top of page

დასავლეთ საქართველოში პარტნიორებთან ვიზიტის ანგარიში

თარიღი: 4-6 აპრილი  -2023 წელი

რეგიონი:  იმერეთი - სამეგრელო- ქვემო სვანეთი- რაჭა - ლეჩხუმი

მარშუტი : თბილისი- წყალტუბო- ქუთაისი- წალენჯიხა - მარტვილი- ლენტეხი- ცაგერი- ამბროლაური- ონი- თბილისი

USAID-ის საგრანტო პროგრამის “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის”  განხორციელების ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს პარტნიორებთან ვიზიტი კერძო და საჯარო პარტნიორობის განხილვის მიზნით

4 აპრილი 

რეგიონი : იმერეთი

ლოკაცია: წყალტუბო- ქუთაისი

4 აპრილი 2023

დასავლეთ საქართველო

WEST POINT

  • შეხვედრა სპელეო კლუბთის წარმომადგენლებთან : შეხვედრაზე განხილული იქნა სპელეო გიდის კურსის სასწავლო პროცესისთვის განკუთვნილი გარემო  და მღვიმეები, პარტნიორებთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი სამი წლის ვადით. შედგენილია პროგრამის ლოკაციის პასპორტი.

  • საქართველოს კანიონინგის ფედერაციის წარმომადგენლებთან - განხილული საკითხები  პროგრამის განხორციელების ლოკაციები, და სწავლების სპეციფიკა. გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი 3 წლის ვადით.

  • ქუთაისის ტურიზმის ცენტრის  ორგანიზებით, ა. წერეთლის სახელობის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრაშეხვედრას ესწრებოდა21 სტუდენტიდა უნივერსიტეტის პროფესორი ტურიზმის მიმართულებით.შეხვედრის ფარგლებშიგაკეთდა პრეზენტაციასათავგადასავლო ტურიზმის სკოლის და მისი პროგრამების შესახებ, გაიმართა საუბრებიგიდის პროფესიის შესაძლებლობებზე და მნიშვნელობაზე.სამი სტუდენტი დაინტერესდა საფეხმავლო გამყოლის კურსზე ჩაბარებით.დაიგეგმა მომავალი შეხვედრა და პატარა ლექციაარაფორმალურ გარემოში, გიდის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით

  • შეხვედრა  წყალტუბოს სპორტის და ახალგაზრდობის განყოფილების ხელმძღვანელთან : განხილული   იქნა მომავალი პარტნიორობა სათავგადასავლო ტურიზმის ლიდერის  პროგრამაზე სკოლის მოსწავლეების კვების და ტრანსპორტირების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებითგასაფორმებელია მემორანდუმი

  • ქუთაისის ტურიზმის ცენტრის  ორგანიზებით, ა. წერეთლის სახელობის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრაშეხვედრას ესწრებოდა21 სტუდენტიდა უნივერსიტეტის პროფესორი ტურიზმის მიმართულებით.შეხვედრის ფარგლებშიგაკეთდა პრეზენტაციასათავგადასავლო ტურიზმის სკოლის და მისი პროგრამების შესახებ, გაიმართა საუბრებიგიდის პროფესიის შესაძლებლობებზე და მნიშვნელობაზე.სამი სტუდენტი დაინტერესდა საფეხმავლო გამყოლის კურსზე ჩაბარებით.დაიგეგმა მომავალი შეხვედრა და პატარა ლექციაარაფორმალურ გარემოში, გიდის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით

5 აპრილი 

რეგიონი:  სამეგრელო

მარშუტი : - წალენჯიხა - მარტვილი

5 აპრილი

დასავლეთ საქართველო

WEST POINT

  • წალენჯიხა

 

სოფ . ჩქვალერი ვიზიტი საცხენოსნო პროგრამის მომავალ პარტნიორთან- კორნელი შეროზია. პროგრამის განხორციელების ნაწილში მისი პარტიონობის განხილვა, აღჭურვილობის, სასწავლო გარემოს, მარშუტების აღწერა. იხ. დანართი ლოკაციის პასპორტი.

  • წალენჯიხა:

შეხვედრა ვიცე მერთან-  თამარ ბელქანიასთანგანხილული საკითხები:  სათავგადასალო ტურიზმის სკოლის და სამთო გამყოლთა ასოციაციის მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობა „სათავგადასავლო ტურიზმის ლიდერის პროგრამის“  განხორციელების ფარგლებში. გამოთქვა თანამშრომლობისთვის მზადყოფნა, სკოლის მოსწავლეების კვების და ტრანსპორტირების ხარჯების მობილიზება,  უსაფრთხო საბანაკე ადგილის გამოყოფა.

  • წალენჯიხა

 

შეხვედრა კანიონინგის კლუბი „ახრა“ წარმომადგენელთან - ალექს შანავა.  აქვს აღჭურვილობა და თანახმაა

  • მარტვილი - შეხვედრა მერთან - თორნიკე ჯანაშია

განხილული საკითხები:  სათავგადასალო ტურიზმის სკოლის და სამთო გამყოლთა ასოციაციის მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობა „სათავგადასავლო ტურიზმის ლიდერის პროგრამის“  განხორციელების ფარგლებში.

 გამოთქვა თანამშრომლობისთვის მზადყოფნა, სკოლის მოსწავლეების კვების და ტრანსპორტირების ხარჯების მობილიზება,  უსაფრთხო საბანაკე ადგილის გამოყოფა.

გასაფორმებელია თანამშრომლობის  მემორანდუმი

  • მარტვილი : შეხვედრა რეგიონის წარმომადგენელთან -

დასაგეგმია ვიზიტი და შეხვედრა სკოლებთან პროგრამაში ჩართულობასთან დაინტერესების მიზნით

6 აპრილი 

რეგიონი:  რაჭა - ლეჩხუმი ქვემო სვანეთი

მარშუტი : - ლენტეხი, ცაგერი, ამბროლაური, ონი

4 აპრილი 2023

დასავლეთ საქართველო

WEST POINT

  • ლენტეხი:

-ვიზიტი ლენტეხის მერიაში : გია ონიანთან;

-ზაფხულის ბანაკის დეტალების განხილვა, აღჭურვილობის აღწერა;

-სათავგადასავლო ტურიზმის ლიდერის პროგრამისთვის საბანაკე ადგილის ნახვა მუაშში;

-შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან-  ზაფხულის ბანაკის შესახებ  მოლოდინების გაზიარება;

-საცხენოსნო პროგრამის შესაძლო პარტნიორთან შეხვედრა.

  • ვიზიტი ლეჩხუმში, ალპანაში  საჯომარდო ბანაკის ტერიტორიის  მონახულება.

  • ვიზიტი ონის მერიაში - სერგი ხიდეშელთან და ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელთან - მანანა ჩაგელიშვილი  

განხილული საკითხები:  სათავგადასალო ტურიზმის სკოლის და სამთო გამყოლთა ასოციაციის მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობა „სათავგადასავლო ტურიზმის ლიდერის პროგრამის“  განხორციელების ფარგლებში.

 

გამოთქვა თანამშრომლობისთვის მზადყოფნა, სკოლის მოსწავლეების კვების და ტრანსპორტირების ხარჯების მობილიზება,  უსაფრთხო საბანაკე ადგილის გამოყოფა.

- საბანაკე აღჭურვილობის მობილიზება (საკლასო  ოთახის/სამზარეულოს კარავი/  1  ადგილიანი კარვები )

- გასაფორმებელია თანამშრომლობის  მემორანდუმი.

  • ვიზიტი ამბროლაურის მერიაში  ტურიზმის სამსახურის წარმომადგენელთან - ქრისტინე ....

 

განხილული საკითხები:  სათავგადასალო ტურიზმის სკოლის და სამთო გამყოლთა ასოციაციის მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობა „სათავგადასავლო ტურიზმის ლიდერის პროგრამის“  განხორციელების ფარგლებში.

გამოთქვა თანამშრომლობისთვის მზადყოფნა, სკოლის მოსწავლეების კვების და ტრანსპორტირების ხარჯების მობილიზება,  უსაფრთხო საბანაკე ადგილის გამოყოფა.

მათი მხრიდან გამოითქვა თანამშრომლობის სურვილი თუმცა რეგიონში გავრცელებული ცოფის გამო ელოდებიან სიტუაციის დასტაბილურებას

შემოთავაზება იქნა კოლეჯ - „ ერქვნთან „  თანამშრომლობაზე

  • სოფელი წესი: შეხვედრა საცხენოსნო პარტნიორთან  - ლაშა ჯოხაძე

 

განხილული იქნა მომავალი თანამშრომლობის საკითხი საცხენოსნო გამყოლის პროგრამის ფარგლებში.

ლოკაციაზე არის თავლა, აღჭურვილობა, გარემო რინგისთვის,კურსზე მსმენელთათვის საბანაკე ტერიტორია.

მოხდა აღჭურვილობის და გარემოს აღწერა იხ დანართი: „ლოკაციის პასპორტი „

სათავგადასავლო ტურიზმის ლიდერი

პროფესიის შესავალი კურსი

ლოკაცია:

დასავლეთ საქართველო

ხანგრძლივობა:

7 დღე

დონე:

მიღება შესაძლებელია 8-დან 12 კლასამდე სკოლის მოსწავლისთვის

სერტიფიცირება:

შესავალი კურსის სერტიფიკატი

კურსის შესახებ

სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში დასაქმებული კადრების - საფეხმავლო, ალპური, სათხილამურო, სამთო, საცხენოსნო, ჯომარდობის, ველოტურიზმის და ა.შ. გამყოლების პროფესიული მომზადების საფუძველში დევს აიზო 21102 საერთაშორისო სტანდარტი - სათავგადასავლო ტურიზმის ლიდერები - პერსონალის კომპეტენხია, რომელიც განსაზღვრავს იმ მინიმალურ მოთხოვნებს რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სათავგადასავლო ტურიზმში დასაქმებული ნებისმიერი პირი. მათ შორისაა რისკების მართვა, სტუმარზე ზრუნვა, ორგანიზაციული უნარები, პუნქტუალურობა და ა.შ.

ამავდროულად, სათავაგადასავლო ტურიზმის ყოველი პროფესიულ მიმართულება ეყრდნობა კონკრეტულ ფიზიკურ, ტექნიკურ უნარებს და გამოცდილებას სხვადასხვა სამთო, საწყალოსნო და ა.შ. სპორტებში. სპეციალიზაციის მიხედვით, ამ უნარჩვევების გამომუშავების საწინდარია სხვადსახვა სპორტული (ლაშქრობები, მეკლდეურობა, სამთო თხილამურები, ალპინიზმი, ა.შ.), შემეცნებითი (ბუნებისმეტყველება, ეთნოგრაფია, ა.შ.), სოციალური და ეკონომიკური (ოჯახურ ბიზნესში დახმარება) აქტივობები. ზოგიერთ პროფესია მოითხოვს პიროვნების მომზადებას რამოდენიმე სპორტიულ დისციპლინაში (მაგ. სამთო გამყოლი თანაბრად მომზადებული უნდა იყოს სამივე სამთო სპორტის სახეობაში - კლდეზე ცოცვა, ალპინიზმი, სამთო თხილამურები). ზემოთაღწერილი სპციფიკიდან გამომდინარე, სათავგადასავლო ტურიზმის პროფესიებში შესავალი სასკოლო პროგრამების ამოცანაა მოსწავლეებს თვალნათლად აჩვენოს სათავგადასავლო ტურიზმის ლიდერის პერსონალური კომპეტენციების კონტურები, „დააგემოვნებინოს“ ტექნიკური კომპენტენიების მაქსიმალური რაოდენობა, დაანახოს ერთის მხირვ ამ პროფესიების შესწავლის სირთულე და მეორეს მხრივ ის სოციალური და ეკონომიკურ სარგებელი რაც მათ დაუფლებას მოაქვს.

თანამშრომლობა
მუნიციპალიტეტებთან

  • პროექტი ხორციელდება დასავლეთ საქართველოს მასშტაბით;

  • ყველა სკოლის მოსწავლეს შეუძლია პრგრამაში მონნაწილეობა;

  • სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა მუნიციპალიტეტებთანნ თანნამშრომლობით უზუნნველყოფს სკოლის მოსწავლეების მომზადებას;

  • ჩვენი სკოლა ექვემდებარევა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;

  • პროგრამა ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, უნარების სააგენტოს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და USAID-ის თანნადგომით;

  • პროექტის ფარგლებში მიმდინნარეობს მოლაპარაკებები შემდეგ მუნიციპალიტეტებთან:

წალენჯიხა

წყალტუბო

ლენტეხი

ამბროლაური

ონი

მარტვილი

#გახდიგამყოლი

კურსის მიზნები

  • საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების წარმატების გაზიარება და პერსეპქტივის ჩვენება;

  • სათავგადასავლო ტურიზმის საფუძვლების გაცნობა;

  • სათავგადასავლო ტურიზმის ლიდერის საბაზისო უნარ-ჩვევების

    გამომუშავება;

  • სათავგადასავლო ტურიზმის სამთო მიმართულების ზაფხულის საბაზისო

    კომპეტენციის - სალაშქრო უნარებისა და უსაფრთხოების მეთოდიკის

    პირველი საფეხურის გავლა;

  • მოსწავლეების მოტივირება რათა მათ აირჩიონ პროფესიული განათლების გზა

    როგორც უმოკლესი გზა შემოსავლამდე და კარგი საფუძველი უმაღლესი განთლებისთვის;

პროგრამა შედგება სამი კომპონენტისგან

პირველი კომპონენტი (თეორია)

მეორე კომპონენტი (პრაქტიკული კონცენტრაცია)

მესამე კომპონნენტი (პრაქტიკული ნაწილი)

პირველი კომპონენტი (თეორია): „პროფესია - სათავგადასავლო ტურიზმის ლიდერი. შესავალი კურსი“. ეს კომპონენტი საერთოა ყველა სათვგადასავლო პროფესიული მიმართულებისთვის და მოიცავს ფუნდამენტური უნარ-ჩვევების საფუძვლების სწავლებას. პროგრამის თეორიული ნაწილი ჩატარდება სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის საწვრთნელი ცენტრში.

მეორე კომპონენტი (პრაქტიკული კონცენტრაცია) მომავალი პროფესიების, ასევე, რეგიონის სპეციფიკის შესაბამისი პრე-კვალიფიკაციური აქტივობები. გარემო პირობების და ინფრასტრუქტურის შესაბამისად, კოლეჯი მოსწავლეებს გააცნობს რამოდენიმე სათვგადასავლო აქტივობა. აქტივობების პარალელურად მოსწავლეები გაეცნობიან თანმდევ რისკებს. პროგრამის

პრაქტიკული ნაწილი ჩატარდება სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის საწვრთნელი ცენტრის მიმდებარე საველე პირობებში.

კურსის სწავლის შედეგები და მათი მოკლე აღწერილობა

  • კურსის დამთავრების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

  • -  აღწეროს სათავგადასავლო ტურიზმის ლიდერის ძირითადი უნარ-ჩვევები;

  • -  აღწეროს საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმის სახეობები;

  • -  შეარჩიოს საველე აღჭურვილობა;

  • -  იზრუნოს გარემოს დაცვაზე საფეხმავლო ტურის განმავლობაში;

  • -  საბაზისო სალაშქრო უნარების და უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების

  • გამოვლენა.

  • -  უსაფრთხოდ ყოფნა ზაფხულის კლიმატში საველე პირობებში პედაგოგის

  • მეთვალყურეობის ქვეშ;

#გახდიგამყოლი

მიიღე მეტი ინფორმაცია

შემოგვიერთდი და გაიგე მეტი ჩვენი პროგრამების შესახებ!

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.

bottom of page