top of page
​ჯომარდობის ტურის გამყოლი

ჯომარდობის ტურის გამყოლი

​ჯომარდობის ტურის გამყოლი
​ჯომარდობის ტურის გამყოლი

ჯომარდობის
ტურის გამყოლი

 პროფესიული გადამზადების პროგრამა 

კურსზე მსმენელთა რაოდენობა:

10 მსმენელი

კურსის ჩატარების პერიოდი: 

20 ოქტომბერი 2023 – 20 ნოემბერი 2023

(კურსის დაწყების და მსვლელობის თარიღებთან დაკავშირებით რეგისტრირებული მსურველები დამატებით მიიღებენ ინფორმაციას)

ხანგრძლივობა:

პროგრამა ხორციელდება 1 თვის განმავლობაში. საერთო ხანგრძლივობა - 3 კვირა (110 სთ)

ლოკაციები:

ცაგერის რაიონი, სოფ. ალპანა

განმახორციელებელი პარტნიორები:

ი/მ თომა ფრუიძე

პროგრამის ღირებულება: 

სწავლის საფასური დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ. კურსზე ჩარიცხული მსმენელი ვალდებული იქნება დაფაროს საკუთრი ტრანსპორტირების, კვების და ცხოვრების ხარჯი;  იქონიოს პირადი აღჭურვილობა.

​ჯომარდობის ტურის გამყოლი

პროგრამის შესახებ

პროფესიული გადამზადების პროგრამა გათვალისწინებულია ჯომარდობის პრაქტიკოსი გამყოლებისთვის. სწავლება მოიცავს, როგორც ჯომარდობის ზოგად ნაწილს ( ჯომარდობის სახეობების და ტექნიკური მახასიათებლების, საწყლოსნო უსაფრთხოების წესების აღწერა, აუცილებელი ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა, საჯომარდო ტურის განხორციელება) ასევე, სათავგადასავლო ტურიზმის ძირითად კომპეტენციებს (ტურის დაგეგმვა, სტუმარზე ზრუნვა, რისკების მართვა და ინციდენტებზე რეაგირების პრინციპები, ორიენტირება-ნავიგაცია, პირველადი გადაუდებელი დახმარება). 

პროგრამა ხორციელდება სპეციფიურ გარემოში, მდინარეზე და მდინარის პირას. პროგრამით გათვალისწინებული თეორიული ნაწილიც ისწავლება საველე პირობებში ინსტრუქტაჟის გზით, მაგრამ ასევე შესაძლებელია განხორციელდეს ონლაინ, ელექტრონული სწავლების ფორმით. პროგრამის ფარგლებში, ექსპერტების მუდმივი დაკვირვებით და ხელმძღვანელობით,
განხორციელდება სასწავლო საჯომარდო ტურები.
 

პროგრამის ხანგრძლივობაა 3 კვირა, 110 საათის მოცულობით. 

პროგრამის თემატურ საკითხებს გაუძღვებიან შესაბამისი პროფილის პედაგოგები და ექსპერტები.

პროგრამის დამთავრების შემდეგ, კურსდამთვრებულს ექნება ცოდნა, უნარი და გამოცდილება, რომ უსაფრთხოდ და კომპეტენტურად მართოს საჯომარდო ნავი (RAFT), ეცოდინება მდინარეზე სამაშველო სამუშაოების განხორციელების ძირითადი პრინციპები, მდინარეზე დაშვებასთან დაკავშირებული რისკების შეფასება და სამაშველო სამუშაოს დაგეგმვა, სამაშველო სამუშაოს ჩატარება ინდივიდუალურად და ჯგუფურად, საჯომარდო ტურის განხორციელება, ნავის მართვის ტექნიკა, საჯომარდო ნავის აღჭურვილობის სტანდარტები, მოვლა და შენახვა, ინსტრუქტაჟის ჩატარება; მას შეეძლება გაუძღვეს ტურისტს/ტურის-ტების ჯგუფს 2 კატეგორიის საწყლოსნო მარშრუტზე. 

კურსდამთვრებული მიიღებს 2-ე დონის გამყოლის ლიცენზიას და უფლება ექნება იმუშაოს საჯომარდო გიდად 2-ე კატეგორიის სირთულის მქონე მდინარეზე.

#გახდიჯომარდობისტურისგამყოლი

სწავლის შედეგები და თემატიკა

 სწავლის შედეგი 1  

პირველადი გადაუდებელი დახმარება

 სწავლის შედეგი 2 

შესავალი

სათავგადასავლო ტურიზმში

 სწავლის შედეგი 3 
მდინარეზე სამაშველო სამუშაოების განხორციელების ძირითადი პრინციპები

 სწავლის შედეგი 4 
მდინარეზე დაშვებასთან დაკავშირებული რისკების შეფასება და სამაშველო სამუშაოების დაგეგმვა

First Aid Kit
​ჯომარდობის ტურის გამყოლი
​ჯომარდობის ტურის გამყოლი
​ჯომარდობის ტურის გამყოლი

 სწავლის შედეგი 5 
სამაშველო სამუშაოების ჩატარება ინდივიდუალურად და ჯგუფურად

​ჯომარდობის ტურის გამყოლი

 სწავლის შედეგი 6 
საჯომარდო ტურის განხორციელება

​ჯომარდობის ტურის გამყოლი

 სწავლის შედეგი 7 
ნავის მართვის ტექნიკა

​ჯომარდობის ტურის გამყოლი

 სწავლის შედეგი 8 
საჯომარდო ნავის და აღჭურვილობის სტანდარტები, მოვლა და შენახვა

​ჯომარდობის ტურის გამყოლი

 სწავლის შედეგი 9 
ინსტრუქტაჟის ჩატარება

​ჯომარდობის ტურის გამყოლი

კვირა:


ლოკაცია:

ქუთაისი

სწავლების მეთოდი:

პრაქტიკული მეცადინეობა, დემონსტრირება, ინსტრუქტაჟი

თემატიკა:

პირველადი დახმარების მნიშვნელობა და პოზიციები; გულის გაჩერება  და გულ-ფილტვის რეანიმაცია; სასუნთქი გზების უცხო სხეულით დახშობა; სისხლდენის შეჩერება; გადაუდებელი ტრავმის საბაზისო მართვა და ნახვევების დადება; ჭრილობების, დამწვრობის, მართვა; სითბური დაკვრის, მოყინვის, ჰიპოთერმიის შემთხვევის მართვა; ცხოველების ნაკბენების მართვა.

კვირა:

II


ლოკაცია:

სოფ. ალპანა

სწავლების მეთოდი:

დემონსტრირება, ინსტრუქტაჟი, პრაქტიკული მეცადინეობა

თემატიკა:

სტუმარზე ზრუნვა სათავგადასავლო ტურზე; რისკების მართვის და ინციდენტებზე რეაგირების პრინციპები; ტურის დაგეგმვა; ორიენტირება და ნავიგაცია.

კვირა:

II


ლოკაცია:

სოფ. ალპანა

სწავლების მეთოდი:

დემონსტრირება, ინსტრუქტაჟი, პრაქტიკული მეცადინეობა

თემატიკა:

სამაშველო ფილოსოფია და პრიორიტეტები; პრაქტიკული გაიდლაინები მდინარეში სამაშველო სამუშაოებისას.

კვირა:

II


ლოკაცია:

სოფ. ალპანა

სწავლების მეთოდი:

დემონსტრირება, ინსტრუქტაჟი, პრაქტიკული მეცადინეობა

თემატიკა:

ჰიდროლოგია და საფრთხეები; რისკების შეფასება და შემთხვევის მენეჯმენტი; ინციდენტის შეფასება; სამაშველო ფაზების დაგეგმვა.

კვირა:

II

ლოკაცია:

სოფ. ალპანა

სწავლების მეთოდი:

დემონსტრირება, ინსტრუქტაჟი, პრაქტიკული მეცადინეობა

შეფასება:

სამაშველო აღჭურვილობა და უსაფრთხოება; პირადი აღჭურვილობა; ტექნიკური და გუნდური აღჭურვილობა; სამაშველო ტექნიკა:მდინარეში ცურვის ტექნიკა; დაზარალებულის გამოყვანა წყლიდან; სამუშაოების მართვის ვარიანტები; ჯგუფური მუშაობის მენეჯმენტი; ჯგუფურად მუშაობა წყალში: სასროლი თოკის გამოყენება; დაზღვევის სისტემები; კვანძები და ანკერები; გამწევი სისტემები; დაზარალებულის გამოყვანა ნავის საშუალებით; გაჭედილი ნავის გათავისუფლება.

კვირა:

III


ლოკაცია:

სოფ. ალპანა

სწავლების მეთოდი:

დემონსტრირება, ინსტრუქტაჟი, პრაქტიკული მეცადინეობა

თემატიკა:

კანონმდებლობა და რეგულაციები; ჯომარდობის ლოკაციის შერჩევა; მდინარეში შესვლის და გამოსვლის ადგილების დაგეგმვა, მომზადება; აღჭურვილობის შემოწმება და კონტროლი.   

კვირა:

III


ლოკაცია:

სოფ. ალპანა

სწავლების მეთოდი:

დემონსტრირება, ინსტრუქტაჟი, პრაქტიკული მეცადინეობა

თემატიკა:

საჯომარდო ნავი, ნავების სახეობები; ნავის მართვის საკვანძო მეთოდები; მდინარის სახეობები და გრადაცია; წინააღმდეგობები წყალში; გამდინარე სისტემა.

კვირა:

III


ლოკაცია:

სოფ. ალპანა

სწავლების მეთოდი:

დემონსტრირება, ინსტრუქტაჟი, პრაქტიკული მეცადინეობა

შეფასება:

დემონსტრირება, ინსტრუქტაჟი, პრაქტიკული მეცადინეობა
თემატიკა:   ნავის მოვლის ძირითადი პრინციპები; გიდის აღჭურვილობა, კლიენტის აღჭურვილობა, ნავის აღჭურვილობა; აღჭურვილობის მოვლა და შენახვა;

კვირა:

III


ლოკაცია:

სოფ. ალპანა

სწავლების მეთოდი:

დემონსტრირება, ინსტრუქტაჟი, პრაქტიკული მეცადინეობა

შეფასება:

დემონსტრირება, ინსტრუქტაჟი, პრაქტიკული მეცადინეობა
თემატიკა:  ნავთან მისვლა, ნავში ჩაჯდომა, ნავში მოქცევის ძირითადი პრინციპები და წესები. 

მიღების წინაპირობები:

  • აპლიკანტს 1 წლის განმავლობაში განხორციელებული უნდა ქონდეს 10 დაშვება ან 20 საათზე მეტი გატარებული 2 - ე კატეგორიის სირთულის მდინარეზე.

    აპლიკანტთა შერჩევის ფორმა: გასაუბრება პროფესიის მოსინჯვის მეთოდით.

  • კურსზე დასასწრებად აპლიკანტმა / მსენელმა უნდა იქონიოს:

  • სამაშველო ჟილეტი

  • ჩაფხუტი

  • ჰიდროკოსტუმი 3 მმ. 

  • სასროლი თოკი 20 მ.

  • კარაბინი ჩამკეტით 3 ც.

  • ბრტყელი თოკი 3 მ. 

  • პრუსიკი 2 ც.

  • დანა

  • სასტვენი. 

სათვგადასავლო 
ტურიზმის
სკოლა

„სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“ დაარსდა 2016 წელს საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის, განათლების სამინისტროსა და მთის ტრასების სააგენტოს მიერ. სრულად დაფინანსებულ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მრავალფეროვან პროგრამებს უძღვებიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტები და აქ სწავლა თავისთავად განუმეორებელი თავგადასავალია. თქვენ თავისუფალი, შემოქმედებითი გარემო და დაუვიწყარი შეკრებები გელოდებათ. შედეგად კი ტურიზმის ყველაზე მზარდი, მოთხოვნადი და პერსპექტიული კარიერის სრულიად ახალ საფეხურზე გადახვალთ. შემოუერთდი თავგადასავალს!

პროგრამები ავტორიზებულია განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ. მათ უძღვებიან სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ექსპერტები - შესაბამის დარგში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი სერტიფიცირებული გამყოლები. სადიპლომო კურსებზე სწავლა ფინანსდება განათლების სამინისტროს ვაუჩერებით, ხოლო მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამები უნარების სააგენტოს მომზადება-გადამზადების პროგრამის ფარგლებში.

2021 წლიდან სკოლის დიპლომირებულ სამთო გამყოლებს და GMGA წევრებს ენიჭებათ სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMGA) წევრობა და შეუძლიათ პროფესიული საქმიანობა კავშირის 25 ქვეყანაში. მთის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციების კავშირში (UIMLA) გაწევრიანების პროცესი დაწყებულია საფეხმავლო გამყოლის პროგრამისთვისაც.

​ჯომარდობის ტურის გამყოლი
​ჯომარდობის ტურის გამყოლი

გამყოლთა მარათონი

„მთა-მთა გამყოლთა მარათონი“ არის პირველი მასშტაბური სათავგადასავლო ღონისძიება ტურიზმის პროფესიონალებისთვის. 2024 წლის მაისში, 2 ქალი და 2 კაცი სერტიფიცირებული გამყოლისგან შემდგარი 5 გუნდი გაემგზავრება 7-დღიან ექსპედიციაში, გზად მათ უნდა გადალახონ გამოწვევები სხვადასხვა სათავგადასავლო დისციპლინებში, მოახდინონ საკვანძო პროფესიული საგამყოლო უნარების დემონსტრირება და წარმოაჩინონ საქართველოს საუკეთესო სათავგადასავლო აქტივობები.

​ჯომარდობის ტურის გამყოლი
​ჯომარდობის ტურის გამყოლი

პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით

bottom of page