუკის კორელაცია ბუნებრივ ორიენტირებზე დაყრდნობით; სვლაგეზზე არსებული საფრთხეების (ხევი, წყალვარდნილი, ციცაბო ფერდი, კლდოვანი რელიეფი, ღრმული, მყინვარი, ბერგშრუნდი, ნაპრალი) შესწავლა; სვლაგეზზე არსებული-სვლაგეზის განსახორციელებლად საჭირო და აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოძიება და შესწავლა;
სანავიგაციო ინსტრუმენტების (კომპასი, სახაზავი) გამოყენებით სვლაგეზის შედგენა; საფრთხეებისა და საჭირო ინფრასტრუქტურის გადატანა ტოროგრაფიულ რუკაზე სანავიგაციო ინსტრუმენტების გამოყენებით. შედგენილი და რუკაზე გადატანილი სვლაგეზის მიხედვით ბუნებრივ გარემოში ორიენტირება; გაუთვალისწინებელი გარემოებები და საფრთხეები (თოვლი, ხოშკაკალი, თავსხმა წვიმა,შეზღუდული მხედველობა ნისლი, ქარბუქი, წყალდიდობა, ბუნებრივი და მოულოდნელი დაბრკოლებები ) სვლაგეზის ადგილზე კორექტირება გაუთვალისწინებელი გარემოებებისა და საფრთხის შემთხვევაში, ცვლილებების შეტანა შედგენილ სვლაგეზში . სანავიგაციო კომპიუტერული პროგრამა, სვლაგეზის შედგენა პროგრამაში, GPS ნავიგატორი მისი დანიშნულება, აგებულება და გამოყენების წესი, GPS ნავიგატორის მაჩვენებლები (კოორდინატები, სიმაღლე ზღვის დონიდან, მოძრაობის მიმართულების აზიმუტი) სვლაგეზის უშეცდომოდ ატვირთვა GPS ნავიგატორში; GPS ნავიგატორის ჩვენებისა და გარემო ორიენტირების კორელაცია, ტურის მსვლელობის ჩაწერა ნავიგატორში.

  სასწავლო კვირა II 

Anna Duralidze - 15.jpg

კვირა:

II 

ლოკაცია:

სასწავლო გარემო C

სწავლის მეთოდი:

დემონსტრირება პრაქტიკული სავარჯიშო ინსტრუქტაჟი
პრაქტიკული მეცადინეობა

სწავლის შედეგი:

3. კლდეზე ცოცვის ტურის დაგეგმვა. 4. კლდეზე საცოცი მარშრუტის შერჩევა.
5. უსაფრთხოების ნორმების დაცვა. 6. ტექნიკური უსაფრთხოების დაცვა.

თემატიკა:

კლდეზე ცოცვის ტურის დაგეგმვა და მარშრუტის შერჩევა:


• ტურისტული ჯგუფის ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით საცოცი

რაიონის შერჩევა

• საცოც რაიონთან მისასვლელი მანძილის, მარშრუტის სირთულის, დღის განმავლობაში ფიზიკური და მენტალური აქტივობის/დატვირთვის განსაზღვრა;
• მეტეოროლოგიური პროგნოზის გათვალისწინებით ტურის ხანგრძლივობის, საკვებისა და წყლის რაოდენობის განსაზღვრა;
• წელიწადის სეზონისა და სხვადასხვა სიდიდის ჯგუფის შემთხვევებში, გარემოზე ზრუნვის და კლდესთან ქცევის წესების გაცნობა;
• მაგნეზიის გამოყენების წესები; სტუმრის ინტერესისა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე უსაფრთხო, მყარ კლდოვან ქანზე სათანადო სირთულის საცოცი მარშრუტის შერჩევა;
• მარშრუტის რელიეფურობიდან გამომდინარე, რისკების გათვალისწინება და მარშრუტის შერჩევა;
• გამოწვევის სწორად შეფასება, სტუმრის სურვილისა და საცოცი დონის/გამოცდილების გათვალისწინება და მარშრუტის შესაბამისად შერჩევა;

  • თოკით დაზღვევის მეთოდის მართებულობის განსაზღვრა;

  • კლდეზე ცოცვის მარშრუტზე არსებული დაცვის წერტილთა შორის დაშორებიდან გამოწვეული მოწყვეტის და მისგან გამოწვეული რისკების დადგენა და თავიდან აცილება.
    ნებისმიერი ექსტრემალური, რისკის შემცველი ფაქტორების თავიდან აცილება, რაც კლდეზე ცოცვას თან ახლავს.


ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები
 

  • სტუმრის აღჭურვილობის უზრუნველყოფა;

  • სტუმართან საცოცი ტერმინოლოგიის გაცნობა და შეთანხმება;

  • კლდეზე დაცვის სამაგრების, სადგურების და პირადი აღჭურვილობის გამოყენების წესების გაცნობა, კლდეზე ცოცვისას და დაცვაზე დგომის დროს თოკთან ურთიერთობა და მისი წესები.

• მეწყვილის შემოწმების ზედმიწევნით სწავლება.

  სასწავლო კვირა III

Anna Duralidze - 11.jpg

კვირა:

III

ლოკაცია:

სასწავლო გარემო C

სწავლის მეთოდი:

დემონსტრირება პრაქტიკული სავარჯიშო ინსტრუქტაჟი
პრაქტიკული მეცადინეობა

სწავლის შედეგი:

7. კლდეზე ცოცვა ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენებითა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით.

თემატიკა:

კლდეზე ცოცვისთვის აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენება და ცოცვის უსაფრთხოებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება

• კლდეზე ცოცვისთვის აუცილებელი აღჭურვილობის გაცნობა და მათი სწორად გამოყენების წესები;
• დაცვის ხელსაწყოების გაცნობა და დაცვაზე დგომის სპეციფიკები სხვადასხვა დაცვის ხელსაწყოს გამოყენების შემთხვევაში ზედა და ქვედა დაცვით ცოცვის შემთხვევაში;
• სპორტულ კლდეზე ცოცვის მარშრუტზე შუალედური დაცვების გაკეთება მყარი პუნქტების გამოყენებით, მარშრუტის უსაფრთხოდ აღჭურვა და თოკთან ურთიერთობის მენეჯმენტი;

  • ქვედა დაცვით ცოცვისას დაცვაზე დგომის სპეციფიკები;

  • მიწასთან ახლოს ცოცვის დროს სხვადასხვა დაზღვევის მეთოდები;

  • მოწყვეტები და მისი მენეჯმენტი ზედა და ქვედა დაცვით ცოცვის შემთხვევაში; სტატიური და დინამიური მოწყვეტები, მათი აქტიურად გამოყენების და თავიდან აცილების გზები და აუცილებლობები; კლდის რელიეფისა და სიმაღლის გათვალისწინებით, მოწყვეტის შეჩერების სტილის განსაზღვრა და მათი განსხვავებები.

• მოწყვეტით გამოწვეული წარმოქმნილი ძალის განსაზვრა და მისი მოქმედება აღჭურვილობასა და დამცავზე; მოწყვეტის და მუხრუჭის მანძილის განსაზღვრა და მისი შეჩერება უსაფრთხო ადგილზე; მცოცავსა და დამცველს შორის წონის სხვაობების განსაზღვრა და მასთან გამკლავების ხერხები;

  • მოწყვეტის დინამიურად გაჩერების ვარიანტები და მათი გამოყენების სპეციფიკა;

  • კლდეზე ცოცვის მარშრუტზე დაცვის სადგურების განსხვავებების სწავლება და მათთან გამკლავების ხერხები; დაცვის სადგურის სწორად აღჭურვა, მასზე დაცვის უსაფრთხოდ დამაგრება, როგორც ცოცვისთვის, ასევე მარშრუტზე არსებული აღჭურვილობის დახსნისთვის; დაცვის სადგურზე გადაჯდომის სპეციფიკები;

• მარშრუტის აღჭურვილობისგან გათავისუფლების ხერხები და მათი სპეციფიკა გარკვეულ სიტუაციებში, როგორც მცოცავისთვის, ასევე დამცავისთვის.

  სასწავლო კვირა IV

gogita (2).jpeg

კვირა:

IV

ლოკაცია:

სასწავლო გარემო C

სწავლის მეთოდი:

დემონსტრირება პრაქტიკული სავარჯიშო ინსტრუქტაჟი
პრაქტიკული მეცადინეობა

სწავლის შედეგი:

8. მობილური დაცვის აღჭურვილობით შუალედური.დაცვების გამზადება.
9. დაცვის სადგურების ორგანიზება.
10. საცოც მარშუტებზე სამაშველო ოპერაციების დაგეგმვა და განხორციელება.

თემატიკა:

მობილური დაცვის აღჭურვილობით (საკვეხები, კლდის პალოები, ფრენდები) შუალედური დაცვების გამზადება
  • სამაშველო აღჭურვილობა, გამძლეობა, გამოყენების წესები და ვადები;

  • არსებული ხელსაწყობის გაცნობა, მათი თავისებურებები და მოქმედების პრინციპები (საკვეხები, ფრენდები, კლდის პალოები და კლდის ანკერები);

  • კლდეზე მობილური დაცვების გამზადებისთვის შესაბამისი ადგილების შერჩევა;

  • ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ბზარებში მობილური ხელსაწყოების დამაგრება;

დაცვის სადგურების ორგანიზება
  • მყარი და საეჭვო დაცვის პუნქტები;

  • მიმდევრობითი და წონის გამანაწილებელი დაცვის სადგურების აწყობა;

  • ერთ მყარ წერტილზე დაცვის სადგურის აწყობა;

  • მოქმედი ძალების განაწილება დაცვის სადგურის წერტილებზე და ცენტრალურ პუნქტზე;

  • დაცვის სადგურის ორგანიზება პერმანენტული ლიდერობის დროს;

  • დაცვის სადგურის ორგანიზება მონაცვლეობითი ლიდერობის დროს;

საცოც მარშუტებზე სამაშველო ოპერაციების დაგეგმვა და განხორციელება ხელთარსებული საშუალებებით

• სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად საჭირო გამყოლი, ჩამჭიდი, დამაფიქსირებელი და სამუხრუჭე კვანძები;
• სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად საჭირო დამხმარე აღჭურვილობის გამოყენების წესები;

  • თოკის დაგრძელების მეთოდები დაცვაზე დგომის დროს;

  • თოკის დაგრძელების მეთოდები დაზარალებულის კლდიდან დაშვების

განსახორციელებლად;
• თოკის გამონთავისუფლების მეთოდები და მისი გამოყენება დაზარალებულის დაცვის სადგურზე აქაჩვისთვის;

  • სტუმრის სწრაფი ამოქაჩვა 1:3 ძალის დაზოგვის პრინციპით;

  • დაზარალებულის დაცვის სადგურზე აქაჩვა თავისუფალი რგოლის გამოყენებით, ძალის დაზოგვის 1:2 პრინციპით.

• დაზარალებულის დაცვის სადგურზე აქაჩვა შვეიცარიული „პოლისპასტის“ მეთოდით. ძალის დაზოგვა 1:5 პრინციპით;

  • დაზარალებულის დაცვის სადგურზე აქაჩვა მაშველის სხეულის წონის გამოყენებით;

  • უარყოფით რელიეფზე ლიდერის მოწყვეტის დროს დაცვის სადგურზე მისი შემოქაჩვის მეთოდი;

• დაზარალებულის დაცვის სადგურიდან დაშვება დაცვის სადგურების მონაცვლეობით ერთი და ორი მაშველის შემთხვევაში;
• დაზარალებულის ტრანსპორტირება ხელთარსებული საშუალებებით.

  სასწავლო კვირა V

Neilson_P1129926.jpg

კვირა:

V

ლოკაცია:

სასწავლო გარემო C

სწავლის მეთოდი:

დემონსტრირება პრაქტიკული სავარჯიშო ინსტრუქტაჟი
პრაქტიკული მეცადინეობა

სწავლის შედეგი:

11. On sight და Flash ცოცვის სტილით ცოცვა.

თემატიკა:

კლდეზე ცოცვის On sight და Flash სტილის გაცნობა, მათი განსხვავებები და განსაკუთრებულობა. თვითოეული სტილის ცოცვისთვის ფიზიკური და მენტალური უნარების ჩამოყალიბება. ყოველი სტილის ცოცვისთვის სპეციფიური ტაქტიკისა და სტრატეგიის შემუშავება; ფსიქოლოგიური ასპექტების განხილვა-დამუშავება.

მარშრუტის სწორად არჩევა On sight სტილით ცოცვისას:

  • მარშრუტის გასავლელად წინასწარ ფიზიკურად და მენტალურად მომზადება;

  • მარშრუტის არჩევის სპეციფიკა, მოტივაციის წყაროების გარჩევა და მათი მნიშვნელობები;

  • მარშრუტის სირთულის დონის მენტალურად გამკლავების მეთოდები;

  • მარშრუტის წინასწარი შესწავლის მეთოდები, დაკვირვება ხელის საჭიდების, პოტენციური დასასვენებელი ადგილების და პოზიციების, ასევე განსაკუთრებულად რთული მონაკვეთების დაკვირვების და მისი გავლის მეთოდების წინასწარი გათვლა;

• მარშრუტის ცოცვის სტრატეგიის შემუშავება; მარშრუტის დაყოფა მოკლე მონაკვეთებად და შემდეგ ყველას ერთად გადაბმა;
• მარშრუტის გონებით დამახსოვრება, ვიზუალიზაცია და გონებაში მისი გავლის წარმოდგენა;
• დაკვირვება ყველა ობიექტური და სუბიექტური საფრთხეების, მათი შესწავლა და წინასწარ მათთან გამკლავების ხერხების შემუშავება;

  • მარშრუტის გასავლელად წინასწარ კონცენტრირება და მენტალურად მომართვა;

  • მარშრუტის კონკრეტული მონაკვეთიდან გამომდინარე, ცოცვის ტემპის სწორად შერჩევა;

  • დაცვის გასაკეთებლად კომფორტული სხეულის პოზიციის მოძებნა;

  • გონებაში წინასწარ გამომუშავებული გავლის მეთოდის, უშუალოდ ცოცვის დროს შეცვლის უნარის გამომუშავება;

  • სტრესულ სიტუაციებთან გამკლავება და სიმშვიდის შენარჩუნების ხერხები;

  • სუნთქვის მეთოდები და მისი გაკონტროლების ხერხები;

  • ვარჯიში სხვადასხვა მარშრუტებზე.

    Flash სტილით მარშრუტის გავლისთვის საჭირო მზადება:

• მარშრუტის გასავლელად წინასწარ ფიზიკურად მომზადება, კონცენტრირება და მენტალურად მომართვა;

  • მარშრუტზე არსებული ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიება და შესწავლა;

  • წინასწარ კლდის რელიეფის „წაკითხვა“ და მისი სავარაუდო გავლის გზების დამუშავება;

• მეწყვილესთან Flash სტილის ცოცვისთვის სპეციფიური ტერმინოლოგიის შემუშავება- შეთანხმება;
• მეწყვილესთან მარშრუტის ინფორმაციის დეტალურად აღწერის სპეციფიკის შესწავლა და ერთმანეთთან ნდობის გამომუშავება;

  • რთულ მონაკვეთებთან მენტალურად და ფიზიკურად გამკლავების მეთოდები;

  • ცოცვის ტემპის ზედმიწევნით განსაზღვრა და უშუალოდ ცოცვის დროს აღსრულება;

  • მარშრუტზე დასასვენებელი პუნქტების სტრატეგიულად განჭვრეტა;

  • წინასწარ შემუშავებული მარშრუტის გავლის მეთოდის სპონტანურად შეცვლის გონებრივი მზაობა;

  • საკუთარი უნარ-ჩვევების ნდობა და კლდეზე უსწრაფესი გადაწყვეტილებების მიღება;

  • სტრესულ სიტუაციებთან გამკლავება და სიმშვიდის შენარჩუნების ხერხები;

  • სუნთქვის მეთოდები და მისი გაკონტროლების ხერხები;

  • ვარჯიში სხვადასხვა მარშრუტებზე.

  სასწავლო კვირა VI

gogita (3).jpeg

კვირა:

VI

ლოკაცია:

სასწავლო გარემო C

სწავლის მეთოდი:

დემონსტრირება პრაქტიკული სავარჯიშო ინსტრუქტაჟი

პრაქტიკული მეცადინეობა

სწავლის შედეგი:

12. Red point ცოცვის სტილით ცოცვა.

თემატიკა:

Red point სტილით მარშრუტის გავლის განსაკუთრებულობა. მარშრუტის გავლისთვის საჭირო გეგმის შემუშავების უნარების ჩამოყალიბება.
Red point სტილით მარშრუტის გავლა:

  • მარშრუტის სწორად შერჩევა;

  • მარშრუტზე რთული საკვანძო მონაკვეთების ფსიქოლოგიურად დაძლევის მეთოდები;

  • სხვადასხვა მიზეზით ფსიქოლოგიური ზეწოლის ერთმანეთისგან გარჩევა, მასთან გამკლავების ხერხები;

  • ფსიქოლოგიური ბარიერები Red point სტილით ცოცვისას;

  • შინაგან და გარე მოლოდინებთან გამკლავების ხერხები;

  • ფიზიკური და მენტალური სისუსტეები;

  • მარშრუტის მონაკვეთების დამუშავების ხერხები;

  • ცოცვის მოძრაობების დამუშავება;

  • მარშრუტის ოპტიმიზაცია;

  • სხეულის ოპტიმალური პოზიციიდან, დაცვის წერტილებზე დაცვის დამაგრება;

  • რთულ სპორტულ მარშრუტზე მუშაობის და გავლის ფსიქოლოგიური და ფიზიკური უნარები;

• ვარჯიში სხვადასხვა მარშრუტებზე.

  სასწავლო კვირა VII

Anna_Colonist_8a+ (4 von 4).jpg

კვირა:

VII

ლოკაცია:

სასწავლო გარემო C

სწავლის მეთოდი:

დემონსტრირება ინსტრუქტაჟი
პრაქტიკული სავარჯიშო პრაქტიკული მეცადინეობა

სწავლის შედეგი:

13. ხელოვნურ კედელზე ცოცვის სწავლება დამწყები კლდეზე მცოცავებისთვის.
14. ხელოვნურ კლდეზე საცოცი მარშრუტების აწყობის სწავლება.

თემატიკა:

ხელოვნურ კლდეზე ცოცვის დარბაზების განსხვავება ცოცვის ტიპის მიხედვით. ბოლდერინგი, როგორც კლდეზე ცოცვის ერთ-ერთი დისციპლინა.

უსაფრთხოების წესები;
ვარდნა და უსაფრთხოდ დაცემა დამცავ ლეიბებზე;
განსხვავების განსაზღვრა ბუნებრივ და ხელოვნურ კლდეზე ბოლდერინგში; ბოლდერინგის მარშრუტების სირთულის განსაზღვრა;
საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობების ზღვარის დადგენა;
ვარჯიში ფიზიკური შესაძლებლობების ზღვართან ახლოს და ზღვრების გაფართოება; ვარჯიში სპეციფურ მოძრაობებზე, დაბალ სიმაღლეზე, უსაფრთხო გარემოში; ვარჯიში თითების გამძლეობის ასაშენებლად და სიმძლავრის შესანარჩუნებლად.

რთული ცოცა

განსხვავების განსაზღვრა ხელოვნურ და ბუნებრივ კლდეზე ცოცვაში რისკების შეფასება;
დაცვაზე დგომის სპეციფიკა;
მეწყვილის შემოწმება;

მოწყვეტა და უსაფრთხოების წესები;
ვარდნის ფაქტორი და მასთან გამკლავების მეთოდები.
 

ზედა დაცვით ცოცვა

ვარჯიში ინსტრუქტაჟის მიცემაში ახალბედა კლდეზე მცოცავებისთვის; დაცვაზე დგომის სპეციფიკა;
თოკით ცოცვის გაცნობის მეთოდები დამწყები კლდეზე მცოცავებისთვის; დამწყები კლდეზე მცოცავის ფლიქოლოგიურად გამხნევების მეთოდები; დამწყები კლდეზე მცოცავისთვის ცოცვის ტექნიკის საწყისები.

 

მარშრუტების აწობა - Route setting

ხელსაწყობის გაცნობა;
უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა;
ეფექტური მუშაობის უნარების გამომუშავება;
მრავალფეროვანი მოძრაობებით დატვირთული მარშრუტის აწყობა; მარშრუტზე სირთულის მინიჭება;
კომერციულ და საშეჯიბრო მარშრუტების აწყობის მოდელის განსხვავება; კომერციული კლდეზე ცოცვის მარშრუტების როლის განსაზღვრა; საშეჯიბრო მარშრუტების ასაწყობად კრიტერიუმების განსაზღვრა.

  სასწავლო კვირა VIII

gogita (1).jpeg

კვირა:

VIII

ლოკაცია:

სასწავლო გარემო C

სწავლის მეთოდი:

დემონსტრირება

სწავლის შედეგი:

2-14 სწავლის შედეგი.

თემატიკა:

განმსაზღვრელი შეფასება (გამოცდა)

მიღების წინაპირობები:

პირობები:

  • ასაკი :18

  • მინიმუმ ერთი უცხო ენის ცოდნა

  • გასაუბრება: მოტივაცია, პროფესიული გამოცდილება, კომუნიკაციურიუნარები;

  • კურსზე დაშვების საკონკურსო ტური: 6C,  7a, სირთულის მარშუტებზე ცოცვის ტექნიკის დემონსტრირება

აპლიკანტმა/მსმენელმა თან უნდა იქონიოს პირადი აღჭურვილობა. 

აღჭურვილობა უნდა აკმაყოფილებდეს შენახვის და ექსპლუატაციის ნორმებს;

  • საცოცი თოკი 9,8-10,5 მმ 60მ 1ც.

  • საცოცი თოკი 9,8-10,5 მმ 80მ 1 ც.

  • ექსპრესები 25, 30 20 ც.

  • დაცვის ქამარი ინდივიდუალური 1 ც.

  • ჩაფხუტი ინდივიდულური 1 ც.

  • დაცვის ხელსაწყო რევერსო 1 ც.

  • დაცვის ხელსაწყო გრიგრი 1 ც.

  • თვითაცვის რგოლი 120 სმ 1 ც.

  • საცოცი ფეხსაცმელი ინდივიდუალური 1 ც.

  • მაგნეზიის ტომარა სტანდარტული 1 ც.

  • მაგნეზია 250გ 1 ც.

  • დაცვის ხელსაწყოს კარაბინი - Belay Master სტანდარტული 1 ც.

  • D ფორმის კარაბინი სტანდარტული 1 ც.

  • მსხლის ფორმის კარაბინი სტანდარტული 4 ც.

  • თოკის დასაფენი ინდივიდუალური 1 ც.

  • თეიფი 2სმ/10მ 1 ც.

  • დამხმარე თოკები 6მმ დინემა ან არამინდი 2 ც.

  • დამხმარე თოკი შეკრული რგოლი 6მმ არამიდი ან დინემა 30სმ 1 ც.

  • დამხმარე თოკი შეკრული რგოლი 6მმ არამიდი ან დინემა 120სმ 2 ც.

  • უკუსვლის შემაჩერებელი micro traxion 1 ც.

  • ჩამჭიდი ხელსაწყო T-block 1 ც.

  • საკვეხების კრებული

  • ფრენდების კრებული

  • კლდის ჩაქუჩი 1 ც.

  • კლდის პალოების კრებული

  • ექსტრაქტორი 1 ც.

სათვგადასავლო 
ტურიზმის
სკოლა

„სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“ დაარსდა 2016 წელს საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის, განათლების სამინისტროსა და მთის ტრასების სააგენტოს მიერ. სრულად დაფინანსებულ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მრავალფეროვან პროგრამებს უძღვებიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტები და აქ სწავლა თავისთავად განუმეორებელი თავგადასავალია. თქვენ თავისუფალი, შემოქმედებითი გარემო და დაუვიწყარი შეკრებები გელოდებათ. შედეგად კი ტურიზმის ყველაზე მზარდი, მოთხოვნადი და პერსპექტიული კარიერის სრულიად ახალ საფეხურზე გადახვალთ. შემოუერთდი თავგადასავალს!

პროგრამები ავტორიზებულია განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ. მათ უძღვებიან სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ექსპერტები - შესაბამის დარგში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი სერტიფიცირებული გამყოლები. სადიპლომო კურსებზე სწავლა ფინანსდება განათლების სამინისტროს ვაუჩერებით, ხოლო მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამები უნარების სააგენტოს მომზადება-გადამზადების პროგრამის ფარგლებში.

2021 წლიდან სკოლის დიპლომირებულ სამთო გამყოლებს და GMGA წევრებს ენიჭებათ სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMGA) წევრობა და შეუძლიათ პროფესიული საქმიანობა კავშირის 25 ქვეყანაში. მთის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციების კავშირში (UIMLA) გაწევრიანების პროცესი დაწყებულია საფეხმავლო გამყოლის პროგრამისთვისაც.

​საფეხმავლო  გამყოლის სასერტიფიკატო პროგრამა
​საფეხმავლო  გამყოლის სასერტიფიკატო პროგრამა

გამყოლთა მარათონი

„მთა-მთა გამყოლთა მარათონი“ არის პირველი მასშტაბური სათავგადასავლო ღონისძიება ტურიზმის პროფესიონალებისთვის. 2024 წლის მაისში, 2 ქალი და 2 კაცი სერტიფიცირებული გამყოლისგან შემდგარი 5 გუნდი გაემგზავრება 7-დღიან ექსპედიციაში, გზად მათ უნდა გადალახონ გამოწვევები სხვადასხვა სათავგადასავლო დისციპლინებში, მოახდინონ საკვანძო პროფესიული საგამყოლო უნარების დემონსტრირება და წარმოაჩინონ საქართველოს საუკეთესო სათავგადასავლო აქტივობები.

​საფეხმავლო  გამყოლის სასერტიფიკატო პროგრამა
​საფეხმავლო  გამყოლის სასერტიფიკატო პროგრამა

პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით

bottom of page