რა არის მთა-მთა?
„მთა-მთა გამყოლთა მარათონი“ არის პირველი მასშტაბური სათავგადასავლო ღონისძიება ტურიზმის პროფესიონალებისთვის. 2024 წლის მაისში, 2 ქალი და 2 კაცი სერტიფიცირებული გამყოლისგან შემდგარი 5 გუნდი გაემგზავრება 7-დღიან ექსპედიციაში, გზად მათ უნდა გადალახონ გამოწვევები სხვადასხვა სათავგადასავლო დისციპლინებში, მოახდინონ საკვანძო პროფესიული საგამყოლო უნარების დემონსტრირება და წარმოაჩინონ საქართველოს საუკეთესო სათავგადასავლო აქტივობები.
მთა-მთა მარათონი
რა საკონკურსო დისციპლინებს
მოიცავს მარათონი?
მთა-მთა გამყოლთა მარათონი განსაკუთრებული მიმზიდველობის და სირთულის კომბინირებული სათავგადასავლო პროგრამაა, მასში თავმოყრილია საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმის სხვადასხვა აქტივობები ხმელეთსა თუ წყალზე და მოიცავს გამყოლის საკვანძო პროფესიული კომპეტენციების დემონსტრირებას.
საგამყოლო უნარების დემონსტრირება
გამყოლობა
საცხენოსნო ტურზე
გამყოლობა
ველო ტურზე
გამყოლობა
ჯომარდობის ტურზე
გამყოლობა 4X4
საექსპედიციო ტურზე
საკვანძო კომპეტენციები
კალენდარი
დღე 1
ქედელი
კონვოი: თბილისი - ქედელი -> Lost Ridge Ranch
ღონისძიებები:
-
მარათონის გახსნა
-
მედია ღონისძიებები
-
კონკურსი #1: გამყოლობა საცხენოსნო ტურზე
-
ღამისთევის და კვების ორგანიზება
-
მოდევენო დღის ტურის დაგეგმვა
-
MTA-MTA Chronicles
რატომ შეიქმნა
გამყოლთა მარათონი?
ჩვენი პროექტი ემსახურება გიდების უნიკალური პროფესიის აღიარებას, დაფასებასა და პოპულარიზაციას, რადგან კარიერას სათავგადასავლო ტურიზმში შეუძლია გააძლიეროს ახალგაზრდები - საინტერესო, სიახლეებით სავსე, ჯანსაღ ცხოვრების წესთან ერთად, გამყოლებს აქვთ ღირსეული სამუშაო პირობები და ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო საქართველოში.
ეკონომიკური მიმზიდველობის გარდა, გამყოლის კარიერა უნიკალური გამოცდილებაცაა, რომელიც უზრუნველყოფს მრავალ შესაძლებლობას პიროვნული თუ პროფესიული განვითარებისთვის, და ამასთან ერთად, მოაქვს უამრავი სიკეთე როგორც ინდივიდების, ისე მათი ოჯახების, თემის და საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკური თუ სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის.
#გახდიგულშემატკივარი
ახალგაზრდების მოზიდვას და ჩართვას საინტერესო, მაღალშემოსავლიან პროფესიაში, მათი ღირსეული და წარმატებული მომავლისათვის
გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, არსებული სტერეოტიპების შემცირებას და ქალთა ჩართულობის წახალისებას
საქართველოს უნიკალური ბუნებრივი და ადამიანური რესურსების წარმოჩენას, ქვეყნის უსაფრთხო და ხარისხიან დანიშნულების ადგილად პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე
გამყოლების, მაშველების, სათხილამურო მასწავლებლების და სხვა სათავგადასავლო ტურიზმის პროფესიების პოპულარიზაციას
პროფესიული განათლების, უნარების და სერტიფიცირების
პოპულარიზაციას
საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები თემების სოციო - კულტურულ ინტეგრაციას და მედეგობის გაძლიერებას;
პროექტი ემსახურება:
მისია და ხედვა
ჩვენი მისიაა საქართველომ დაიმკვიდროს ადგილი სათავგადასავლო ტურიზმის გლობალურად აღიარებულ ქვეყნებს შორის, როგორც მიმართულებამ, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო გამოცდილებას მოგზაურებისთვის, აწვდის მათ საერთაშორისო სტანდარტების მომსახურებას, მაღალკვალიფიციური ადგილობრივი გამყოლების და ტურიზმის სპეციალისტების მეშვეობით.
ჩვენ ვიღწვით იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ახალგაზრდები, მივაწოდოთ მათ საინტერესო კარიერისთვის და მაღალშემოსავლიანი დასაქმებისთვის აუცილებელი ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს არამხოლოდ უშუალოდ გამყოლების, არამედ მათი ოჯახების, თემის, რეგიონისა და მთელი ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, ხელს შეუწყობს რეგიონებში სიღარიბის დაძლევისა და მიგრაციის შემცირებას.
ჩვენ გვჯერა, რომ ტურიზმი არის პოზიტიური ცვლილებების ძლიერი კატალიზატორი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს თანაბარი შესაძლებლობები, ღირსეული ანაზღაურება და საყოველთაო კეთილდღეობა.
-
როგორ შეიქმნა მარათონი „მთა-მთა“2021 წელს, აშშსაელჩომ გამოაცხადა საგრანტო კონკურსისი ავტორიზებული პროფესიული სასწავლებლებისთვის. ამ კონკურსის მისია - პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, უნარების განვითარების ხელშეწყობა ეროვნულდონეზე, სტერეოტიპების და სტიგმებისდამარცხება დაუნარების ეკოსისტემაში ქალების ჩართულობის გაზრდა სრულიადპასუხობდა სათავგადასავლო ტურიზმის სკოლისღირებულებს დასტრატეგიულ მიზნებს, შესაბამისად, ჩვენინდუსტრიულ პარტნიორებთან - Lost Ridge Ranch, ABK MTA, დამფუძნებლებთან - საქართველოს სამთოგამოყოლთა ასოციაცია, საქართველოს განათლების სამინისტრო დაუნარების სააგენტოსთან ერთად ჩვენშევქმენით საკონკურსო პროექტი „გამყოლთა მარათონიმთა-მთა“, რომელმაც გაიმარჯვაკდეც აშშსაელჩოს კონკურსში.
-
მარათონის მისიამთა-მთასრულიად გამორჩეული პროფესიის - სათავგადასავლო ტურიზმისგამყოლის პროფესიისაღიარების, დაფასებისდა პოპულარიზაციისთვის შეიქმნა. ეკონომიკური მიმზიდველობის გარდა, გამყოლობა უნიკალურიგამოცდილებაა ახალაგზრდა ადამიანების პიროვნულითუ საქმიანიგანვითარებისთვის დაამასთან ბევრისიკეთე მოაქვსმათი ოჯახების, თემის დასაბოლოოდ ეროვნულდონეზე. გამყოლთა მარათონიმთა-მთა 2023 იქნება საქართველოში პირველი კონკურსისათავგადსავლო უნარებში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდსერტიფიცირებული გამყოლები. #გახდიგამყოლი - ისმოწოდებაა რომლიციქცა სათავგადასავლო ტურიზმის სკოლისკურსდამთავრებულების, სტუდენტების, გულშემატკივრების მთავარი მოწოდებაახალგაზრდა თაობისადმი.
-
მარათონის მოტოსრულიად საპირისპიროდ გაბატონებული სტერეოტიპისა რომ გამყოლობამამაკაცური პროფესიაა, საგამყოლო საქმიანობისთვის აუცილებელი თვისებები - ლიდერობა, გადაწყვეტილების მიღების უნარი, სტუმარზე ზრუნვა, რისკების მართვა, დაგეგმვა დაა.შ. თანაბრად აქვთქალებს დამამაკაცებს. ამიტომ, საზოგადოებისთვის ამრეალობის უკეთგასაცნობად მარათონშიმონაწილეობას იღებენ 2 ქალისა და 2 მამაკაცისგან შემდგარი 5 გუნდი.
-
მარათონის ფილოსოფია. მთა-მთა - შეჯიბრი თუ მოგზაურობა?გამყოლთა მარათონისაქართველოში პირველისათავგადასავლო უნარებისკონკურსია, რომელშიცმონაწილობას მხოლოდსერტიფიცირებული პროფესიონალები - სამთო, სათხილამურო, საფეხმავლო და სხვასათავგადსავლო ტურიზმისგამყოლები მიიღებენ. მთაში, წყალზე, მღიმეშითუ ჰაერში - პროფესიონალი გამყოლისსაქმე სტუმრისთვის უნიკალურიკულტურული, ემოციური, სულიერი გამოცდილების გაზიარებაა ისე, რომ ისინიოჯახებს ჯანმრთელები და ბედნიერები დაუბრუნდნენ. გამყოლის უპირატესისაზრუნავი სტუმრებისჯანმრთელობა დაუსაფრთხოებაა. ამიტომ, გამყოლის პროფესიაშორს დგასექსტრემალობისგან - საპირისპიროდ, ფორმალურიწვრთნის გზითგამყოლები სწავლობენთუ როგორმიაღწიონ დასახულმიზანს ურთულეს, ხიფათით აღსავსეგარემოში რისკებისმართვის დასტუმარზე ზრუნვისპრინციპების დაცვით. ამ პრინციპებზე და ღირებულებებზე დგას მარათონშიგამარჯვებულების გამოვლენის მეთოლოგიაც - მარათონის მონაწილეები არ იბრძვიანპირველობისთვის. მთა-მთა ექსტრემალურ პირობებში საუკეთესო საგამყოლო უნარების დემონსტრირების ტურნირია და არა შეჯიბრი სპორტის ექსტრემალურ სახეებში.
-
რა საკონკურსო დისციპლინებს მოიცაცს გამყოლთა მარათონი?გამყოლთა მარათონიმთა-მთაგანსაკუთრებული მიმზიდველობის და სირთულისკომბინირებული სათავგადასავლო პროგრამაა - მარათონის ერთიკვირაში თამოყრილია საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმის სხვადასხვა აქტივობები ხმელეთსადა წყალზე - რთულ ლანდშაფტზე გადაადგილება დანავიგაცია 4X4 ავტომობილებით, ალპინიზმი, სკი-ტურინგი, ღამისთევის და კვებნის ორგანიზება ღიაცის ქვეშ, ცხენით ტურიზმი, ჯომარდობა და ველოტურიზმი. სათავგადასავლო ტურიზმის პროფესიული საგანმანათლებლო პორტფელის განვითარებასთან ერთად, მომავალში მარათონს დაემატება სხვა დისციპლინებიც, ჩატარდება შესარჩევი რეგიონალური ტურები დისციპლინების მიხედვით. 8 დღის განმავლობაში ამქსკლუზიური ტურის 5 გუნდი 4X4 ავტმომანქანებით გაივლის 1000კილომეტრს დაგადალახავს ამდისციპლინებისთვის დამახასიათებელ ბუნებრივ წინააღმდეგობებს - შესაბამისი ტექნიკურიდა ფიზიკურიმომზადებით, რისკებისმართვით, სტუმრებზეზრუნვით დაერთმანეთისთვის განუმეორებელი გამოცდილების მინიჭებით - ისე, როგორცამას სერტიფიცირებული გამყოლები განახორციელებენ თავიანთი პროფესიული საქმიანობისას.
-
მარათონის მონაწილეებიგამყოლთა მარათონი „მთა-მთა“ არისპირველი ეროვნული მასშტაბის პროფესიული სათავგადასავლო უნარების კონკურსი სერტიფიცირებული გამყოლებისთვის. მარათონში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოაქლაქეს, რომელსაც გავლილი აქვს სახელმწიფოს მიერ ავტორიზირებული სათავგადსავლო ტურიზმის რომელი პროგრამა და მიღებული აქვს წარმატებით დასრულების დამადასტურებელი, სახელმწიფოს მიერ აღარებული დიპლომი ან სერტიფიკატი. მარათონი გუნდურიღონისძიება. მარათონშიმონაწილეობას იღებს 2 ქალის და 2 კაცისგან შემდგარი 5 გუნდი - სულ 20 მონაწილე. გუნდებიდაკომპლექტდება სხვადასხვა კომპეტენციების სერტიფიცირებული (სამთო, საფეხმავლო, სათხილამურო, ალპური) გამყოლებისგან ისე, რომ თითოეულგუნდში თანაბრადიყოს გადანაწილებული სხვადასხვა დისციპლინების და უნარებისმქონე მონაწილეები და გუნდებისსასტარტო პირობებიიყოს გათანაბრებული ყველა დასაძლევგამოწვევასთან მიმართებაში; მარათონის დაწებამდე 10 დღით ადრეყველა მონაწილეერთდროულად გაივლისწვრთნას იმდისციპლინებში, რომელშიცმათ მიერდაკომპლექტებულ გუნდებსმოუწევთ მონაწილეობა.
-
კონკურსების შეფასების მეთოდოლოგია და პრინციპებიგამყოლთა მარათონის კუნკურსები ეფუძნებასხვადასხვა სათავგადასავლო ტურიზმის პროფესიების სასასწავლო მოდულებს. პროფესიული სწავლების სპეციფიკიდან გამომდინარე, მოდულებს გავყავართ სხვადასხვა შედეგებზე, მათ შორისაა მარათონისთვის შერჩეული კომპეტენციებიც: 1. გამყოლობა ცხენით ტურიზმში 2. გამყოლობა ოვერლენდ ტურზე და ნავიგაცია საგზაო რუკის გამოყენებით 3. გამყოლობა ოვერლენდ ტურზე და ნავიგაცია GPS კოორდინატებით 4. გამყოლობა ჯომარდობის ტურზე 5. გამყოლობა ველოტურზე 6. გამყოლობა ალპინისტურ მარშრუტზე 7. გამყოლობა სკიტურზე 8. ღამისთევა სათავგადასავლო ტურზე 9. ინციდენტზე რეაგირება სათავგადასავლო ტურზე 10. გამყოლობა 4X4 ტურზე თითოეულ დისციპლინაში მონაწილის კომპენტენციების დასადგენად იმართება კონკურსი, რომელიც თავისი ფორმით და შინაარსით იმეორებს შუალედური და საკვალიფიკაციო გამოცდების ფორმას და შინაარსს. ექსპერტები შეაფასებენ როგორც დავალებისშესრულების დროს, ფიზიკურკონდიციას დატექნიკური უნარებსისე, საგამყოლოხელოვნების საკვანძოკომპეტენციებს - რისკების მართვას, სტუმარზე ზრუნვას, ორიენტაცია ნავიგაციას, ტურის დაგეგმვას, ღამისთევის დაკვების ორგანიზებას და ინციდენტებზე რეაგირებას. მარათონის კონკურსების შედეგების შეფასება კომპლექსური პროცესია. დისციპლინის მენეჯერი და ექსპერტების გუნდი შეაფასებენ - დავალების შესრულების დროს - მონაწილეების ფიზიკურ კონდიციას - მონაწილეების პროფესიის სპეციფიკურ ტექნიკურ უნარებს - საგამყოლო საქმიანობის საკვანძო კომპეტენციებს: · რისკების მართვა · სტუმარზე ზრუნვა · ორიენტაცია ნავიგაციას · ტურის დაგეგმვა · ღამისთევის ორგანიზება · კვების ორგანიზება · ინციდენტებზე რეაგირება პროფესიისთვის სპეციფიური ტექნიკური უნარების და საკვანძო კომპეტენციების გარდა, მარათონის ექსპერტ გუნდი დააკვირდება და შეაფასებს ტრანსფერულ უნარებს: • სამუშაოს ორგანიზება და (თვით) მართვა, • (ინფორმაცია,) კომუნიკაცია და ინტერპერსონალური უნარები და • პრობლემის გადაჭრა, ინოვაცია დაკრეატიულობა. მარათონის მონაწილე გუნდები განიხილება ერთ ორგანიზმად, შესაბამისად, გუნდის წევრების ინდიდუალური შედეგები დაჯამდება და ასე მიიღება საბოლოო შეფასება.
დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს პროფესიული განათლების
ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.
Funded Through the TVET Support Program, U.S. Embassy in Georgia