top of page
მთის ლიდერი.png

მთის
ლიდერი 

​საფეხმავლო  გამყოლის სასერტიფიკატო პროგრამა

მთის ლიდერი

 პროფესიული გადამზადების პროგრამა 

კურსზე მსმენელთა რაოდენობა:

24 მსმენელი

მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფში 6

მსმენელთა მინიმალური რაოდენობა ჯგუფში 4

კურსის ჩატარების პერიოდი: 

2024 17 - 28 აპრილი

(კურსის დაწყების და მსვლელობის თარიღებთან დაკავშირებით რეგისტრირებული მსურველები დამატებით მიიღებენ ინფორმაციას)

ხანგრძლივობა:

პროგრამა ხორციელდება 4 კვირის მანძილზე

საერთო ხანგრძლივობა - 4 კვირა

ლოკაციები:

რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, იმერეთი, სამეგრელო ზემო-სვანეთი, აჭარა.

პროგრამის ღირებულება: 

სახელმწიფოს თანადაფინანსებით სწავლის ღირებულება შეადგენს

350  ლარს; მსმენელი ვალდებულია დაფაროს საკუთარი ტრანსპორტირების, ცხოვრებისა და კვების ხარჯები და იქონიოს პირადი აღჭურვილობა. 

​საფეხმავლო  გამყოლის სასერტიფიკატო პროგრამა
Anchor 2

პროგრამის მიზანი

პროფესიული გადამზადების პროგრამა „მთის ლიდერი“-ს მიზანია საერთაშორისო (UIMLA)-ს სტანდარტების მიხედვით გადაამზადოს, უკვე სერტიფიცირებული საფეხმავლო გამყოლები, ზამთრის საფეხმავლო-საგამყოლო კომპეტენციებში.

„მთის ლიდერი“ არის სათავგადასავლო ტურიზმის ლიდერი, რომელიც კომპეტენტურია გაუძღვეს ტურისტს/ტურისტების ჯგუფს, გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომის და ზამთრის კლიმატურ პირობებში, ნებისმიერი სირთულის საფეხმავლო მარშრუტზე. მისი საქმიანობა ნებადართულია ისეთ რელიეფზე, სადაც შესაძლებელია ფეხით და თხილმარებით გადაადგილება. ზამთრის პირობებში გადასაადგილებლად მთის ლიდერი გამოიყენებს თხილმარებს (თოვლის ზედაპირზე გადასაადგილებელი ფეხსაცმელი) და საზვავე უსაფრთხოების აღჭურვილობას. მთის ლიდერს არ აქვს უფლება გამოიყენოს სკი-ტურის სათხილამურო აღჭურვილობა.


„მთის ლიდერი“-ს სერტიფიკატის მქონე გამყოლები, მიიღებენ საერთაშორისო აღიარებას მას შემდეგ, რაც საქართველო გახდება საერთაშორისო ორგანიზაციის UIMLA-ს სრულუფლებიანი წევრი. UIMLA-ს სტანდარტის კვალიფიკაციის მქონე ქართველი გამყოლები იქნებიან „საერთაშორისო მთის ლიდერები“.

პროგრამის აღწერა

პროგრამა გათვალისწინებულია „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“-ს კურსდამთვრებული, სერტიფიცირებული საფეხმავლო გამყოლებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ მოპოცებული უფლება განახორციელონ საფეხმავლო ტურები  გაზაფხულის, ზაფხულის და შემოდგომის კლიმატურ პირობებში. პროგრამა ითვალისწინებს სერტიფიცირებული საფეხმავლო გამყოლების გადამზადებას საერთაშორისო სტანდარტების ( UIMLA ) მიხედვით ზამთრის სალაშქრო უნარების საკვანძო კომპეტენციებში. სასწავლო პროცესი ხორციელდება ზამთრის სეზონზე, სწავლებისთვის შესაბამის რელიეფზე, სხვადასხვა ლოკაციებზე (მესტია და შემოგარენი, ზემო იმერეთი). უსაფრთხოების ზომების დაცვიდან გამომდინარე, ექსპერტისა და მსმენელთა თანაფარდობა უნდა იყოს 1/6-ზე. პროგრამით გათვალისწინებული თეორიული ნაწილიც ისწავლება საველე პირობებში ინსტრუქტაჟის გზით, რომელიც ასევე, შესაძლებელია განხორციელდეს ონლაინ, ელექტრონული სწავლების ფორმით. პროგრამის განსახორციელებლად სკოლას ჰყავს სერტიფიცირებული საფეხმავლო, ალპური და სამთო გამყოლები, რომლებსაც ბოლო 5 წლის განმავლობაში გავლილი აქვთ სწავლება საფეხმავლო გამყოლი-ტრენერის გადამზადების კურსების ფარგლებში, ნაციონალური და/ან საერთაშორისო (IFMGA, UIMLA ) სტანდარტების შესაბამისად. მიმდინარე შეფასება ყოველ მეცადინეობაზე განხორციელდება, განმსაზღვრელი შეფასება კი ჩატარდება პროგრამის ბოლოს. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 2 კვირას, 80 საათის მოცულობით. კურსდამთავრებულს გადაეცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი და შეეძლება დასაქმდეს წლის ოთხივე სეზონზე საფეხმავლო გამყოლად საქართველოს ნებისმიერ კურორტზე, ტურისტულ კომპანიაში ან იყოს თვითდასაქმებული.

#გახდიმთისლიდერი

სწავლის შედეგები და თემატიკა

სასწავლო კვირა I 

Image by Ashim D’Silva

კვირა:

ლოკაცია:

სასწავლო გარემო C

სწავლის მეთოდი:

პრაქტიკული დავალება დაკვირვებით

სწავლის შედეგი:

1. ზამთრის საფეხმავლო ტურებზე საზვავე უსაფრთხოების სტანდარტების და პრინციპების დაცვა.
2. ზამთრის საფეხმავლო ტურებზე ბანაკების მოწყობა.

თემატიკა:

უსაფრთხოების სტანდარტები და პრინციპები
●    UIMLA მიმოხილვა:  UIMLA ღირებულებები და პრინციპები; ორგანიზაციული და მართვის სტრუქტურა; ტექნიკური სტანდარტები; ალპებისა და მეზობელ ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობა.

აღჭურვილობა და მასალათმცოდნეობა ზამთრის საფეხმავლო ტურებზე

თოვლის ფეხსაცმელები (თხილმარები); ძირითადი აღჭურვილობა და ტანსაცმელი ზამთარის საფეხმავლო ტურებზე; 

. თოვლზე სასიარულო ფეხსაცმელი (თხილმარები):  მოდელები, ზომა, მოდელებს შორის განზხვავება, მოვლა, შენახვა.

საზვავე უსაფრთხოება ზამთრის საფეხმავლო ტურებზე

გადაუდებელი დახმარების კრებული ზამთრი (საძიებო გადამცემი, ნიჩაბი, ზონდი); გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ადგილზე (საზვავე საინფორმაცია ბარათი, ფერდობის დახრილობა, ექსპოზიცია, snowcard, საბაზისო ცოდნა); ფერდობის დახრილობის შეფასება და გაზომვა ადგილზე.

საზვავე-საძიებო აღჭურვილობის და ტექნიკის გამოყენება და შემოწმება UIMLA სტანდარტის შესაბამისად

 ერთი პირის მოყოლა ზვავში (სიგნალის ძებნა, მიახლოებითი ძებნა, ზუსტი ძებნა, სამიზნის მიგნება); ერთზე მეტი პირის მოყოლა ზვავში ( 2 პირი); ზვავში მოყოლილთა ამოთხრა;   

. სახელდახელო სამთო-სამაშველო ოპერაცია: 1 - ზვავში მოყოლილი ორი პირის მოძებნა 8 წუთში - ზვავის არეალი 60x60მ; მოყოლის სიღრმე - 80 სმ; სიგნალის ძებნა - მიახლოებითი ძებნა, ზუსტი ძებნა - სამიზნის მიგნება; 2 - ზვავში მოყოლილი ორი პირის მოძებნა 6 წუთში, უფრო ნაკლებ სიღრმეზე  უფრო პატარა Pad-ებით) - ზვავის არეალი 60x60მ; მოყოლის სიღრმე - 60 სმ; სიგნალის ძებნა - მიახლოებითი ძებნა, ზუსტი ძებნა - სამიზნის მიგნება.  

პირველადი დახმარება ადგილზე

 მოვლა (სპეციალურად ზვავში მოყოლილთა შემთხვევაში); დაწვენა; უსაფრთხოების ზომები; განგაშის ატეხა; დაშავებულების ევაკუაცია (ბივუაკის ტომრის ციგა, ბივუაკის ტომრის სხვადასხვა მოდელებით)

ბანაკის მოწყობა

დაბანაკების ადგილის შერჩევა: დაგეგმილი ან უახლოესი ბანაკი; საგანგებო ბანაკი; ობიექტური უსაფრთხოება (ქვათაცვენა, წყალმოვარდნა, მეტეოროლოგიური პროცესების განვითარება, მოქცევა ბანაკში, ორგანიზება ბანაკში)

 . სახელდახელო ზამთრის ბანაკის გაშლა: იგლუ „პანცერკნაკერ“ (სატანკო გამანადგურებელი); შიდა სივრცე, ზომა  ყინულთხრილი; ბივუაკის ტომარა; ტენტი; კარავი;

. იგლუს აგება: კონცეფცია, მომზადება ( თოვლის შემჭიდროება), ზომა, სამუშაო ადგილი (ბლოკების დახერხვა), აგების მეთოდი და ინსტრუქცია, ყინულთხრილი, ვენტილაცია, საჭირო ხელსაწყოება.

. თოვლის გამოქვაბული: ადგილის შერჩევა, ზომები, უსაფრთხოება, საფაერო მოწყობა, საძინებელი და ბარგის შესანახი სივრჩე.

. მზარეულობა: მადუღარ და წვის წყარო (გაზი, ბენზინი), კერის მოწყობა, კოცონი (ხანძარსაშიშროება), სურსათის შენახვა, სურსათის გადაყრა გარემოს დაბინძურების გარეშე.

. ჰიგიენა: ჰიგიენა ლაშქრობისას და რამდენიმედღიანი ტურებისას, საპირფარეშო, სხვა ქვეყნების პრაქტიკა.

. სახელდახელო ბანაკში გადაუდებელი დახმარების ნაკრები.

  სასწავლო კვირა II 

​საფეხმავლო  გამყოლის სასერტიფიკატო პროგრამა

კვირა:

II 

ლოკაცია:

სასწავლო გარემო C

სწავლის მეთოდი:

დემონსტრირება, პრაქტიკული სავარჯიშო, ინსტრუქტაჟი, პრაქტიკული მეცადინეობა.

სწავლის შედეგი:

3.ზამთრის საფეხმავლო ტურებზე სალაშქრო ტენიკის გამოყენება უსაფრთხოების პრინციპების დაცვით.

თემატიკა:

ზამთრის ტურების დაგეგმვა და ორგანიზება:
ლოკაციის შერჩევა, რუკაზე და კროკზე მარშრუტის დატანა, სათადარიგო გეგმა, ღამისთევის და ავარიული ღამისთევის ადგილების შერჩევა, ჯგუფის კონფიგურაცია, აღჭურვილობის შერჩევა.

ზამთარში  თოვლის ფეხსაცმელით სიარულის სხვადასხვა ტექნიკები ასვლა-დაშვებისას:

პარალელური ნაბიჯი 0-200 (თეძოს სიგანეზე); Duck Step დაახ. 200 -ს ზევით; Front Step დაახ. 250 -ს ზევით; გადასვლის ტექნიკები; დაშვების ტექნიკები (დაშვება ვარდნის ხაზზე (რბილი, ფხვნილივით თოვლი); Glide Step (მსუბუქი დაცურება ნაბიჯის პოზიციაში (მხოლოდ რბილ თოვლზე); პოზა; დაშვება მაგარ გრუნტზე; ციცაბო მიდამო; გაკვალვა სასიარულო თხილამურებით; მიდამოს წაკითხვა; მიდამოს მოცემულობების გამოყენება

ზამთარში ჯგუფის გაძღოლის ტექნიკა და ტაქტიკა:

ტურის დაგეგმვა ზამთრში, გასვლის დროების ორგანიზება, აღჭურვილობის შემოწმება, თოვლის გაკვალვა მონაწილეთათვის, ტემპი, ჯგუფების შედგენა, მოსასვენებელი ადგილები და შესვენებები, დღის ეტაპებად დაყოფა, დროის დაგეგმვა ზამთრში, გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნა + როლური თამაშები.

ტექნიკური და ტაქტიკური ღონისძიებები ჯგუფების გაძღოლისას ზამთარში:
ღონისძიებები და დაზღვევა განსხვავებულ გარემოში; გარემოს შესაფერისი სიარულის ტექნიკები; საზვავო-საინფორმაციო ბარათზე დაყრდნობით მიდამოში ზვავსაშიშროების შეფასება გამყოლის მიერ; დაზღვევა გარემოს სხვადასხვა მონაკვეთებზე; მარშრუტის შერჩევა და ორიენტირება გარემოში;

 

პრაქტიკული ორიენტირება მიდამოში:

ადგილსამყოფელის განსაზღვრა სიმაღლის მონაცემის საშუალებით რუკასთან ერთად; კომპასის ხმარება, მიდამოში ორიენტირების განსაზღვრა (მონაკვეთის გადაკვეთა წინ),

სახელდახელო სამთო-სამაშველო ოპერაციის ჩატარება ტურზე:

მეგზურის გადარჩენა; პირველადი დახმარება ადგილზე; დაშავებულების ევაკუაცია; დაზარალებულის ტრანსპორტირება თოვლიან რელიეფზე;

გამყოლობის საკვანძო კომპეტენციები ზამთრის სფეხმავლო ტურებზე გაძღოლისას:

კლიენტზე ზრუნვა; რისკების მართვა; ორიენტაცია და ნავიგაცია; ინტერპრეტაცია.                

ბუნებისა და გარემოს დაცვა: სამხარეო პრობლემატიკის გაცნობა; ბუნებისა და გარემოსთვის უვნებელი მეთოდების პრაქტიკაში რეალიზება; ბუნების მოფრთხილება ტურებში; ველური ბუნების სავანე / ველური ბუნების დაცული ტერიტორიები.

ბუნებისა და გარემოსთვის უვნებელი მეთოდების პრაქტიკაში რეალიზება:

თხილმარებით (თოვლის ფეხსაცმლით)       გარემოსთვის უვნებელად გადაადგილება; ადამიანი და ცხოველი ზამთარში; მარკირებულ მარშრუტებზე სიარული; დაცული ტერიტორიები და ნებართვები; დაცული ზონების გვერდის ავლა; ეკომეგობრული მგზავრობა.

მიღების წინაპირობები:

საკონკურსო ტური - გასაუბრება პროფესიის მოსინჯვის მეთოდით

 

. სახელმწიფოს მიერ აღიარებული, ავტორიზებული პროგრამა - „საფეხმავლო გამყოლი“-ს   სერტიფიკატი.

. ჯანმრთელობის ცნობა  (ფორმა 100)

. გადაუდებელი დახმარების ვალიდური სერტიფიკატი

. ფიზიკური მომზადება დღეში 6 – 8 საათიანი 1500 ჰმ-მდე ასასვლელი ტურებისთვის

. ტურების შესახებ ანგარიში, რომელშიც მითითებული იქნება მინიმუმ 20 ტურისტული ლაშქრობა (DAV სამთო გზის კატეგორია წითელი ან T3 SAC შკალა 1200ჰმ), 15 სამთო-ტურისტული ლაშქრობა (DAV სამთო გზის კატეგორია შავი ან T4 SAC შკალა 800ჰმ), 15 სამთო ტური მეტწილად უგზო მთიან მიდამოებში (UIAA სირთულის ხარისხი1-2, 600ჰმ) და ა.შ. ალპინისტური საქმიანობა.

 

 

კურსზე დაშვების ტექნიკური წინაპირობა

 

აპლიკანტი/მსმენელი ვალდებულია იქონიოს

  • 40-50 ლ ზურგჩანთა

  • თხილამუარები (თოვლის ფეხსაცმელი)

  • ზვავში ძებნის ხელსაწყო (ბიპერი)

  • საზვავე ზონდი

  • საზვავე ნიჩაბი

  • თოვლის ხერხი

  • თოვლის (ფენების შესწავლის აქსესუარები)

  • ზამთრის პირობებში ველურ ბუნებაში ყოფნის შესაბამისი პირადი აღჭურვილობა

    • C ანდ D კატეგორიის სალაშქრო/ალპურ ლაშქრობის ფეხსაცმელი

    • თერმო თეთრეული

    • დაბალი ტემპერატურების შესაბამისი შარვალი, ქურთუკი, ხელთათმანი, ქუდი

    • გამაში

    • წყალგაუმტარი დამცავი ფენა - შარვალი, ქურთუკი

    • -10, -15 საძილე ტომარა

    • საძილე ლეიბი

    • თავფანარი

    • წყლის მოსადუღებელი/საკვები მოსამზადებელი გაზქურა/ჭურჭელი

                                     კომპასი და რეგიონის რუკა

 

 

მსმენელი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ტრანსპორტირების, ცხოვრების და კვების ხარჯი.

 

ლოკაცია და აღჭურვილობა

მესტია და მისი შემოგარენი, იმერითი - ჭიათურა

 

(აღჭურვილობაში 2 კარავს და საველე ინვენტარს მივუთითებ, რაც ბალანსზე გვაქვს.)

სტუდენტების და მასწავლებლების სივრცე

სათვგადასავლო 
ტურიზმის
სკოლა

„სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“ დაარსდა 2016 წელს საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის, განათლების სამინისტროსა და მთის ტრასების სააგენტოს მიერ. სრულად დაფინანსებულ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მრავალფეროვან პროგრამებს უძღვებიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტები და აქ სწავლა თავისთავად განუმეორებელი თავგადასავალია. თქვენ თავისუფალი, შემოქმედებითი გარემო და დაუვიწყარი შეკრებები გელოდებათ. შედეგად კი ტურიზმის ყველაზე მზარდი, მოთხოვნადი და პერსპექტიული კარიერის სრულიად ახალ საფეხურზე გადახვალთ. შემოუერთდი თავგადასავალს!

პროგრამები ავტორიზებულია განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ. მათ უძღვებიან სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ექსპერტები - შესაბამის დარგში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი სერტიფიცირებული გამყოლები. სადიპლომო კურსებზე სწავლა ფინანსდება განათლების სამინისტროს ვაუჩერებით, ხოლო მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამები უნარების სააგენტოს მომზადება-გადამზადების პროგრამის ფარგლებში.

2021 წლიდან სკოლის დიპლომირებულ სამთო გამყოლებს და GMGA წევრებს ენიჭებათ სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMGA) წევრობა და შეუძლიათ პროფესიული საქმიანობა კავშირის 25 ქვეყანაში. მთის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციების კავშირში (UIMLA) გაწევრიანების პროცესი დაწყებულია საფეხმავლო გამყოლის პროგრამისთვისაც.

​საფეხმავლო  გამყოლის სასერტიფიკატო პროგრამა
​საფეხმავლო  გამყოლის სასერტიფიკატო პროგრამა

გამყოლთა მარათონი

„მთა-მთა გამყოლთა მარათონი“ არის პირველი მასშტაბური სათავგადასავლო ღონისძიება ტურიზმის პროფესიონალებისთვის. 2024 წლის მაისში, 2 ქალი და 2 კაცი სერტიფიცირებული გამყოლისგან შემდგარი 5 გუნდი გაემგზავრება 7-დღიან ექსპედიციაში, გზად მათ უნდა გადალახონ გამოწვევები სხვადასხვა სათავგადასავლო დისციპლინებში, მოახდინონ საკვანძო პროფესიული საგამყოლო უნარების დემონსტრირება და წარმოაჩინონ საქართველოს საუკეთესო სათავგადასავლო აქტივობები.

​საფეხმავლო  გამყოლის სასერტიფიკატო პროგრამა
​საფეხმავლო  გამყოლის სასერტიფიკატო პროგრამა

პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით

bottom of page