თხილამურებით სრიალის
მასწავლებელი
III საფეხური
თხილამურებით სრიალის მასწავლებელი
III საფეხური
პროფესიული გადამზადების პროგრამა
კურსზე მსმენელთა რაოდენობა:
48 მსმენელი
კურსის ჩატარების პერიოდი:
იანვარი 2025 – მარტი 2025
(კურსის დაწყების და მსვლელობის თარიღებთან დაკავშირებით რეგისტრირებული მსურველები დამატებით მიიღებენ ინფორმაციას)
ხანგრძლივობა:
პროგრამა ხორციელდება 2 თვის განმავლობაში. საერთო ხანგრძლივობა - 5 კვირა (200 სთ)
ლოკაციები:
მესტია, ბაკურიანი, გოდერძი.
განმახორციელებელი პარტნიორები:
შპს ემ თი ეი
პროგრამის ღირებულება:
წავლების საფასური თანადაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ. კურსზე ჩარიცხული მსმენელი ვალდებული იქნება გადაიხადოს 12ლარი; ასევე დაფაროს საკუთარი ტრანსპორტირების, ცხოვრების, კვების და საბაგირო გზის აბონიმენტის ხარჯი; იქონიოს პირადი აღჭურვილობა.
პროგრამის შესახებ
პროგრამა გათვალისწინებულია თხილამურებით სრიალის პრაქტიკოსი გამყოლებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი დაეუფლონ თხილამურებით სრიალის მასწავლებლის პროფესიას. სწავლება ხორციელდება ზამთრის კურორტების (მესტია, ბაკურიანი, გოდერძი) სათხილამურო ტრასებზე. პროგრამით გათვალისწინებული თეორიული ნაწილიც ისწავლება საველე პირობებში ინსტრუქტაჟის გზით, რომელიც ასევე, შესაძლებელია განხორციელდეს ონლაინ, ელექტრონული სწავლების ფორმით.
პროგრამა ითვალისწინებს თხილამურებით სრიალის მასწავლებლისთვის ისეთი აუცილებელი კომპეტენციების შესწავლას, როგორიცაა: პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება; საზვავე უსაფრთხოება; თხილამურებით სრიალის სწავლებისას ტურისტზე ზრუნვა; თხილამურებით სრიალის სწავლების ინდივიდუალური და ჯგუფური გეგმაბის შედგენა „წითელი“ და „შავი“ კატეგორიის სათხილამურო გზებზე და გაუკვალავ თოვლში; თხილამურებით სრიალის სწავლება „წითელი“ კატეგორიის სათხილამურო გზებზე; თხილამურებით სრიალის სწავლება „შავი“ კატეგორიის სათხილამურო გზებზე; თხილამურებით სრიალის სწავლება „ფრი - რაიდი“ გაუკვალავ თოვლში (მხოლოდ საბაგირო გზების მიმდებარედ) „წითელი“ და „შავი“ კატეგორიის სათხილამურო გზებზე.
პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 5 კვირას, 200 საათის მოცულობით.
პროგრამის თემატურ საკითხებს გაუძღვებიან შესაბამისი პროფილის პედაგოგები და ექსპერტები.
კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს საქართველოს ნებისმიერ სათხილამურო კურორტზე, სათხილამურო სკოლაში, ტურისტულ კომპანიაში.
თხილამურებით სრიალის 3 საფეხურის სტატუსის მქონე მასწავლებლის საქმიანობა ნებადართულია „მწვანე“, „ლურჯი“, "წითელი" და "შავი" კატეგორიის სათხილამურო ტრასებზე; ასევე გაუკვალავ თოვლში, მხოლოდ საბაგირო გზების მიმდებარედ.
#გახდითხილამურისინსტრუქტორი
სწავლის შედეგები და თემატიკა
სწავლის შედეგი 1
პირველადი გადაუდებელი დახმარება
სწავლის შედეგი 2
საზვავე უსაფრთხოება
სწავლის შედეგი 3
თხილამურებთ სრიალის სწავლებისას ტურისტზე ზრუნვა
სწავლის შედეგი 4
თხილამურებით სრიალის სწავლების ინდივიდუალური და ჯგუფური გეგმაბის შედგენა „წითელი“ და „შავი“ კატეგორიის სათხილამურო გზებზე და გაუკვალავ თოვლში.
სწავლის შედეგი 5
თხილამურებით სრიალის სწავლება „წითელი“ კატეგორიის სათხილამურო გზებზე
სწავლის შედეგი 6
თხილამურებით სრიალის სწავლება „შავი“ კატეგორიის სათხილამურო გზებზე.
სწავლის შედეგი 7
თხილამურებით სრიალის სწავლება „ფრი - რაიდი“ გაუკვალავ თოვლში (მხოლოდ საბაგირო გზების მიმდებარედ) „წითელი“ და „შავი“ კატეგორიის სათხილამურო გზებზე
კვირა:
I
ლოკაცია:
ქუთაისი
სწავლების მეთოდი:
პრაქტიკული მეცადინეობა, დემონსტრირება, ინსტრუქტაჟი
თემატიკა:
პირველადი დახმარების მნიშვნელობა და პოზიციები; გულის გაჩერება და გულ-ფილტვის რეანიმაცია; სასუნთქი გზების უცხო სხეულით დახშობა; სისხლდენის შეჩერება; გადაუდებელი ტრავმის საბაზისო მართვა და ნახვევების დადება; ჭრილობების, დამწვრობის, მართვა; სითბური დაკვრის, მოყინვის, ჰიპოთერმიის შემთხვევის მართვა; ცხოველების ნაკბენების მართვა.
კვირა:
I - II
ლოკაცია:
მესტია, ბაკურიანი, გოდერძი
სწავლების მეთოდი:
დემონსტრირება, პრაქტიკული სავარჯიშო, პრაქტიკული მეცადინეობა,ინსტრუქტაჟი
თემატიკა:
ზვავების ძირითადი მახასიათებლები; ზვავების ისტორია; ზვავების კლასიფიკაცია; ზვავების კომპონენტები; საზვავე წინაპირობის აუცილებელი ფაქტორები; ზვავის მოწყვეტის მაპროვოცირებელი ფაქტორები; ზვავის ზემოქმედება ადამიანზე; ზვავების ფორმირების ფაქტორები და პროცესები; ტრანსპორმაციული პროცესები.
საზვავე საშიშროების საფეხურის დადგენა. იდენტიფიცირება ნოვო-ცეკის მეშვეობით; ზვავსაშიშროების წინაპირობები; თოვლის საფარის სამი მახასიათებელი; მექანიკური ტესტები და ტესტ-პროფილები; თოვლის საფარის სტაბილურობა: მოწყდება თუ არა თოვლი.
კვირა:
I
ლოკაცია:
მესტია, ბაკურიანი, გოდერძი
სწავლების მეთოდი:
დისკუსია, დემონსტრირება, პრაქტიკული სავარჯიშო, ინსტრუქტაჟი, პრაქტიკული მეცადინეობა
თემატიკა:
თხილამურებით სრიალის სასწავლო პროცესის სავალდებულო მოთხოვნები; თხილამურებით სრიალის სასწავლო პროცესის რეკომენდირებული მოთხოვნები; ტურისტზე ზრუნვა; ტურისტის/ტურისტული ჯგუფის მომსახურების სავარაუდო ბიუჯეტის შედგენა.
კვირა:
I
ლოკაცია:
მესტია, ბაკურიანი, გოდერძი
სწავლების მეთოდი:
დისკუსია, დემონსტრირება, პრაქტიკული სავარჯიშო, ინსტრუქტაჟი, პრაქტიკული მეცადინეობა
თემატიკა:
განსხვავებები ინდივიდუალურ და ჯგუფური სწავლების მეთოდებში, მეთოდების შესაბამისი ვარჯიშების შერჩევა; სასწავლო პროცესისთვის ტურისტის აღნაგობის, ფიზიკური და ტექნიკური მომზადების დონის შესაბამისი აღჭურვილობის შერჩევა; ტურისტის ფსიქოლოგიური და ტექნიკური მომზადების გათვალისწინებით სწავლების გრაფიკის შედგენა, სასრიალო არეალის განსაზღვრა.
კვირა:
II
ლოკაცია:
მესტია, ბაკურიანი, გოდერძი
სწავლების მეთოდი:
დისკუსია, დემონსტრირება, პრაქტიკული სავარჯიშო, ინსტრუქტაჟი, პრაქტიკული მეცადინეობა
თემატიკა:
იმიტირებული სავარჯიშოების მომზადება და შესრულება წითელი კატეგორიის სათხილამურო გზებზე.
კვირა:
IV
ლოკაცია:
მესტია, ბაკურიანი, გოდერძი
სწავლების მეთოდი:
დისკუსია, დემონსტრირება, პრაქტიკული სავარჯიშო, ინსტრუქტაჟი, პრაქტიკული მეცადინეობა
თემატიკა:
თხილამურით სრიალის მასწავლებლის პროფესია; სათხილამურო გზებზე არსებული ინფრასტრუქტურა; სრიალის ოპტიმიზაციის სახელმძღვანელო; თხილამურებით სრიალის სისტემატიზაცია.
კვირა:
V
ლოკაცია:
მესტია, ბაკურიანი, გოდერძი
სწავლების მეთოდი:
დისკუსია, დემონსტრირება, პრაქტიკული სავარჯიშო, ინსტრუქტაჟი, პრაქტიკული მეცადინეობა
თემატიკა:
სათხილამურო აქტივობების მიმოხილვა, სათხილამურო გზები და კატეგორიები, მათი ამოცნობა, შეფასება, ფრი-რაიდი და სათხილამურო გზები: საკვანძო განსხვავებები, კომპეტენციები, უფლებები; თხილამურებით სრიალის მასწავლებლობის საერთშორისო გამოცდილება, ეროვნული გამოცდილება; მოუმზადებელი იმიტირებული სავარჯიშოების მომზადება და შესრულება წითელი კატეგორიის სათხილამურო გზებზე.
მიღების წინაპირობები:
სამუშაო გამოცდილება:
თხილამურებით სრიალის სწავლების პრაქტიკული გამოცდილება, დადასტურებული სპორტული სათხილამურო სკოლის და/ან სხვა დამსაქმებლის მიერ (მინიმუმ 1 წელი)
თხილამურებით სრიალის სწავლების უფლების დამადასტურებელი 2 საფეხურის სერთიფიკატი და ამ სერთიფიკატით თხილამურით სრიალის სწავლების პრაქტიკული გამოცდილება, დადასტურებული სპორტული სათხილამურო სკოლის და/ან სხვა დამსაქმებლის მიერ (მინიმუმ 1 წელი).
კურსზე დაშვების საკონკურსო ტური:
თხილამურებით სრიალის ტექნიკური უნარების შეფასება (ყველა კატეგორიის სათხილამურო გზაზე გამართულად სრიალი)
აპლიკანტი/მსმენელი ვალდებულია პროგრამაზე დასასწრებად იქონიოს შემდეგი აღჭურვილობა:
კურსის შინაარსის შესაბამისი თხილამური, თხილამურის სამაგრი;
სათხილამურო წყალგაუმტარი ტანსაცმელი; სათხილამურო ფეხსაცმელი; სათხილამურო ჯოხები; ჩაფხუტი; მზის სათვალე; ხელთათმანი.
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
გასაუბრება-პროფესიის მოსინჯვის მეთოდით
სათვგადასავლო
ტურიზმის
სკოლა
„სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“ დაარსდა 2016 წელს საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის, განათლების სამინისტროსა და მთის ტრასების სააგენტოს მიერ. სრულად დაფინანსებულ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მრავალფეროვან პროგრამებს უძღვებიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტები და აქ სწავლა თავისთავად განუმეორებელი თავგადასავალია. თქვენ თავისუფალი, შემოქმედებითი გარემო და დაუვიწყარი შეკრებები გელოდებათ. შედეგად კი ტურიზმის ყველაზე მზარდი, მოთხოვნადი და პერსპექტიული კარიერის სრულიად ახალ საფეხურზე გადახვალთ. შემოუერთდი თავგადასავალს!
პროგრამები ავტორიზებულია განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ. მათ უძღვებიან სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ექსპერტები - შესაბამის დარგში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი სერტიფიცირებული გამყოლები. სადიპლომო კურსებზე სწავლა ფინანსდება განათლების სამინისტროს ვაუჩერებით, ხოლო მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამები უნარების სააგენტოს მომზადება-გადამზადების პროგრამის ფარგლებში.
2021 წლიდან სკოლის დიპლომირებულ სამთო გამყოლებს და GMGA წევრებს ენიჭებათ სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMGA) წევრობა და შეუძლიათ პროფესიული საქმიანობა კავშირის 25 ქვეყანაში. მთის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციების კავშირში (UIMLA) გაწევრიანების პროცესი დაწყებულია საფეხმავლო გამყოლის პროგრამისთვისაც.
გამყოლთა მარათონი
„მთა-მთა გამყოლთა მარათონი“ არის პირველი მასშტაბური სათავგადასავლო ღონისძიება ტურიზმის პროფესიონალებისთვის. 2024 წლის მაისში, 2 ქალი და 2 კაცი სერტიფიცირებული გამყოლისგან შემდგარი 5 გუნდი გაემგზავრება 7-დღიან ექსპედიციაში, გზად მათ უნდა გადალახონ გამოწვევები სხვადასხვა სათავგადასავლო დისციპლინებში, მოახდინონ საკვანძო პროფესიული საგამყოლო უნარების დემონსტრირება და წარმოაჩინონ საქართველოს საუკეთესო სათავგადასავლო აქტივობები.
პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით