სასიმაღლო სამუშაოების უსაფრთხო პრაქტიკა
III საფეხური
ინდუსტრიული ალპინიზმი III საფეხური
პროფესიული გადამზადების პროგრამა
კურსზე მსმენელთა რაოდენობა:
8 მსმენელი
კურსის ჩატარების პერიოდი:
2025 წელი
(კურსის დაწყების და მსვლელობის თარიღებთან დაკავშირებით რეგისტრირებული მსურველები დამატებით მიიღებენ ინფორმაციას)
ხანგრძლივობა:
2 კვირა ( 50 სთ)
ლოკაციები:
მესტია
განმახორციელებელი პარტნიორები:
ა(ა)იპ საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია GMGA
შპს მთის გიდების ოფისი
პროგრამის ღირებულება:
კურსის ღირებულება: სწავლის საფასური თანადაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ. კურსზე ჩარიცხული მსმენელი ვალდებული იქნება გადაიხადოს 2 200 ლარი; ასევე დაფაროს საკუთარი კვების, ცხოვრების და ტრანსპორტირების ხარჯები.
პროგრამის შესახებ
პროგრამა გათვალისწინებულია სასიმაღლო სამუშაოების პრაქტიკოსი სპეციალისტებისთვის.
სამონტაჟო, სადემონტაჟო და სარემონტო სამუშაოების წარმოება „ინდუსტრიული ალპინიზმის“ მეთოდით, გულისხმობს სერვისის მიწოდებას თოკებით და სპეციალური აღჭურვილობით.
პროგრამა შექმნილია სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFGMA) მიერ შედგენილი პროგრამის მიხედვით და საერთაშორისო პარტნიორების უშუალო ჩართულობით.
კურსზე ისწავლება: პირველადი გადაუდებელი დახმარების საბაზისო უნარები; უსაფრთხო სამუშაო გარემოს ორგანიზება; შეცდომის აღმოჩენა დამოუკუდებლად; საფრთხის იდენტიფიკაცია და რისკის შეფასება; სამუშაოს შეფასება, დაგეგმვა; პროექტის შექმნა; სამუშაოს მსვლელობის ზედამხედველობა.
სწავლება ხორციელდება სპეციალურად მოწყობილ და შესაფერისი ინვენტარით აღჭურვილ სპორტულ დარბაზში, პრაქტიკული გაკვეთილების და დავალებების სახით პედაგოგის დაკვირვებით და ხელმძღვანელობით. პროგრამით გათვალისწინებული თეორიული ნაწილის სწავლება შეიძლება განხორციელდეს ონლაინ, ელექტრონული სწავლების ფორმით.
პროგრამის თემატურ საკითხებს გაუძღვებიან შესაბამისი პროფილის პედაგოგები და ექსპერტები.
პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 2 კვირას, 50 საათის მოცულობით.
კურსდამთვრებულებს შეეძლებათ დასაქმდნენ სამშენებლო-სარემონტო კომპანიებში ან იყვნენ თვითდასაქმებულნი და შეასრულონ შემდეგი სახის სასიმაღლო სამუშაოები:
ფასადების განათების მონტაჟი, სახანძრო სავენტილაციო არხების (მილების) მონტაჟი, ფასადის დათბუნება, ფასადის ღებვა, წყალსაწრეტი მილების, ბუხრის მილების, გამწოვი მილების მონტაჟი, ფასადის წმენდა, სარეკლამო ბანერების კონსტრუქციების მოწყობა და სხვადასხვა სახის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები.
მე-3 დონის სპეციალისტს უფლება ეძლევა, დამოუკიდებლად აწარმოოს სასიმაღლო სამუშაოები. მას შეეძლება სასიმაღლო სამუშაოს დაგეგმვა, შესრულება და განხორციელება უსაფრთხოების ნორმების დაცვით; გუნდის კონტროლი და მოვალეობების გადანაწილება.
#გახდიინდუსტრიულიალპინისტი
სწავლის შედეგები და თემატიკა
სწავლის შედეგი 1
პირველადი გადაუდებელი დახმარება
სწავლის შედეგი 2
უსაფრთხო სამუშაო გარემოს ორგანიზება
სწავლის შედეგი 3
შეცდომის აღმოჩენა დამოუკიდებლად
სწავლის შედეგი 4
საფრთხის იდენტიფიკაცია და რისკის შეფასება
სწავლის შედეგი 5
სამუშაოს შეფასება, დაგეგმვა
სწავლის შედეგი 6
პროექტის შექმნა
სწავლის შედეგი 7
სამუშაოს მსვლელობის ზედამხედველობა
კვირა:
I
ლოკაცია:
ქუთაისი
სწავლების მეთოდი:
პრაქტიკული მეცადინეობა, სავარჯიშო, დემონსტრირება
თემატიკა:
პირველადი დახმარების მნიშვნელობა და პოზიციები; გულის გაჩერება და გულ-ფილტვის რეანიმაცია; სასუნთქი გზების უცხო სხეულით დახშობა; სისხლდენის შეჩერება; გადაუდებელი ტრავმის საბაზისო მართვა და ნახვევების დადება; ჭრილობების, დამწვრობის, მართვა; სითბური დაკვრის, მოყინვის, ჰიპოთერმიის შემთხვევის მართვა; ცხოველების ნაკბენების მართვა.
კვირა:
I
ლოკაცია:
მესტია
სწავლების მეთოდი:
ინსტუქტაჟი, პრაქტიკული მეცადინეობა
თემატიკა:
უსაფრთხოების კონცეფციის შექმნის თეორიული საფუძველი; სამშენებლო სამუშაოებში მუშების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რეგულირება; სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა; სამუშაოს შესრულებისას უსაფრთხოების ორგანიზება; ავტომატური დაცვის სისტემები.
კვირა:
I
ლოკაცია:
მესტია
სწავლების მეთოდი:
ინსტრუქტაჟი, პრაქტიკული მეცადინეობა
თემატიკა:
კანონმდებლობა და რეგულაციები; სამართლებრივი საფუძვლები; უსაფრთხოების კონცეფცია გარე სამშენებლო უბნებისთვის; საფრთხის შეფასება; დაგეგმვის ღონისძიებები; უსაფრთხოების კონცეფციის შექმნა და დასაბუთება.
კვირა:
I
ლოკაცია:
მესტია
სწავლების მეთოდი:
ინსტრუქტაჟი, დემონსტრირება, პრაქტიკული მეცადინეობა
თემატიკა:
მშენებლობის ადგილის ვიზუალიზაცია; რისკის ანალიზი; სამუშაოს დაგეგმვის ღონისძიებები; გადაუდებელი და სამაშველო კონცეფცია.
კვირა:
II
ლოკაცია:
მესტია
სწავლების მეთოდი:
ინსტრუქტაჟი, დემონსტრირება, პრაქტიკული მეცადინეობა
თემატიკა:
რისკის ანალიზი; დაგეგმვის ღონისძიებები; მომზადებული ობიექტის სამაშველო კონცეფციის შექმნა.
კვირა:
II
ლოკაცია:
მესტია
სწავლების მეთოდი:
ინსტრუქტაჟი, ინტერაქციული ლექცია, პრაქტიკული მეცადინეობა
თემატიკა:
პროექტის სტრუქტურა და პროექტის დაწერა; პროექტის შესახებ პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა.
კვირა:
I
ლოკაცია:
მესტია
სწავლების მეთოდი:
ინსტრუქტაჟი, ინტერაქციული ლექცია, პრაქტიკული მეცადინეობა
თემატიკა:
დახურულ სივრცეებში მუშაობა; დასახული ამოცანის ჯგუფურად შესრულება; ბაზარზე არსებული სამაშველო სისტემები; სამუშაო აღჭურვილობის ინსპექტირება; სამაშველო ნაკრების დაპაკეტება; ავარიების შემთხვევაში კომუნიკაცია.
მიღების წინაპირობები:
-
სასიმაღლო სამუშაოების პრაქტიკოსი სპეციალისტი, 1 წლიანი სამუშაო გამოცდილებით
ასაკი: 21
ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100) -
2 დონის დამადასტურებელი სერთიფიკატი, რომლის აღებიდან გასულია მინიმუმ 12 თვე.
თოკთან მუშაობის ერთწლიანი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთი. -
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა: გასაუბრება-პროფესიის მოსინჯვის მეთოდით.
სათვგადასავლო
ტურიზმის
სკოლა
„სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“ დაარსდა 2016 წელს საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის, განათლების სამინისტროსა და მთის ტრასების სააგენტოს მიერ. სრულად დაფინანსებულ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მრავალფეროვან პროგრამებს უძღვებიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტები და აქ სწავლა თავისთავად განუმეორებელი თავგადასავალია. თქვენ თავისუფალი, შემოქმედებითი გარემო და დაუვიწყარი შეკრებები გელოდებათ. შედეგად კი ტურიზმის ყველაზე მზარდი, მოთხოვნადი და პერსპექტიული კარიერის სრულიად ახალ საფეხურზე გადახვალთ. შემოუერთდი თავგადასავალს!
პროგრამები ავტორიზებულია განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ. მათ უძღვებიან სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ექსპერტები - შესაბამის დარგში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი სერტიფიცირებული გამყოლები. სადიპლომო კურსებზე სწავლა ფინანსდება განათლების სამინისტროს ვაუჩერებით, ხოლო მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამები უნარების სააგენტოს მომზადება-გადამზადების პროგრამის ფარგლებში.
2021 წლიდან სკოლის დიპლომირებულ სამთო გამყოლებს და GMGA წევრებს ენიჭებათ სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMGA) წევრობა და შეუძლიათ პროფესიული საქმიანობა კავშირის 25 ქვეყანაში. მთის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციების კავშირში (UIMLA) გაწევრიანების პროცესი დაწყებულია საფეხმავლო გამყოლის პროგრამისთვისაც.
გამყოლთა მარათონი
„მთა-მთა გამყოლთა მარათონი“ არის პირველი მასშტაბური სათავგადასავლო ღონისძიება ტურიზმის პროფესიონალებისთვის. 2024 წლის მაისში, 2 ქალი და 2 კაცი სერტიფიცირებული გამყოლისგან შემდგარი 5 გუნდი გაემგზავრება 7-დღიან ექსპედიციაში, გზად მათ უნდა გადალახონ გამოწვევები სხვადასხვა სათავგადასავლო დისციპლინებში, მოახდინონ საკვანძო პროფესიული საგამყოლო უნარების დემონსტრირება და წარმოაჩინონ საქართველოს საუკეთესო სათავგადასავლო აქტივობები.
პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით